• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

ივლისი 3, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

პარასკევს საფონდო ბირჟაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა და კომპანიების აქციების ფასებში ცვლილებები დაფიქსირდა. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Accolade, Nike, Smart Global Holdings და Carnival.

Accolade

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Accolade-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი პერსონალიზებული ჯანდაცვის კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა.

Accolade-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 9%-ით — $93.2 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $90.27 მილიონი), GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა ზარალმა კი $38.4 მილიონი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.52 იყო (პროგნოზი — $0.62). გასული წლის იმავე კვარტალში წმინდა ზარალმა $343 მილიონს მიაღწია.

Accolade

მენეჯმენტმა ეს გაუმჯობესებები ბიზნეს სტრატეგიის ბოლოდროინდელ ცვლილებას მიაწერა. ფინანსურმა დირექტორმა — სტივ ბარნსმა განაცხადა, რომ კომპანიის ახალი ინიციატივა ქმნის უფრო გამარტივებულ ორგანიზაციას, რომელიც გააუმჯობესებს საერთო ხარჯებს, გადაწყვეტილების მიღებასა და სტრატეგიულ დაგეგმვას.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $93-$95 მილიონს შეადგენს, ხოლო EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) ნეგატიური $11-$14 მილიონი იქნება. რაც შეეხება სრულ ფისკალურ 2024 წელს, მენეჯმენტი $410-$414 მილიონის ოდენობით შემოსავალს და ნეგატიურ EBITDA-ს ($6-$12 მილიონი) მოელის.

Nike

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Nike-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა.

Nike-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5%-ით — $12.8 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.59 მილიარდი). Nike Direct-მა (პირდაპირ მომხმარებლებზე გაყიდვები) განაგრძო ძლიერი შედეგების დაფიქსირება — ამ მიმართულებით შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და $5.5 მილიარდს მიაღწია. საბითუმო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი კვარტალში 2%-ით — $6.7 მილიარდამდე შემცირდა.

მთლიანმა მარჟამ 140 საბაზისო პუნქტით — 43.6%-მდე დაიკლო უფრო მაღალი წარმოების ხარჯებისა და ფასდაკლებების ზრდის გამო. მარაგები უცვლელი იყო, რაც აჩვენებს, რომ კომპანიამ, მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების შემდეგ, მარაგების პოზიცია გააუმჯობესა.

Nike

დაბალი მთლიანი მარჟის, ასევე გაყიდვებისა და ადმინისტრაციული ხარჯების 8%-იანი ზრდის გამო, საოპერაციო შემოსავალი კვარტალში 17%-ით — $1.22 მილიარდამდე შემცირდა. EPS (მოგება თითო აქციაზე) კი წლიდან წლამდე 27%-ით — $0.66-მდე შემცირდა და ოდნავ ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.67-ს.

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს შემოსავალი საშუალო ერთნიშნა პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ხოლო პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი უცვლელი იქნება ან დაბალი ერთნიშნა პროცენტით მოიმატებს. Nike-ში ასევე პროგნოზირებენ მიმდინარე წელს მთლიანი მარჟის 140-150 საბაზისო პუნქტით გაზრდას წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ EPS $3.75-$3.95-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი შეესაბამება ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.86-ს და აღემატება ფისკალური 2023 წლის მაჩვენებელს — $3.23-ს.

Smart Global Holdings

ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Smart Global Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, პარასკევს კი ნახევარგამტარების მწარმოებლის აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა.

Smart Global-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით — $383.4 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა მაინც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $375.08 მილიონს. კორექტირებული EPS 24%-ით დაეცა და $0.66 შეადგინა (პროგნოზი — $0.4), თუმცა GAAP-ის მიხედვით გამოანგარიშების შემთხვევაში კომპანიამ რეალურად განიცადა $0.50-ის ტოლი ზარალი თითო აქციაზე.

Smart Global Holdings

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე კვარტალში გაყიდვები დაახლოებით $375 მილიონს შეადგენს, რაც წლიდან წლამდე 14%-იან კლებას გულისხმობს.

კარგი ამბავი ის არის, რომ მენეჯმენტის თქმით, GAAP მოგება შეიძლება პოზიტიურ ტერიტორიას დაუბრუნდეს და EPS-მა $0.02 შეადგინოს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ Smart-მა ამ კვარტალში ფული დაკარგოს. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება და ამ პერიოდში EPS $1-ს გაუტოლდება.

Carnival

პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, საკრუიზო ოპერატორის — Carnival-ის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

Jefferies-ის ანალიტიკოსმა — დევიდ ქაცმა Carnival-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $9-დან $25-მდე გაზარდა, რაც ხუთშაბათის დახურვის ფასიდან დაახლოებით 46%-იან ზრდას გულისხმობს.

დევიდის აზრით, მოთხოვნის აღდგენამ შეიძლება მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს კომპანიაზე და აქციები უფრო მიმზიდველი გახადოს. იგი ფიქრობს, რომ ასეთი ტენდენცია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. ანალიტიკოსმა ასევე თქვა, რომ Carnival, სავარაუდოდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად $3 მილიარდს დახარჯავს ვალის დასაფარად თავისუფალი ფულადი ნაკადებიდან (FCF), რაც კომპანიას პანდემიის დროს მიღებული ზარალის გამოსწორებაში დაეხმარება.

Carnival

Carnival-მა კვარტალური ანგარიში გასული კვირის დასაწყისში წარადგინა. კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $4.9 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.78 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.31 (პროგნოზი — $0.34). Carnival-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კრუიზებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება და კვარტალში განხორციელებულმა ჯამურმა ჯავშნებმა ყველა დროის ახალ მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა კომპანია ფასებს ზრდის.

Carnival-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $19-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $16.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $25.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Carnival-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან კლებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved