• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 6 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

თებერვალი 7, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 6 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების შესახებ, როგორებიც არის Toyota, Nintendo, UPS და Crown Holdings.

Toyota

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Toyota-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ცნობილი იაპონური ავტომწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით გაუმჯობესდა.

გასულ კვარტალში Toyota-ს შემოსავალმა $81.32 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $76.41 მილიარდი). წმინდა მოგებამ კი $26.7 მილიარდი შეადგინა, რაც აღემატებოდა, როგორც უოლ სტრიტის პროგნოზს, ისე გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — $12.8 მილიარდს. ძლიერმა წარმადობამ მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის მენეჯმენტს უბიძგა, გაეზარდა მთელი წლის პროგნოზი საოპერაციო მოგებისთვის. ახლა კომპანიაში მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდება და $33 მილიონს მიაღწევს.

გარდა ამისა, Toyota-მ, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, ბაზარს 9%-ით მეტი ავტომობილი მიაწოდა. მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა ძლიერ ზრდას იაპონიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე. Toyota-ს მოგებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი აღმოჩნდა საერთაშორისო ბაზრები სუსტი იენის გამო.

Toyota

ამავდროულად, ელექტრომობილების (EV) გაყიდვები წლიურად 41%-ით გაუმჯობესდა. ამ ზრდის შედეგად, ელექტრომობილებმა Toyota-ს მთლიანი გაყიდვების თითქმის 36% შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — 28%).

ეს კარგი ამბავია Toyota-სთვის, რომელმაც დეკემბერში დააანონსა 1 მილიონზე მეტი Toyota-სა და Lexus-ის ავტომობილის გაწვევა გაუმართავი სენსორის გამო, რამაც შეიძლება აირბალიშების გააქტიურებას ხელი შეუშალოს. გაწვევის მასშტაბის მიუხედავად, ამ ამბებმა ვერ დააზარალა Toyota-ს აქციები კომპანიის რეკორდული გლობალური გაყიდვების ფონზე 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $219.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასები ერთმანეთ ემთხვევა და $213.16-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Nintendo

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Nintendo-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვიდეო თამაშების სპეციალისტის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 33%-ით გაუმჯობესდა.

კვარტალურმა ანგარიშმა გამოავლინა ძლიერი მოთხოვნა როგორც კომპანიის Switch კონსოლებზე, ასევე თამაშების დიდ პორტფელზე. გასულ მეოთხედში Nintendo-ს შემოსავალმა $4.04 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.92 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.7932-ს (პროგნოზი — $0.7152).

ეს წარმატებები განპირობებული იყო ახალი პოპულარული ვიდეო თამაშების გამოსვლით, რამაც ასევე ხელი შეუწყო Nintendo-ს Switch კონსოლების გასაოცრად ძლიერ გაყიდვებს. უკვე მეშვიდე წელია, რაც ეს მოწყობილობა ბაზარზეა, მაგრამ აქტიური მომხმარებლების ბაზა კვლავ იზრდება. 2023 წელს Nintendo-ს გეიმერების რაოდენობამ 122 მილიონს მიაღწია, შედარებისთვის, ერთი წლის ადრე ეს მაჩვენებელი 114 მილიონს შეადგენდა.

Nintendo

ეს დიდი პლატფორმა ღირებული აქტივია Nintendo-ს ახალი თამაშების მხარდასაჭერად. მაგალითად, Super Mario Bros-ის უახლესი თამაშის გაყიდვები, ოქტომბრის ბოლოს გამოსვლის შემდეგ, 11 მილიონს უახლოვდება. აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ბაზრის მიერ Super Mario Bros. Wonder-ის ათვისებით.

Nintendo მომდევნო კვირებში რამდენიმე ახალი ვიდეო თამაშის გამოშვებას გეგმავს, თუმცა ინვესტორები განსაკუთრებით კმაყოფილები დარჩნენ კომპანიის განახლებული პერსპექტივით. Nintendo-ს მენეჯმენტმა გაზარდა გაყიდვებისა და შემოსავლის პროგნოზირებული მაჩვენებლები, რადგან აღმასრულებლები ვარაუდობენ უფრო მაღალ მოთხოვნას ვიდეო თამაშების პროგრამულ უზრუნველყოფასა და მოწყობილობების გაყიდვებზე.

UPS

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, United Parcel Service-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ამანათების მიწოდება ციკლური ბიზნესია და UPS-ის ინვესტორებმა გასული წლის განმავლობაში მიიღეს არასასიამოვნო გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორი შეგრძნებაა დაღმავალი ციკლი. გასულ წელს კომპანიის აქციების ფასი მოცულობის კლებისა და მაღალი ხარჯების გამო შემცირდა.

კომპანიამ კვარტალური ანგარიში იანვრის ბოლოს წარადგინა. გასულ მეოთხედში UPS-ის შემოსავალმა $24.9 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $25.4 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $2.47 (პროგნოზი — $2.46). გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში შემოსავალი $92-$94.5 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამორჩება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $95.57 მილიარდს.

გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტმა დააანონსა ხარჯების შემცირების ახალი კამპანია, რომელიც სამუშაო ძალის შემცირებასაც მოიცავს და ყოველწლიურად დაახლოებით $1 მილიარდის დაზოგვას ისახავს მიზნად.

UPS

გუშინ დილით კი UBS-ის ანალიტიკოსმა — თომას ვადევიცმა United Parcel Service-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $160-დან $175-მდე გაზარდა.

ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა UPS-ის მიერ ახლახან დაანონსებულ ხარჯების შემცირების პროგრამას და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა ხელი უნდა შეუწყოს მოგების მარჟის გაფართოებას და შემოსავლების ზრდას.

UPS-ის ძირითადი ბიზნესი უაღრესად ციკლურია და კომპანიას, ამ რეალობის თავიდან ასაცილებლად, ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია. მისი ფინანსური შედეგები უკეთესი იქნება მაშინ, როდესაც ეკონომიკა გაძლიერდება და გადაზიდვის სერვისებზე მოთხოვნა გაიზრდება. UPS ვერ შექმნის დამატებით მოთხოვნას თავის სერვისებზე. საუკეთესო, რაც მას შეუძლია, სუსტ პერიოდებში გონივრულად ნავიგაციაა.

UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $146.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $160.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $190.00-ს, ხოლო მინიმალური — $95.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Crown Holdings

ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Crown Holdings-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი შეფუთვის კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით გაუმჯობესდა.

Crown Holdings, ადრე ცნობილი, როგორც Crown Cork & Seal Company, არის ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ლითონის ქილებს სასმლისთვის და საკვებისთვის, ასევე ლითონის საკეტებს და სპეციალურ შეფუთვებს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში Crown Holdings-ის შემოსავალმა $2.86 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ჩამოუვარდებოდა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.95 მილიარდს, ისე გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს — $3.01 მილიარდს. შემოსავალი ოპერაციებიდან წლიურად $229 მილიონიდან $259 მილიონამდე გაიზარდა. EPS-მა კი $1.24 შეადგინა (პროგნოზი — $1.43).

Crown Holdings-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში სასმელების სეგმენტში 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ბრაზილიაში — 2%-იანი.

Crown Holdings

ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ შეწყვიტა ოპერირება ბეიტსვილში, მისისიპში, დეკატურში და ილინოისში, ამასთან ვიეტნამში ოპერაციები უფრო სწრაფი წარმოების ქარხანაში გადაიტანა. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯები გააუმჯობესებს Crown-ის საოპერაციო ეფექტიანობას და კაპიტალური აღჭურვილობის გამოყენების მაჩვენებლებს.

ინვესტორების იმედგაცრუება ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, გამოიწვია EPS-ის პროგნოზმა 2024 წლისთვის — $5.80-$6.20 — რაც უმნიშვნელო ზრდაა გასული წლის შედეგთან, $5.86-თან შედარებით.

Crown Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $77.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $101.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $112.00-ს, ხოლო მინიმალური — $86.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Crown Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

ჩვევები, რომლებიც თქვენს ფინანსურ მომავალს აზიანებს

შემდეგი

კვარტალური ანგარიშის შემდეგ Spotify-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
კვარტალური ანგარიშის შემდეგ Spotify-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა

კვარტალური ანგარიშის შემდეგ Spotify-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved