• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

აგვისტო 17, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა საკმაოდ მნიშვნელოვანმა სიახლეებმა მოიცვა. დღეს კი ვისაუბრებთ ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Marriott International, Freshpet, Lincoln Educational Services, Cloudflare და Tyson Foods.

Marriott International

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, Marriott International-ის აქციების ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 39%-ით არის მომატებული.

Wells Fargo-ს ანალიტიკოსმა — ჯეფრი დონელიმ Marriott International-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $212-დან $222-მდე გაზარდა.

ამასთან, კომპანიამ კვარტალური ანგარიში 1 აგვისტოს წარადგინა. შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $6.08 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $5.94 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) დაახლოებით 25%-ით მოიმატა და $2.26 შეადგინა. გარდა ამისა, Marriott-მა შეინარჩუნა დივიდენდები. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი შემდგომი კვარტალური ანაზღაურება წინას დაემთხვევა და $0.52-ს შეადგენს.

Marriott International

ახლა კარგი დროა მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. არდადეგებზე და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე (როგორიცაა სასტუმროს ნომრები) მოთხოვნა მაღალია და სულ უფრო მეტ ადამიანს სურს იმოგზაუროს COVID-19 პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის შემდეგ. სანამ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, Marriott-მა და მისმა კოლეგებმა სარგებლის მიღება უნდა განაგრძონ.

Marriott International-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $205.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $207.46-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $232.00-ს, ხოლო მინიმალური — $174.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Marriott International-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Freshpet

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Freshpet-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ცხოველების კვების კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 56%-ით არის მომატებული.

Freshpet-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 25.6%-ით — $183.3 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $185.1 მილიონს.

კომპანიის კორექტირებულმა მთლიანმა მარჟამ, რომელიც ამორტიზაციის ხარჯს გამორიცხავს, 38.7%-დან 39.8%-მდე მოიმატა. გაყიდვების, ძირითადი და ადმინისტრაციული ხარჯები 590 საბაზისო პუნქტით — 41.5%-მდე შემცირდა.

Freshpet

კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $9 მილიონი შეადგინა, გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ $1.9 მილიონის ოდენობით ზარალთან შედარებით. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) საფუძველზე, კომპანიის ზარალი თითო აქციაზე $0.45-დან $0.35-მდე გაუმჯობესდა და ამ მაჩვენებელმა აჯობა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.43-ს.

რაც შეეხება მომავალს, Freshpet-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 26%-ით — $750 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო კორექტირებული EBITDA მინიმუმ $55 მილიონს შეადგენს (წინა პროგნოზი — მინიმუმ $50 მილიონი).

Freshpet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $82.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $81.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $69.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Freshpet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Lincoln Educational Services

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lincoln Educational Services-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი განათლების პროვაიდერის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 44%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

Lincoln Educational Services-ის მენეჯმენტმა ბაზრის გახსნამდე გამოავლინა, რომ მეორე კვარტალში გაყიდვები წლიდან წლამდე 10%-ით გაუმჯობესდა, ძირითადად ახალი სტუდენტების რეგისტრაციების 18%-იანი ზრდის წყალობით. გარდა ამისა, საშუალო შემოსავალმა ერთ სტუდენტზე 9%-ით მოიმატა. ზრდის მიზეზებად მენეჯმენტმა რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, მათ შორის ფინანსური დახმარების უფრო ქმედითი პროცესი და კომპანიის გადასვლა უფრო ეფექტურ, ჰიბრიდული სწავლების მოდელზე.

Lincoln Educational Services-ის კვარტალურმა შემოსავალმა $88.2 მილიონი შეადგინა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $84.71 მილიონს, ხოლო EPS-მა $0.57-ს მიაღწია (პროგნოზი — $-0.02).

Lincoln Educational Services

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ 2023 წელს შემოსავალი $360-$370 მილიონს მიაღწევს, ეს დიაპაზონი კი აღემატება წინა პროგნოზს — $355-$365 მილიონს.

Lincoln Educational Services-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ანალიტიკოსი აფასებს და ორივე მათგანი აქციებს ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $9.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $11.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lincoln Educational Services-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან კლებას წარმოადგენს.

Cloudflare

გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების კომპანიის — Cloudflare-ის აქციების ფასი 2.5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 58%-ით არის გაუმჯობესებული.

გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Guggenheim-ის ანალიტიკოსმა — ჯონ დიფუჩიმ Cloudflare-ის აქციებს $50-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა, ხოლო ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა. ჯონმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი ზედმეტად მაღალია, ხოლო მენეჯმენტის სამომავლო პროგნოზები — ზედმეტად ოპტიმისტური.

Cloudflare-მა გასულ ხუთშაბათს კვარტალური ანგარიში წარადგინა. შემოსავალი წლიდან წლამდე 32%-ით — $308.5 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $305.57 მილიონს. EPS-მა $0.10 შეადგინა (პროგნოზი — $0.07). თუმცა, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიამ თითო აქციაზე $0.28-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.

Cloudflare

საოპერაციო ზარალმა შემოსავლის მხოლოდ 18.2% შეადგინა. გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 27.5%-ს აღწევდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა $20 მილიონს მიაღწია.

რაც შეეხება მომავალს, Cloudflare-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $330 მილიონს შეადგენს (უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინი — $329.4 მილიონი. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $0.10-ს შეადგენს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.09).

Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $68.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $68.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $85.00-ს, ხოლო მინიმალური — $43.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cloudflare-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tyson Foods

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Tyson Foods-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ხორცის გადამამუშავებელი გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 15%-ით არის დაკლებული.

ფისკალურ მესამე კვარტალში Tyson Foods-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 2.6%-ით — $13.1 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13.6 მილიარდს. კომპანიაზე ნეგატიურად იმოქმედა როგორც მოცულობების, ასევე ფასების კლებამ. საოპერაციო მოგებამ $179 მილიონი შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — $998 მილიონი). ხოლო კორექტირებული EPS $1.94-დან $0.15-მდე შემცირდა (პროგნოზი — $0.26).

Tyson Foods

რაც შეეხება მომავალს, Tyson Foods-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს შემოსავალი $53-$54 მილიარდს მიაღწევს.

Tyson Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $54.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $64.00-ს, ხოლო მინიმალური — $48.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tyson Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

როგორ შეიძლება აქციების კლასიფიცირება?

შემდეგი

როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას? — ონლაინ ვებინარი გოგა მელიქიძესთან

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას? — ონლაინ ვებინარი გოგა მელიქიძესთან

როგორ შეძლებთ საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას? — ონლაინ ვებინარი გოგა მელიქიძესთან

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved