• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 30, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Overstock.com, Greenbriar Companies და Lindsay.

Overstock.com

გუშინ Overstock.com-ის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Bed Bath & Beyond-ისგან, რომელიც გაკოტრების თანმდევ პროცესებს გადის, ბრენდის აქტივები შეიძინა.

გარიგება იძლევა გარკვეულ იმედს, რომ Overstock თავისი საცალო ბიზნესის მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს. გასული წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 40%-ით შემცირდა, წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 62%-ით არის გაზრდილი.

Overstock

Overstock Bed Bath & Beyond-ის ვებსაიტს და დომენის სახელებს, ბრენდის სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, მომხმარებელთა მონაცემთა ბაზას, ლოიალობის პროგრამის მონაცემებს და ბრენდის სხვა აქტივებს $21.5 მილიონად ყიდულობს ნაღდი ფულით. Overstock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯონათან ჯონსონმა ტრანზაქციას „მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული ნაბიჯი“ უწოდა და როგორც ჩანს, მას ბაზარიც ეთანხმება.

ერთ-ერთი აშკარა მიზეზი, რის გამოც გარიგება შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს Overstock-ისთვის არის ის, რომ როგორც ჩანს, კომპანია Bed Bath & Beyond-ისგან საუკეთესო აქტივებს ყიდულობს და არ არის ფოკუსირებული ამ უკანასკნელის წამგებიან ფიზიკურ ლოკაციებზე.

Overstock-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კანადაში Bed Bath & Beyond-ის ვებგვერდს განაახლებს, ხოლო აშშ-ის მომხმარებლებისთვის ცალკე ვებსაიტს გამოუშვებს.

Greenbriar Companies

გუშინ სარკინიგზო სატვირთო მატარებლების მწარმოებლის — Greenbriar Companies-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა.

კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 31%-ით — $1.04 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $896.25 მილიონი), ხოლო კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 611%-ით — $1.02-მდე (პროგნოზი — $0.6).

Greenbriar Companies

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიახლეები არც ისე კარგი იყო, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებული EPS $1.02 იყო (რომ არ ჩავთვალოთ ზარალი, რომელიც კომპანიის მიერ Gunderson Marine-ის დანაყოფის გაყიდვასთან არის დაკავშირებული), ფაქტობრივი EPS, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული პრინციპების მიხედვით (GAAP) გამოითვლება, დაახლოებით $0.64 იყო.

Lindsay

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, ირიგაციისა და ინფრასტრუქტურის კომპანიამ — Lindsay-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი მისი აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა.

2023 წლის მესამე კვარტალში Lindsay-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 23%-ით — $164.55 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $206.34 მილიონი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) 33%-ით დაიკლო და $1.53 შეადგინა (პროგნოზი — $2.14).

Lindsay

მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები იმედგაცრუებულნი არიან შემოსავლისა და მოგების სუსტი შედეგებით, Lindsay-მ დააფიქსირა უფრო მაღალი საოპერაციო შემოსავალი როგორც სარწყავი, ასევე ინფრასტრუქტურის სეგმენტებში. 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ირიგაციისა და ინფრასტრუქტურის სეგმენტების საოპერაციო მარჟები, შესაბამისად, 60 საბაზისო პუნქტით 21.6%-მდე და 140 საბაზისო პუნქტით 16.2%-მდე გაიზარდა.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved