• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 20 მაისს საფონდო ბირჟაზე?

მაისი 21, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 20 მაისს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Palo Alto Networks, Global-e Online და Li Auto.

Palo Alto Networks

გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Palo Alto Networks-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. თუმცა „After-hours”1 ვაჭრობაში კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 9%-ით შემცირდა. წლისა დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით გაუმჯობესდა.

კვარტალური შედეგები

ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Palo Alto Networks-ის შემოსავალი წლიურად 15%-ით — $2 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.97 მილიარდს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ $278.8 მილიონს მიაღწია, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.79 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.42). შედარებისთვის, გასული ფისკალური წლის იმავე პერიოდში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $107.8 მილიონი და $0.31 შეადგინა.

გასულ კვარტალში კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $454.9 მილიონს, ანუ თითო აქციაზე $1.32-ს მიაღწია (ფისკალური 2023 წლის იმავე მეოთხედში, შესაბამისად, $359.4 მილიონი და $1.10).

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Palo Alto Networks-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც ივლისში დასრულდება, შემოსავალი $2.15-$2.17 მილიარდს მიაღწევს. ამ დიაპაზონის შუა წერტილი — $2.16 მილიარდი კი შეესაბამება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს.

Palo Alto Networks

კიბერუსაფრთხოების კომპანიაში ასევე მოელიან, რომ billings, რომელიც გადავადებულ შემოსავალსაც ითვალისწინებს, კვარტალში $3.43-$3.48 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზი $3.45 მილიარდს შეადგენს.

მთელი წლისთვის კი Palo Alto Networks-ის მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ billings $10.13-$10.8 მილიარდს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $10.10—$10.20 მილიარდი).

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Palo Alto Networks-ის აქციებს?

Palo Alto Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $324.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $342.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $385.00-ს, ხოლო მინიმალური — $270.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Palo Alto Networks-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.7%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 28 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Global-e Online

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Global-e Online-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის შემცირებული.

Global-e არის ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციის გააქტიურების პლატფორმა, რომელიც ბრენდებს და საცალო მოვაჭრეებს მომხმარებლებისთვის შესყიდვის გამოცდილების მიწოდებაში ეხმარება.

კვარტალური შედეგები

2024 წლის პირველ კვარტალში Global-e Online-ის შემოსავალი წლიურად 24%-ით — $145.9 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს —$141.49 მილიონს. გასულ მეოთხედში კომპანიამ $32.1 მილიონის ოდენობით წმინდა ზარალი დააფიქსირა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.19 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — -$0.22).

პირველი კვარტლის ძირითადი ინიციატივები და მიღწევები მოიცავდა პლატფორმის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ახალი ბრენდის გამოშვებას ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში. კომპანიამ ასევე წარმოადგინა მომხმარებელთა მომსახურების ავტომატური ჩეთბოტი, რომელიც OpenAI-ის ChatGPT-ით არის აღჭურვილი. ის მიზნად ისახავს, კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და სერვისის დატვირთვის შემცირებას.

Global-e Online

Global-e Online-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიმდინარე პარტნიორობა Shopify-თან — მისი სტრატეგიის ძირითადი ნაწილი — განაგრძობს გაფართოებას და Shopify Markets Pro ინიციატივა ბაზარზე ათვისების წამახალისებელ მაჩვენებლებს აფიქსირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ, ბიზნესის ზრდასთან ერთად, Global-e Online-ის მარჟები უმჯობესდება — პირველ კვარტალში კორექტირებული მთლიანი მოგების მარჟამ 45.3%-ს მიაღწია, რაც 390 საბაზისო პუნქტით აღემატება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — 41.4%-ს.

მომავლის პროგნოზები

რაც შეეხება მომავალს, Global-e Online-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მეორე კვარტალში კომპანიის საქონლის მთლიანი ღირებულება (GMV) $1.03-$1.07 მილიარდს მიაღწევს, ხოლო შემოსავალი — $162.5-$168.5 მილიონს. ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $24.5-$28.5 მილიონს შეადგენს.

გარდა ამისა, Global-e Online-ის მენეჯმენტმა მიმდინარე წლისთვის GMV-ის პროგნოზი $40 მილიონით — $4.63-$4.87 მილიარდამდე გაზარდა, ხოლო შემოსავლის საპროგნოზო დიაპაზონი $2 მილიონით — $733-$773 მილიონამდე.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Global-e Online-ის აქციებს?

Global-e Online-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $48.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Global-e Online-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 37.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 7 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Li Auto

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Li Auto-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 13%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის დაკლებული.

კვარტალური შედეგები

გასულ კვარტალში Li Auto-ს შემოსავალმა $3.55 მილიარდი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $0.17. ეს ორივე მაჩვენებელი ჩამორჩა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $3.7 მილიარდს და $0.34-ს აღწევდა.

თუმცა ყველა სიახლე ნეგატიური არ იყო. გასულ კვარტალში Li Auto-მ 80,400 ელექტრომობილი მიაწოდა, რაც წლიურად 53%-იან ზრდა წარმოადგენს. შემოსავალი კი 36%-ით გაუმჯობესდა. პრობლემა ის არის, რომ გასულ მეოთხედში დაფიქსირებული მიწოდების მაჩვენებელი კომპანიის ისტორიაში ყველაზე დაბალია.

Li Auto

უფრო მეტიც, შემოსავლის 36%-იანი ზრდა ერთეულების გაყიდვების 53%-იან მატებას ჩამოუვარდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ Li Auto წარმოების დიდი მასშტაბით სარგებელს არ იღებს, როგორც ამას ინვესტორები იმედოვნებდნენ. მთლიანი მოგების მარჟა მხოლოდ 20 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო საოპერაციო ხარჯები 71%-ით გაიზარდა. GAAP-ის მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიამ კვარტალში ზარალი დააფიქსირა.

შესაბამისად, Li Auto-ს GAAP ზარალმა თითო აქციაზე $0.08 შეადგინა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Li Auto-ს აქციებს?

Global-e Online-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $45.55-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Global-e Online-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 110%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.

წინა

GameStop-ის მენეჯმენტმა 45 მილიონამდე ახალი აქციის გამოშვება დააანონსა

შემდეგი

Microsoft-მა AI ფუნქციებით აღჭურვილი ახალი Copilot+ კომპიუტერები წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Microsoft-მა AI ფუნქციებით აღჭურვილი ახალი Copilot+ კომპიუტერები წარადგინა

Microsoft-მა AI ფუნქციებით აღჭურვილი ახალი Copilot+ კომპიუტერები წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved