• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ივნისი 29, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Alibaba, Pinterest და Virgin Galactic.

Alibaba

გუშინ Alibaba-ს აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. ვარდნა გამოიწვია მედიის ცნობამ აშშ-დან ექსპორტის შესაძლო შეზღუდვების შესახებ, რამაც, შეიძლება, მნიშვნელოვან სეგმენტში ტექნოლოგიური გიგანტის ზრდა შეაფერხოს.

Reuters-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მოწინავე პროცესორებზე ექსპორტის კონტროლის გამკაცრებას განიხილავს. ასეთი პროცესორები აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციებისთვის.

Alibaba

საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, ეს ახალი შეზღუდვა ფედერალური მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ამჟამად არსებულ კომპლექტს დაემატება.

Reuters თავის ანგარიშში ასევე ციტირებს Nvidia-ს ფინანსური დირექტორს — კოლეტ კრესს, რომელმაც ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა: „გრძელვადიან პერსპექტივაში, შეზღუდვები, რომლებიც კრძალავს ჩვენი მონაცემთა ცენტრის GPU-ების გაყიდვას ჩინეთში, აშშ-ის ინდუსტრიისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე კონკურენციისა და ლიდერობის შესაძლებლობების დაკარგვას გამოიწვევს, ასევე გავლენას იქონიებს ჩვენს მომავალ ბიზნესსა და ფინანსურ შედეგებზე“.

Pinterest

გუშინ სოციალური პლატფორმის — Pinterest-ის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ კომპანიას ბიზნესის გასაზრდელად მნიშვნელოვანი კატალიზატორი გააჩნია.

Wells Fargo-ს ანალიტიკოსმა — კენ გავრელსკიმ Pinterest-ის აქციების ნეიტრალური შეფასება ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა. TipRanks-ის თანახმად, მისი სამიზნე ფასი ამჟამად $34-ს შეადგენს, რაც კომპანიის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს.

Pinterest

ბოლო სამი წლის განმავლობაში Pinterest-ის აქციების ფასი მხოლოდ 30%-ით გაიზარდა, S&P 500-ის 45%-იან მატებასთან შედარებით. ამ წარუმატებლობის დიდი მიზეზი შემოსავლების ზრდის ნაკლებობაა. კომპანიის შემოსავალი 2023 წლის პირველ კვარტალში წლიდან წლამდე მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.

თუმცა, Pinterest-მა აპრილის ბოლოს Amazon-თან გარიგება დადო და სწორედ ამაში ხედავს ანალიტიკოსი პოზიტიური განწყობის მიზეზს. კენი თვლის, რომ ამ პარტნიორობას შეუძლია Pinterest-ის ზრდა გააძლიეროს. რაც შეეხება გარიგებას, Amazon Pinterest-ზე რეკლამებს განათავსებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს უკანასკნელი მესამე მხარის რეკლამებს გაუშვებს. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რეკლამები დაუყოვნებლივ არ განთავსდება, ამას დაახლოებით რამდენიმე კვარტალი დასჭირდება.

Virgin Galactic

გუშინ, კოსმოსური ტურისტული კომპანიის — Virgin Galactic-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა.

დღეს, აღმოსავლეთის დროით დილის 11 საათზე, Virgin Galactic თავის პირველ კომერციულ კოსმოსურ ფრენას — Galactic 01-ს განახორციელებს. სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად გემზე სამი მგზავრი იქნება იტალიის საჰაერო ძალებიდან და ეროვნული კვლევითი საბჭოდან. ეს იქნება პირველი ფასიანი ფრენა, რომელიც Virgin Galactic-ის ორწლიანი შეფერხებების შემდეგ შედგება. მეორე კომერციული რეისი — Galactic 02 კი აგვისტოს დასაწყისში განხორციელდება. მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ Galactic 02-ის მისიის შემდეგ კომპანია ყოველთვიურ კომერციულ კოსმოსურ ფრენებს დაიწყებს.

Virgin Galactic

თითოეულმა ფრენამ შეიძლება დაახლოებით $2 მილიონის ოდენობით შემოსავალი მოიტანოს, რაც კომპანიის მომგებიანობისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ის საფუძველს ჩაუყრის მომავალ კოსმოსურ ხომალდებს, როგორიცაა Delta კლასი, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია.

გარდა ამისა, Virgin Galactic-ის მენეჯმენტმა $400 მილიონის ღირებულების ახალი აქციების გამოშვების გეგმები დააანონსა და აღნიშნა, რომ გასული 10 თვის განმავლობაში უკვე გამოუშვა $300 მილიონის ღირებულების აქციები. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიას მეტი ფული სჭირდება.

წინა

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ინვესტორები უშვებენ — უორენ ბაფეტი

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved