• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 14, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს Alphabet-ის, Plug Power-ის, Viasat-ის, Virgin Galactic-ისა და Cryoport-ის შესახებ ვისაუბრებთ.

Alphabet

გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა თავისი Bard AI ჩეთბოტისთვის ახალი ფუნქციები დანერგა და ასევე ეს ინსტრუმენტი გამოუშვა საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროპაში და ბრაზილიაში.

მთელი წლის განმავლობაში Alphabet-ის აქციების ფასი იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ როგორ აფასებდნენ ინვესტორები კომპანიის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიას, ამიტომ გუშინ აქციების ფასის ზრდა სულაც არ იყო გასაკვირი.

Alphabet-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Bard ხელმისაწვდომი გახდა ევროკავშირში მას შემდეგ, რაც კომპანიამ კონფიდენციალურობის მარეგულირებლების ეჭვების გაქარწყლება შეძლო. Bard-ის უახლესი ვერსიები გლობალურად კონფიდენციალურობის ახალ ფუნქციებს მოიცავს.

ამავდროულად, Alphabet-მა Bard-ს ახალი ფუნქციები დაამატა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩეთბოტს 40-ზე მეტ ენაზე ესაუბრონ და ასევე ტექსტი ხმად გარდაქმნან.

Alphabet

Alphabet-ის აქციების ფასის ზრდაზე გავლენა ინფლაციის მოსალოდნელზე უკეთესმა ანგარიშმაც იქონია. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) 2021 წლის მარტის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა: მხოლოდ 3%-ით წლიდან წლამდე. ხოლო ძირითადი ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს საკვებსა და ენერგეტიკას — თვიდან თვემდე მხოლოდ 0.2%-ით. ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო ვიდრე პროგნოზები — 3.1% და 0.3%.

გარდა ამისა, საინვესტიციო ბანკმა — TD Cowen-მა Alphabet-ის აქციების სამიზნე ფასი $130-დან $140-მდე გაზარდა.

Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.5-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $133.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $115.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Plug Power

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, Plug Power-ის აქციების ფასი 7%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.4%-ით არის მომატებული. Plug Power არის ამერიკული კომპანია, რომელიც ჩართულია წყალბადის საწვავი ელემენტების სისტემების შემუშავებაში, რომლებიც ელექტროენერგიაზე მომუშავე აღჭურვილობასა და მანქანებში ჩვეულებრივ ბატარეებს ანაცვლებს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომპანიის აქციების ფასი იზრდება, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულმა სიახლეებმა აქციებს დამატებითი იმპულსი მისცა. გუშინ Plug-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიიღო ახალი დიდი შეკვეთა წყალბადის ელექტროლიზატორებზე, რომლებიც ევროპაში ნავთობის გადამუშავების პროექტში იქნება გამოყენებული.

გარდა ამისა, ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კომპანია ავსტრალიაში მწვანე წყალბადის პროექტისთვის ელექტროლიზატორების მიმწოდებელი იქნება.

Plug Power

Plug-ის ბოლო გარიგება არსებული აღჭურვილობის შესაცვლელად 100 მეგავატი (MW) ელექტროლიზატორის მიწოდებას და დღეში 43 ტონა მწვანე წყალბადის გამომუშავებას გულისხმობს. ტერმინი — მწვანე წყალბადი განპირობებულია იმით, რომ წყალბადის წარმოების პროექტისთვის 100%-ით განახლებადი ენერგია გამოიყენება.

Plug Power-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.3-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $78.00-ს, ხოლო მინიმალური — $0.19-ს. საშუალო სამიზნე ფასი Plug Power-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 37.3%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Viasat

გუშინ კოსმოსური თანამგზავრული კომუნიკაციების კომპანიას — Viasat-ს ძალიან ცუდი დღე ჰქონდა, რადგან მისი უახლესი თანამგზავრის შეფერხების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ აქციების ფასის 28%-ზე მეტით შემცირება გამოიწვია.

მაშინვე არ იყო ნათელი, თუ რამდენად სერიოზული იყო პრობლემა, მაგრამ Viasat-ის მენეჯმენტის განცხადება იმის შესახებ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად კომპანია თანამგზავრებს ხელახლა განალაგებდა, გულისხმობს, რომ ახალი სატელიტი — ViaSat-3 Americas შესაძლოა, დეფექტის გამო, სრულიად უფუნქციო იყოს.

Viasat

მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტის თქმით ეს მოვლენა მომხმარებლებისთვის პროცესებს არ შეანელებს, როგორც ჩანს, კომპანიის ინვესტიცია Viasat-3 Americas-ში, რომელიც $700 მილიონს შეადგენს, შეიძლება საბოლოოდ ზარალად იქცეს.

შეიძლება მდგომარეობა ასეთი რთულიც არ იყოს. როგორც SpaceIntelReport-მა გუშინ აღნიშნა, ViaSat-3 ასეთი წარუმატებლობისგან დაზღვეული იყო და შეიძლება დაზღვევამ $420 მილიონი აანაზღაუროს. თუ ეს სწორია, მაშინ Viasat-ის ზარალი $280 მილიონამდე შემცირდება.

Virgin Galactic

გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, კოსმოსური ტურისტული კომპანიის — Virgin Galactic-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა.

სულ რაღაც ორი კვირის წინ, Virgin Galactic-მა ისტორია დაწერა — თავისი პირველი კომერციული კოსმოსური ტურისტული ფრენისას კომპანიამ იტალიის საჰაერო ძალების სამი ოფიცერი გადაიყვანა კოსმოსში ექსპერიმენტების ჩასატარებლად — თითო $200 000-ად.

Virgin Galactic-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ ამ “Galactic 01” მისიას მოჰყვება “Galactic 02” აგვისტოში და ამის შემდეგ კომპანია თვეში ერთხელ კოსმოსურ ტურისტულ ფრენებს დაიწყებს.

Virgin Galactic

ორი კვირის შემდეგ Virgin Galactic-ში დაადასტურეს, რომ გეგმა ძალაშია და Galactic 02-ის ფრენის ფანჯარა 10 აგვისტოს იხსნება, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ფრენა სწორედ ამ თარიღში განხორციელდეს. თუ პრობლემა არახელსაყრელი ამინდი იქნება, Galactic 02 ამ სამიზნე თარიღიდან მალევე აიღებს სტარტს.

Virgin Galactic-ის მენეჯმენტს Galactic 02-ის შესახებ მეტი დეტალი არ გაუმხელია. ჯერჯერობით უცნობია მგზავრების რაოდენობა ან ბილეთების ღირებულება, ამიტომ ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა მოცულობის შემოსავალს მოუტანს ფრენა კომპანიას. Virgin Galactic-ის გაყიდული პირველი 600 ბილეთის ფასი $200,000-$250,000-ის დიაპაზონში მერყეობდა.

Cryoport

გუშინ, მეორე კვარტლის წინასწარი შედეგების წარდგენის შემდეგ, Cryoport-ის აქციების ფასი დაახლოებით 25%-ით შემცირდა. Cryoport არის სიცოცხლის მეცნიერებების ინდუსტრიის მიმწოდებელი, რომელიც ტემპერატურით კონტროლირებადი მიწოდების ჯაჭვის გადაწყვეტებს უზრუნველყოფს. კომპანია ემსახურება ბიოფარმაცევტულ, IVF (ინ ვიტრო განაყოფიერება) და სუროგაციის, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Cryoport-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მათი მოლოდინით კვარტალური შემოსავალი $56.5-$57.5 ​​მილიონს შეადგენს, რაც წლიდან წლამდე 11%-იან ვარდნას გულისხმობს.  კომპანიაში ასევე მოელიან, რომ 2023 წლის შემოსავალი $233-$243 მილიონი იქნება. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა $237.3 მილიონი შეადგინა. თუმცა ახალი პროგნოზი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წინას, რომელიც $270-$290 მილიონის მოცულობის შემოსავალს გულისხმობდა.

Cryoport

Cryoport ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის. პირველ კვარტალში კომპანიამ $5.6 მილიონის ოდენობით ზარალი დააფიქსირა და $522.6 მილიონის მოცულობის ნაღდი ფული ჰქონდა. თუმცა Cryoport-ის გრძელვადიანი პერსპექტივა მყარია იმის გათვალისწინებით, რომ უჯრედული და გენური თერაპიის პროდუქტების რაოდენობა იზრდება და გლობალური კლინიკური კვლევების მხარდასაჭერად კომპანიის სერვისების საჭიროებაც იმატებს.

Cryoport-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.17-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cryoport-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 72.40%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების 5 თვისება

შემდეგი

ვინ არის დევიდ ტეპერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ვინ არის დევიდ ტეპერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

ვინ არის დევიდ ტეპერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved