• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 6, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

დღეს შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან სიახლეებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Pegasystems, Rivian Automotive და UPS.

Meta Platforms

გუშინ, საინტერესო სიახლის შემდეგ Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 136%-ით არის მომატებული.

როგორც ჩანს, ინვესტორები ენთუზიაზმით განეწყვნენ იმ ამბის მიმართ, რომ Meta Twitter-ის კონკურენტ პლატფორმას, სახელწოდებით Threads უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, Twitter-ის კონკურენტმა Meta Platforms-ის ღირებულებაზე დიდი გავლენა ვერ იქონიოს, მას შეუძლია კომპანიის წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს და ასევე, Meta-ს მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობებით ისარგებლოს.

Meta Platforms

Meta Platforms-ის სასარგებლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს. პირველი ის არის, რომ Twitter ცოტა ხნის წინ, ახალი აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის პირობებში, რამდენიმე წინაღობის წინაშე აღმოჩნდა. ბოლო მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ მასკმა გადაწყვიტა პლატფორმაზე დღის განმავლობაში პოსტების ნახვის რაოდენობა შეზღუდოს, რამაც მომხმარებლები გააღიზიანა. გარდა ამისა, ზოგიერთმა რეკლამის განმთავსებელმა ან დატოვა Twitter ან პლატფორმაზე რეკლამები შეამცირა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მასკმა დაიკავა.

გარდა ამისა, Meta-ს მომხმარებლების უზარმაზარი ბაზა გააჩნია: 3.81 მილიარდი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) თავის აპლიკაციებში, მათ შორის Facebook-ზე, Instagram-სა და WhatsApp-ზე. 31 მარტის მონაცემებით მხოლოდ Facebook-ს 2,99 მილიარდი MAU ჰყავს. Insider Intelligence-ის ბოლო შეფასებით, Twitter-ის MAU სულ რაღაც 363.7 მილიონს შეადგენს.

Pegasystems

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის — Pegasystems-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 62%-ით არის მომატებული.

Wedbush Securities-ის აქციების კვლევის უფროსმა ანალიტიკოსმა — დენიელ აივსმა Pegasystems-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $50-დან $65-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს.

დენიელი მიიჩნევს, რომ Pegasystems-ის ბიზნესი გასაუმჯობესებლად ემზადება, გამოწერებზე დაფუძნებული განმეორებადი შემოსავლის გაფართოებისა და ქლაუდზე დაფუძნებული სერვისების მარჟების გაუმჯობესების წყალობით, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების დიდ ნაწილს შეადგენს. კერძოდ, დენიელი ფიქრობს, რომ Pegasustems-ის ქლაუდ ბიზნესს ზრდაში ხელს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) შეუწყობს.

Pegasystems

ანალიტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ Pegasystems-ის მცდელობა, გაასაჩივროს მასზე დაკისრებული დიდი ფულადი ჯარიმა, შედეგს გამოიღებს. 2022 წლის მაისში, ვირჯინიის სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ კონკურენტის — Appian-ის სავაჭრო საიდუმლოებები მიითვისა და Pegasystems-ს $2 მილიარდზე მეტის მოცულობის ზიანის ანაზღაურება დააკისრა. დენიელი მოელის, რომ Pegasystems-ის მიერ Appian-ისთვის რეალურად გადახდილი თანხა გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე სასამართლოს საწყისი გადაწყვეტილება.

ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს Pegasystems-ის კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.51-ს შეადგენს, ხოლო შემოსავალი — $1.39 მილიარდს. თავად კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინი კი ასეთია: კორექტირებული EPS — $1.50 და შემოსავალი — $1.4 მილიარდი. რაც შეეხება მომავალ წელს, დენიელი მიიჩნევს, რომ შემოსავალი 10%-ით — $1.53 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS დაახლოებით 39%-ით — $1.53-მდე მოიმატებს.

Pegasystems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56-ს შეადგენს. კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $66.00-ს, ხოლო მინიმალური — $37.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pegasystems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Rivian Automotive

გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებლის — Rivian Automotive-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის მომატებული.

ორშაბათს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულიდან გერმანიაში Amazon მომხმარებლებს ამანათებს Rivian-ის ელექტრო სატვირთო ფურგონებით (EDV) მიაწოდებს. 300 მანქანა მიუნხენის, დიუსელდორფის და ბერლინის მიმდებარე რაიონებში გამოჩნდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც Amazon ევროპაში EDV-ს გამოიყენებს. შეერთებულ შტატებში Amazon-ს უკვე ჰყავს 3000 EDV, რომელიც 500-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს.

Rivian Automotive

გუშინ ინვესტორების დადებითი განწყობა კიდევ უფრო გააძლიერა ანალიტიკოსების შეფასებებმა. კრის პირსმა Needham-დან Rivian-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $26-დან $28-მდე გაზარდა.  ამასთან, D.A. Davidson-ის ანალიტიკოსმა — მაიკლ შლისკიმ ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების გაყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $11-დან $18-მდე გაზარდა.

Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.4-ს შეადგენს. კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

UPS

Teamsters-ის პროფკავშირის წარმომადგენლების თქმით, მოლაპარაკებები United Parcel Service-თან (UPS) ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით „ჩაიშალა“, რაც ზრდის შესაძლებლობას, რომ ამ ზაფხულის ბოლოს მომუშავეები გაიფიცებიან. როგორც ჩანს, ინვესტორები საფრთხეს სერიოზულად აღიქვამენ, რადგან გუშინ გადაზიდვის კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა.

კონტრაქტი UPS-სა და Teamsters-ის წევრ მომუშავეებს შორის ამ თვის ბოლოს იწურება, რაც ეჭვქვეშ აყენებს დაახლოებით 340,000 თანამშრომლის მომავალს. ორივე მხარე თვეების განმავლობაში აცხადებდა.

ორივე მხარისთვის ბევრი რამ არის სასწორზე. პროფკავშირი ამტკიცებს, რომ პანდემიის პერიოდში მომუშავეებმა ხელფასების ზრდით სარგებლობა ვერ შეძლეს. Teamsters-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მუშახელის ფართო დეფიციტით ისარგებლებენ, რათა პროფკავშირში გაერთიანებულმა სამუშაო ძალამ უკეთესი გარიგების დადება შეძლოს. თუმცა, UPS სასტიკ ბრძოლაშია ჩართული FedEx-თან, ასევე ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის ახალწვეულებთან, მათ შორის Amazon-თან. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმენტი ხარჯებს მკაცრად აკონტროლებს.

ორშაბათ დილით Teamsters-მა Twitter-ის საშუალებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებების სხდომა ჩაიშალა, რადგან UPS-მა „მოლაპარაკების მაგიდა დატოვა“

„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, UPS-ის მენეჯმენტმა უარი თქვა Teamsters-ისთვის ბოლო, საუკეთესო და საბოლოო შეთავაზება გაეკეთებინა და პროფკავშირის წარმომადგენლებს უთხრა, რომ კომპანიას მეტი არაფერი ჰქონდა გასაცემი“ — განაცხადეს Teamsters-ში.

UPS

გადაზიდვის სპეციალისტის მენეჯმენტმა კი განაცხადა, რომ სწორედ Teamsters-მა შეწყვიტა მოლაპარაკებები მიუხედავად UPS-ის ისტორიული შეთავაზებისა. კომპანიის წარმომადგენლებმა პროფკავშირს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

„მოლაპარაკებაზე უარის თქმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფინიშის ხაზი ჩანს, ქმნის მნიშვნელოვან უსიამოვნებას თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის, ასევე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკას“, — ნათქვამია UPS-ის განცხადებაში. „Teamsters-ის ქმედებებით სარგებლობენ მხოლოდ ჩვენი კონკურენტები, რომლებიც პროფკავშირის წევრები არ არიან“.

სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მხარეებს ჯერ კიდევ ერთი თვე რჩებათ მოლაპარაკებებისთვის, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შეთანხმების მისაღწევად.

უკანასკნელად UPS სერიოზული გაფიცვის პრობლემის წინაშე 1997 წელს აღმოჩნდა. პროტესტი 15 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რაც კომპანიას დაახლოებით $850 მილიონი დაუჯდა. გაფიცვამ ასევე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ტრაფიკზე, რის შედეგადაც UPS-ს მოუწევს იმ მომხმარებლების დაბრუნებაზე ზრუნვა, რომლებიც შეფერხების დროს სხვა სერვისებს მიმართავენ.

წინა

რა ხდებოდა საფონდო ბირჟაზე გასული თვის განმავლობაში?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved