• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 13, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები, რომლებმაც კომპანიების აქციების ფასებზე იმოქმედა. დღეს სწორედ მათ მიმოხილვას შემოგთავაზებთ და ვისაუბრებთ ისეთ კომპანიებზე, როგორებიც არის Meta Platforms, S&P Global, C3.ai, SunPower და Domino’s Pizza.

Meta Platforms

გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, Meta Platforms-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 148%-ით არის მომატებული.

გუშინ დილით Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — ბენჟამინ ბლექმა Meta-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $290-დან $350-მდე გაზარდა.

ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ციფრული რეკლამირების ბაზრის აღდგენის ირგვლივ ოპტიმიზმი იზრდება, რამაც შეიძლება Meta-ს მოგებაზე პოზიტიურად იმოქმედოს ამ წლის დასაწყისში და გასული წლის ბოლოს სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლებისა და სხვა ხარჯების შემცირების შემდეგ. ბენჟამინმა ასევე აღნიშნა, რომ Reels-ისა და Messenger-ის საშუალებით მონეტიზაციის ტენდენციები უმჯობესდება.

Meta Platforms

გუშინდელ ზრდაზე ასევე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) 2021 წლის მარტის შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა: მხოლოდ 3%-ით წლიდან წლამდე. ხოლო ძირითადი ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს საკვებსა და ენერგეტიკას — თვიდან თვემდე მხოლოდ 0.2%-ით.

CPI-ის ანგარიში და ანალიტიკოსის მიერ სამიზნე ფასის ზრდა არის უახლესი პოზიტიური ამბავი Meta-სთვის. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კომპანიის ახალმა პლატფორმამ — Threads-მა გაშვებიდან რამდენიმე დღეში უკვე 100 მილიონ მომხმარებელს მიაღწია.

 

S&P Global

გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ფინანსური ინფორმაციის სპეციალისტის — S&P Global-ის აქციების ფასი დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 21%-ზე მეტით არის მომატებული.

გუშინ Raymond James-ის ანალიტიკოსმა —პატრიკ ო’შონესმა S&P Global-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $413-დან $421-მდე გაზარდა.

გარდა ამისა, სამშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, პატრიკის კოლეგამ — ალექს კრამმა UBS-დან უფრო მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, მან S&P Global-ის აქციებს ასევე ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $420-დან $460-მდე გაზარდა.

S&P Global

კიდევ ერთი ანალიტიკოსი, რომელმაც ფინანსური ინფორმაციის სპეციალისტი დადებითად შეაფასა იყო ტონი კაპლანი Morgan Stanley-დან. მან S&P Global-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა და სამიზნე ფასი $420-დან $427-მდე გაზარდა.

S&P Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $406.5-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $418.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $535.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი S&P Global-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.7%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

C3.ai

გუშინ, ნეგატიური სიახლეების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის კომპანიის — C3.ai-ის აქციების ფასი 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 263%-ით არის მომატებული.

გუშინ TheFly.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ C3.ai-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა — რიჩარდ ლევინმა 7 ივლისს კომპანიის 12,000 აქცია გაყიდა და $504,000 მიიღო. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. გასული სამი თვის განმავლობაში მან დამატებით 24,000 აქცია გაყიდა და ამ ტრანზაქციის ღირებულებამ $726,240 შეადგინა.

ამავი არც აქ მთავრდება. რიჩარდი არ არის C3-ის ერთადერთი ინსაიდერი, რომელმაც კომპანიის აქციები გაყიდა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) წარდგენილმა დოკუმენტაციამ სხვა ტრანზაქციებიც გამოავლინა:

  • ფინანსურმა დირექტორმა — იუჰო პარკკინენმა $152,426 დოლარის ღირებულების 4,220 აქცია გაყიდა.
  • მთავარმა ტექნიკურმა მენეჯერმა — ედვარდ აბომ 457,585 აქცია გაყიდა და $15.1 მილიონი მიიღო.
  • ხოლო აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — ჰოუმან ბეჰზადმა $35.5 მილიონის ღირებულების 948,883 აქცია გაყიდა.

და ეს ყველაფერი ივნისის ბოლო კვირაში მოხდა.

C3ai

როდესაც ინსაიდერები ასეთი ასეთი რაოდენობით ყიდიან ისეთი კომპანიების აქციებს, რომელსაც მეოთხედ მილიარდზე მეტი წლიური გაყიდვები აქვს, თუმცა — არავითარი მოგება ან თავისუფალი ფულადი ნაკადები, ინვესტორების ნეგატიური რეაქცია სრულიად ბუნებრივია.

დადებითი მხარე ისაა, რომ სულ რაღაც ექვს კვირაში, 29 აგვისტოს, C3.ai კვარტალურ ანგარიშს წარადგენს და მენეჯმენტს შანსი ექნება, კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესთან დაკავშირებით ინვესტორების ეჭვები გააქარწყლოს.

SunPower

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, SunPower-ის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 40%-ით არის შემცირებული.

გუშინ, ფინანსური სერვისის კომპანიამ — Raymond James-მა SunPower-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია „მტკიცე ყიდვით“ შეცვალა და $21-ის ტოლი სამიზნე ფასი შეინარჩუნა, რაც კომპანიის აქციების ამჟამინდელი ფასის გაორმაგებას გულისხმობს.

ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში SunPower-ის აქციები არასახარბიელო წარმადობით ხასიათდებოდა, მისი აქციების ფასი 40%-ზე მეტით შემცირდა მაშინ, როდესაც კონკურენტმა — SunRun-მა მხოლოდ 26%-იანი ვარდნა განიცადა, ხოლო Sunnova-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.

SunPower

ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ამჟამად აშშ-ში სახლების მხოლოდ 4% იყენებს მზის პანელებს, შედარებისთვის, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს, ხოლო ავსტრალიაში — 25%-ს. Raymond James-ში მიიჩნევენ, რომ ათვისების დაბალი დონიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში ისეთი კომპანიების გაყიდვები და მოგება, როგორებიც არის SunPower, SunRun და Sunnova, გაიზრდება.

SunPower-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $14.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი SunPower-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 44%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Domino’s Pizza

გუშინ Domino’s Pizza-ს აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სარესტორნო ქსელმა Uber Technologies-თან მიწოდების ხელშეკრულება დადო. აღსანიშნავია, რომ ამ ზრდის შედეგად Domino’s Pizza-ს აქციების ფასმა 2023 წლისთვის ახალ მაქსიმუმს მიაღწია. რაც შეეხება Uber-ს მისი აქციების ფასი თითქმის უცვლელი იყო — 0.36%-ით გაიზარდა.

როგორც ჩანს, ბაზარი მიიჩნევს, რომ ახალი პარტნიორობა Domino’s-ისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე Uber-ისთვის. ამ ოპტიმიზმს შეიძლება აძლიერებდეს ის რწმენა, რომ გარიგებამ, შესაძლოა, Domino’s დამატებით $1 მილიარდის მოცულობის გაყიდვები მოუტანოს.

აშშ-ში თითქმის ყველა სარესტორნო ქსელი სთავაზობს მომხმარებლებს მესამე მხარის მიწოდების სერვისს და ზოგიერთ მათგანს გარკვეულ პროვაიდერებთან ექსკლუზიური პარტნიორობაც კი აქვს. თუმცა Domino’s ამ დრომდე ასეთი სერვისით არ სარგებლობდა და ამ საქმეს თავად უმკლავდებოდა.

Domino’s Pizza

ახლა ყველაფერი იცვლება. Domino’s-ის თანახმად, Uber Eats (და Uber-ის მიწოდების სხვა ბაზარი, Postmates) მინიმუმ 2024 წლამდე კომპანიის ექსკლუზიური მესამე მხარის მიწოდების პარტნიორი იქნება.

Domino’s-ის აღმასრულებელი დირექტორი — რასელ ვაინერი, კომპანიის კვლევებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ Uber-თან პარტნიორობამ შეიძლება Domino’s-ის გაყიდვები $1 მილიარდით გაზარდოს.

Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $388.5-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $353.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $415.00-ს, ხოლო მინიმალური — $270.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Domino’s Pizza-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 23 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების 5 თვისება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების 5 თვისება

ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების 5 თვისება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved