• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

რა არის გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS)?

ოქტომბერი 4, 2024
in ინდუსტრიები
რა არის გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS)?
გაზიარება

გლობალური ინდუსტრიის კლასიფიკაციის სტანდარტი (GICS) წარმოადგენს მეთოდს, რომლის მიხედვითაც კომპანია მიეკუთვნება კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორს და ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც მის ბიზნეს ოპერაციებს საუკეთესოდ განსაზღვრავს. ეს არის ორი სისტემიდან ერთ-ერთი, რომელსაც ინვესტორები, ანალიტიკოსები და ეკონომისტები კონკურენტი კომპანიების შესადარებლად იყენებენ.

GICS შემუშავდა ერთობლივად Morgan Stanley Capital International-ის (MSCI) და Standard & Poor’s-ის მიერ. GICS მეთოდოლოგიას იყენებს როგორც MSCI ინდექსები, რომლებიც მოიცავს აშშ-ის და საერთაშორისო აქციებს, ასევე ინვესტიციების მართვის პროფესიონალური საზოგადოების დიდი ნაწილი.

GICS-ის გააზრება

კომპანიების ინდუსტრიების მიხედვით კლასიფიკაცია არის მნიშვნელოვანი ინვესტორისთვის, რომლის მიზანიც დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა ან კონკრეტული კომპანიის კონკურენტების იდენტიფიცირებაა. GICS იერარქიის ზედა ნაწილი მოიცავს 11 ეკონომიკურ სექტორს. ისინი იყოფა 24 ინდუსტრიულ ჯგუფად, შემდეგ 68 ინდუსტრიად და ბოლოს 157 ქვე-ინდუსტრიად. თითოეულ აქციას აქვს კოდი ამ ოთხივე დონეზე მისი იდენტიფიცირებისთვის. 11 სექტორი კი ასე გამოიყურება:

  • ენერგეტიკა
  • მასალები
  • მრეწველობა
  • დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი
  • ძირითადი სამომხმარებლო საქონელი
  • ჯანდაცვა
  • ფინანსები
  • საინფორმაციო ტექნოლოგია (IT)
  • საკომუნიკაციო მომსახურება
  • კომუნალური მომსახურება
  • უძრავი ქონება

კომპანიას GICS კლასიფიკაციის კოდები ქვე-ინდუსტრიის დონეზე Standard & Poor’s-ისა და MSCI-ის მიერ ენიჭება მისი ძირითადი ბიზნესის განმარტების მიხედვით.

1999 წელს GICS-ის შექმნის დღიდან, არაერთი გადახედვის შემდეგ დაემატა, შემცირდა ან დაიხვეწა ინდუსტრიული ჯგუფები, ქვე-ინდუსტრიები და ინდუსტრიები. 2016 წელს კლასიფიკაციას უძრავი ქონების სექტორი დაემატა. 2018 წელს კი ტელეკომუნიკაციის სექტორს საკომუნიკაციო მომსახურების სექტორი ეწოდა. ამავდროულად, ეს უკანასკნელი გაფართოვდა და ახლა მოიცავს მედიისა და გართობის სფეროს, რომლებიც ადრე დისკრეციული სამომხმარებლო საქონლის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

როგორ გამოიყენება GICS

მთლიანობაში, მსოფლიოს მასშტაბით GICS-ის მიერ კლასიფიცირებულია 26,000-ზე მეტი აქცია, რომელიც საფონდო ბირჟების ლისტინგში არსებული აქციების საბაზრო კაპიტალიზაციის 95%-ზე მეტს შეადგენს. GICS-ს იყენებენ პორტფელის მენეჯერები აქციების, მათი კონკურენტების იდენტიფიცირებისთვის და ანალიზისთვის. ის ასევე გამოიყენება საორიენტაციოდ MSCI ინდექსებისთვის.

GICS-ის კონკურენტი არის Industry Classification Benchmark (ICB) სისტემა, რომელიც Dow Jones-ისა და ლონდონის FTSE ჯგუფის მიერ არის შემუშავებული.

სინამდვილეში ICB და GICS სისტემები არც ისე განსხვავებულია

ICB-სა და GICS-ს შორის ყველაზე დიდი განსხვავება სამომხმარებლო ბიზნესის სექტორის კლასიფიკაციაა. ICB-ის შემთხვევაში, ამ მიმართულების კომპანიები კლასიფიცირებულია, როგორც საქონლის მიმწოდებლები და მომსახურების მიმწოდებლები. GICS-ის შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლასიფიკაცია ასეთია: დისკრეციული სამომხმარებლო საქონელი და ძირითადი სამომხმარებლო საქონელი.

ქვედა დონეზე, უფრო მეტი განსხვავებაა, მაგრამ მათი გავლენა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ICB-ში ქვანახშირის კომპანიები ძირითადი მასალების კატეგორიაში ხვდება, მაგრამ GICS-ის მიხედვით ეს კომპანიები ენერგეტიკის სექტორშია გაერთიანებული. პასუხი კითხვაზე, თუ რომელი სისტემაა უპირატესი, კონკრეტული ინვესტორის პრეფერენციებზეა დამოკიდებული. საბოლოოდ მომხმარებელს არჩევანი მაინც არ აქვს, რადგან ყველა ძირითად ინდექსში გაერთიანებული აქციები GICS-თან ან ICB-სთან არის დაკავშირებული.

არის თუ არა ეს კლასიფიკაცია მოძველებული?

ბოლო წლებში GICS-ისა და ICB-ის კლასიფიკაციების აქტუალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბევრი ამჟამინდელი ეკონომიკური კატეგორია და შეფასება წარმოადგენს პროდუქტს ინდუსტრიული ეპოქისა, როდესაც კომპანიები, რომლებიც იზრდებოდა და სამყაროს აყალიბებდა, წარმოადგენდა გიგანტებს უზარმაზარი ფიზიკური საწარმოებით და უამრავი მატერიალური პროდუქტით.

დღევანდელი გიგანტების შემთხვევაში აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის საზღვრები ხშირად იკვეთება. Apple აწარმოებს ტელეფონებსა და კომპიუტერებს, ასევე ყიდის გასართობ პროდუქტებს. Amazon ქმნის აპარატურას, გასართობ პროგრამებს, ყიდის ქლაუდ სერვისებს და მომხმარებლებს თითქმის ყველა სახის პროდუქტს სთავაზობს. General Electric ფლობს წილებს NBC-ში, Telemundo-სა და Universal Pictures-ში.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დროა, ბიზნეს მოდელებზე ორიენტირებულ სისტემაზე გადავიდეთ, რათა ის დღევანდელი კორპორატიული გიგანტების ფართო მასშტაბებს ასახავდეს. ახალი შეფასებები და სტანდარტები ინვესტორებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ახალი სტრატეგიული ლანდშაფტების მეტი გამჭრიახობით მართვაში დაეხმარება.

წინა

3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

შემდეგი

როგორ მუშაობს დივერსიფიკაციის სტრატეგია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ მუშაობს დივერსიფიკაციის სტრატეგია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

როგორ მუშაობს დივერსიფიკაციის სტრატეგია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved