• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 5 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?

თებერვალი 6, 2024
in სიახლეები
რა ხდებოდა 5 თებერვალს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Caterpillar, Estee Lauder, Tesla, Bowlero და ON Semiconductor.

Caterpillar

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Caterpillar-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 23%-ით გაუმჯობესდა.

Caterpillar აწარმოებს გიგანტურ მანქანებს, რომლებიც მშენებლობასა და სამთო მოპოვებაში გამოიყენება. ეს არის კარგად მართული ბიზნესი, თუმცა ის დამოკიდებულია საბოლოო ბაზრებზე, რომლებიც ციკლურია. ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთისა და შემცირებული მოთხოვნის ფონზე ინვესტორები Caterpillar-ის მოსალოდნელი შედეგები აშინებდათ.

თუმცა კვარტალურ ანგარიშში განგაშის საფუძველი არ ყოფილა. მეოთხე კვარტალში Caterpillar-ის შემოსავალმა $17.1 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $17.03 მილიარდი). EPS-მა კი $5.23 შეადგინა (პროგნოზი — $4.76).

საოპერაციო მარჟამ მეოთხე კვარტალში 18.4%-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 10.1%-ს შეადგენდა.

Caterpillar

გასული წლის განმავლობაში Caterpillar-ის საოპერაციო ფულადმა ნაკადებმა $12.9 მილიარდს მიაღწია და კომპანიამ დაახლოებით $7.5 მილიარდი დაუბრუნა აქციონერებს აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების საშუალებით.

Caterpillar-მა წელი $27.5 მილიარდის ღირებულების მარაგებით დაასრულა და მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის პროდუქციაზე ჯანსაღი მოთხოვნა ნარჩუნდება. ეს კარგი ამბავია მათთვის, ვისაც კომპანიის ბიზნესზე ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა აწუხებდა.

Caterpillar-ის მენეჯმენტი ახლა პროგნოზირებს, რომ 2024 წელს კომპანია გამოიმუშავებს $5-$10 მილიარდს თავისი მანქანების, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო მიმართულებებიდან. წინა პროგნოზი $4-$8 მილიარდს შეადგენდა.

Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $321.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $279.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $345.00-ს, ხოლო მინიმალური — $240.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Caterpillar-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Estee Lauder

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Estee Lauder-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კოსმეტიკის გიგანტის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 41%-ით შემცირდა.

ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Estee Lauder-ის შემოსავალი წლიურად 7.4%-ით — $4.28 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.19 მილიარდი). EPS-მა კი $0.88-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.54).

Estee Lauder-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ფაბრიციო ფრედამ განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში კომპანიამ, რამდენიმე სტრატეგიული პრიორიტეტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მან მიუთითა აზიის სამოგზაურო საცალო ვაჭრობაში მარაგების დონის შემცირებაზე, საბრუნავი კაპიტალის გაუმჯობესებაზე, ფასების ზრდაზე და დანახარჯების გონივრულად მართვაზე.

Estee Lauder

Estee Lauder-ის მენეჯმენტმა ასევე დააანონსა მოგების აღდგენის გეგმის გაფართოება 2025 და 2026 ფისკალური წლების განმავლობაში. ეს გეგმა მიმდინარე კვარტალში სამუშაო ადგილების შემცირებას მოიცავს. Estee Lauder-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია თავისი სამუშაო ძალის 3%-5%-ს გაათავისუფლებს. ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს დაახლოებით 3,150 თანამშრომელზე.

რაც შეეხება მომავალს, Estee Lauder-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ფისკალური წლის მეორე ნახევარში ორგანული გაყიდვების ორნიშნა პროცენტულ ზრდას მოელის.

Estee Lauder-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $150.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $136.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Estee Lauder-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla

Tesla-ს ინვესტორებისთვის 2024 წელი რთულად დაიწყო. მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი უკვე 27%-ზე მეტით არის შემცირებული. ამას დაემატა გუშინ დაახლოებით 4%-იანი ვარდნა. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 2-ზე მეტჯერ გაიზარდა.

რამდენიმე მოვლენამ Tesla-ს სამომავლო პერსპექტივები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ერთ-ერთი იყო ექსტრემალური ამინდი, რამაც გაამძაფრა მომხმარებლების ეჭვები ელექტრომობილების (EV) ფლობის უპირატესობებთან დაკავშირებით.

გასულ კვირას დელავერის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის წინააღმდეგ და ბათილად ცნო აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის ხელსაყრელი ანაზღაურების პაკეტი, რომელიც 2018 წელს დამტკიცდა. აქციონერმა კომპანიას უჩივლა იმის მტკიცებით, რომ დაახლოებით $56 მილიარდის მოცულობის ანაზღაურების პაკეტი არ იყო სამართლიანად წარმოდგენილი ინვესტორებისთვის და Tesla-ს დირექტორთა საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად, როგორც ეს საჭირო იყო.

Tesla

მაგრამ კომპანიის აქციების ფასის კლება შეიძლება უფრო მეტად აშშ-ში ამინდის პირობების გაუარესებით იყოს გამოწვეული. გასულ თვეში შუა დასავლეთს თავს ძლიერი ყინვა დაატყდა და ჩიკაგოს ტერიტორიაზე Tesla-ს მფლობელებს არ შეეძლოთ ბატარეების დამუხტვა იქ, სადაც ტემპერატურა ნულს ჩამოუვარდებოდა. ამის გამო, სექტორის ზოგიერთი დამკვირვებელი მივიდა დასკვნამდე, რომ ამან შეიძლება ბაზრის მიერ ელექტრომობილების ათვისების ტემპი შეანელოს. ახლა კი სამხრეთ კალიფორნიაში მიმდინარე მეტეოროლოგიურმა მოვლენამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, რაც ელექტრომობილის ზოგიერთ მფლობელს მანქანების დამუხტვის შესაძლებლობის გარეშე ტოვებს.

სიმართლე ის არის, რომ ასეთი მოვლენები იშვიათია და ავტომობილების მფლობელებს მოსამზადებლად გარკვეული ზომების მიღება შეუძლიათ. თუმცა ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც ელექტრომობილები ჯერ კიდევ არ გამოუცდია, შეიძლება განსაკუთრებით არასასიამოვნო იყოს ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ასეთი სირთულეების შესახებ ინფორმაციის მიღება.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $181.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $218.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $345.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Bowlero

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Bowlero-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ბოულინგის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 16%-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 5%-ზე მეტით გაუმჯობესდა.

Bowlero-ს მეორე კვარტალი 31 დეკემბერს დასრულდა. ბოლო მონაცემებით კომპანია ფლობს 350 ბოულინგ ცენტრს და Professional Bowlers Association-ს.

მეორე კვარტალში Bowlero-ს შემოსავალი წლიურად 12%-ით — $306 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $300.53 მილიონს. EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.105 შეადგინა (პროგნოზი — $ 0.12). ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 დაახლოებით უცვლელი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის გაზრდილი შემოსავალი კვარტალში სამი ახალი ლოკაციის დამატებამ განაპირობა.

Bowlero საჯარო გახდა 2021 წლის დეკემბერში სპეციალური დანიშნულების შემსყიდველ კომპანიასთან (SPAC) შერწყმის გზით. მას შემდეგ Bowlero-ს აქციების რაოდენობა 20%-ით შემცირდა აქციების გამოსყიდვის პროგრამების საშუალებით. გარდა ამისა მენეჯმენტმა დააანონსა რეგულარული კვარტალური დივიდენდები $0.055-ის ოდენობით, რომლებსაც 23 თებერვლის მდგომარეობით კომპანიის აქციონერების სიაში არსებული ინვესტორები მიიღებენ.

Bowlero

შემოსავლების ზრდისა და დივიდენდების დაანონსების ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ბაზარი აღფრთოვანებულია Bowlero-ს აქციებით.

რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს Bowlero-ს შემოსავალი 10%-15%-ით გაუმჯობესდება, რაც ზრდის კარგი მაჩვენებელია.

Bowlero-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.40-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.20-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Bowlero-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 50.4%-იან ზრდას გულისხმობს.

ON Semiconductor

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ON Semiconductor-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ნახევარგამტარების კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით გაუმჯობესდა.

ON Semiconductor (Onsemi) ნახევარგამტარული პროდუქტებისა და გადაწყვეტების დამპროექტებელი, მწარმოებელი და მიმწოდებელია.

გასულ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $2.02 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $1.25-ს (პროგნოზი — $1.2).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, მესამე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნებისას, ON Semiconductor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰასან ელ-ხურიმ კომპანიის სილიციუმის კარბიდის ხსნარების გაყიდვების პროგნოზი $1 მილიარდიდან $800 მილიონამდე შეამცირა. ამის მიზეზად მან დაასახელა ევროპაში კომპანიის მთავარი მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემცირება და საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო ზოგადად საავტომობილო ბაზარზე მოთხოვნის დონის ვარდნა.

ON Semiconductor

თუ ამ კომენტარს და საპროცენტო განაკვეთების მიერ საავტომობილო ინდუსტრიაზე მიმდინარე ზეწოლას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინვესტორებს უარესის მოლოდინი ჰქონდათ. თუმცა ფაქტია, რომ ON Semiconductor, მეტ-ნაკლებად კურსს ინარჩუნებს და გარკვეულ სტაბილიზაციას გვთავაზობს. ეს კარგი ამბავია ისეთი კომპანიისთვის, რომელიც ექვემდებარება რამდენიმე მეგატენდენციას ელექტრომობილებისა და სამრეწველო ავტომატიზაციის სფეროში.

ON Semiconductor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $78.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $89.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $110.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ON Semiconductor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.


[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.

წინა

Deckers Outdoor-ის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

შემდეგი

Nvidia-ს აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Nvidia-ს აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

Nvidia-ს აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved