• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 17, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის State Street, Novo Nordisk, Telus International და AT&T.

State Street

პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, საბანკო და ფინანსური მომსახურების კომპანიამ — State Street-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, ხოლო სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 12%-ით შემცირდა.

მეორე კვარტალში State Street-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $3.11 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.14 მილიარდი). წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 18%-ით — $691 მილიონამდე მოიმატა, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება მხოლოდ 2%-ით გაიზარდა და $763 მილიონი შეადგინა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $2.17 იყო (პროგნოზი — $2.11).

State Street

State Street-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — რონ ო’ჰენლიმ განაცხადა, რომ შედეგები კომპანიის ბიზნეს მოდელის სიმტკიცეს ასახავს. მან ხაზი გაუსვა წმინდა საპროცენტო შემოსავლის ძლიერ ზრდას. თუმცა ბაზრის რეაქცია განსხვავებული იყო. Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა — გლენ შორმა წმინდა საპროცენტო შემოსავალს „მოსალოდნელზე სუსტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მთლიანი დეპოზიტები მნიშვნელოვნად შემცირდა.

State Street-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $68.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $83.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $100.00-ს, ხოლო მინიმალური — $69.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი State Street-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22.5%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Novo Nordisk

პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, Novo Nordisk-ის აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.

14 ივლისს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, HSBC-ის ანალიტიკოსმა — რაჯეშ კუმარმა Novo Nordisk აქციების შეფასება წამოიწყო. მან ჯანდაცვის კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $187.50-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა.

Novo Nordisk

ამის შემდეგ მალევე, Reuters-ის მოხსენებამ გამოავლინა, რომ კომპანიის პოპულარული მედიკამენტის, წონაში კლების სამკურნალო საშუალების —Wegovy-ის მარაგი აშშ-ის ძირითად ბაზრებზე მცირდება. ქვეყნის მასშტაბით რვა ექიმის გამოკითხვიდან, ასევე სხვა გამოხმაურებებიდან გამომდინარე, ეს სიტუაცია მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება. Novo Nordisk-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამჟამად Wegovy-ის წარმოებისა და მიწოდების სისტემებში შეფერხებებს არ განიცდის.

Telus International

პარასკევს, წინასწარი კვარტალური შედეგების წარდგენის შემდეგ, Telus International-ის აქციების ფასი 31%-ზე მეტით შემცირდა.

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Telus International-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი და ახლა კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მეორე კვარტლის შემოსავალი $660-$668 მილიონს შეადგენს. ამ მიზნის შუა წერტილი წლიდან წლამდე 6.5%-იან ზრდას გულისხმობს. WillowTree-ის შეძენის წვლილის გამოკლებით, მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ წლიდან წლამდე გაყიდვები დაახლოებით 1%-ით შემცირდება.

ამავდროულად, კომპანიაში მოელიან, რომ ზარალი თითო აქციაზე $0.03-$0.05-ს შეადგენს. ასევე პროგნოზირებულია, რომ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.15-$0.17-ს მიაღწევს, რაც 46.5%-იან კლებაზე მიუთითებს.

Telus International

მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $2.7-$2.73 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.90-$0.97-ს. ძველი პროგნოზები კი ასეთი იყო: შემოსავალი — $2.97—$3.03 მილიარდი; კორექტირებული განზავებული  EPS — $1.20-$1.25.

Telus International-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $19.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.50-ს, ხოლო მინიმალური — $14.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Telus International-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 95%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 11 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

AT&T

პარასკევს, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო გიგნატის — AT&T-ის აქციების ფასი 4%-ით შემცირდა.

პარასკევ დილით, საინვესტიციო ბანკმა — J.P. Morgan-მა AT&T-ის ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $22-დან $17-მდე შეამცირა.

როგორც J.P. Morgan განმარტავს, AT&T-ის მენეჯმენტის ბოლო კომენტარი მიუთითებს გაზრდილ კონკურენციაზე Verizon Communications-ის, T-Mobile US-ისა და სხვათა მხრიდან, რაც მეორე კვარტალში AT&T-ის ფართოხაზოვანი და უკაბელო მიმართულებების შემოსავლების მოსალოდნელზე ნელ ზრდას გამოიწვევს. გარდა ამისა, StreetInsider აღნიშნავს, რომ AT&T-ის სტაციონარული ტელეფონების ბიზნესებიდან მიღებული შემოსავალი ასევე ზეწოლის ქვეშაა.

AT&T

გარდა ამისა, გასულ კვირაში The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნული იყო, რომ კომპანიის სატელეფონო ხაზებისთვის გამოყენებული მასალები შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. შედეგად, შესაძლოა, კომპანიას მოქალაქეებმა, მთავრობამ ან ორივემ ერთად უჩივლოს.

AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $21.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $28.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AT&T-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

ვინ არის დევიდ ტეპერი? — ინვესტორის ბიოგრაფია

შემდეგი

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მცირე თანხით?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ დავიწყოთ ინვესტირება მცირე თანხით?

როგორ დავიწყოთ ინვესტირება მცირე თანხით?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved