• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “Stop-Loss” ბრძანება?

სექტემბერი 21, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს “Stop-Loss” ბრძანება?
გაზიარება

საბროკერო კომპანიებს ინვესტორებისთვის აქციების შესაძენად ან გაყიდვის მიზნით სხვადასხვა ინსტრუმენტები გააჩნია. ეს არის ბრძანებები, რომელთა უმეტესობა მიუთითებს ინვესტორის პრეფერენციაზე, შეიძინოს ან გაყიდოს აქციები სასურველ (ან უკეთეს) ფასად. ბრძანებების სხვადასხვა ტიპი ინვესტორებს საშუალებას აძლევს გარიგებებისას ზარალის რისკი შეამცირონ. „Stop-loss“ (ზარალის შეწყვეტის) ბრძანება ინვესტორს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, შეზღუდოს პოტენციური ზარალი აქციების გაყიდვისას ფასის ლიმიტის დაწესებით.

Stop-loss ბრძანების მაგალითი

ინვესტორები ხშირად იყენებენ stop-loss ორდერებს, რათა შეზღუდონ ზარალი. ვთქვათ, ინვესტორი ყიდულობს კომპანიის 100 აქციას ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელმაც პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ცოტა ხნის წინ განახორციელა. თითო აქციის ფასი $25-ს შეადგენს. ამ აქციების შესყიდვისას პოტენციური ზარალის შესაზღუდად, ინვესტორი შესყიდვის ფასზე 20%-ით ქვემოთ stop-loss ბრძანებას ადგენს, რაც თითო აქციაზე $20-ს შეადგენს.

ამ აქციების ფასის $20-მდე შემცირება ინვესტორის stop-loss ბრძანების ამოქმედებას გამოიწვევს. შესაბამისად, ამ დონეზე აქციების გაყიდვა შეწყდება.

Investor

Stop-loss ბრძანების უპირატესობები

ინვესტორები იყენებენ stop-loss-ის შეკვეთებს, როგორც დისციპლინირებული სტრატეგიის ნაწილს პოზიციების გასაყიდად იმ შემთხვევაში, თუ აქციების წარმადობა მოლოდინს ვერ გაამართლებს. Stop-loss ბრძანებები ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილებები გაყიდვის შესახებ, რაც მათ ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში ეხმარება.

Stop-loss ბრძანების სხვა უპირატესობები შემდეგია:

  • ბროკერები არ იღებენ საფასურს stop-loss ბრძანებების დაყენებისთვის (თუმცა ზოგიერთი მაინც გადაგახდევინებთ საკომისიოს რეალურ გარიგებებზე), რაც მათ, ინვესტიციებზე ზარალის შესაზღუდად, არსებითად უფასო სადაზღვევო პოლისად აქცევს.
  • Stop-loss ბრძანებების რუტინული გამოყენება ინვესტორებს ეხმარება, რომ წამგებიანი აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით უფრო დისციპლინირებულები გახდნენ.

 

Stop-loss ბრძანების ნაკლოვანებები

Stop-loss ბრძანებების გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია:

  • Stop-loss ორდერის დადგენა არ ზღუდავს ინვესტორის ზარალს შესყიდვის ფასსა და წინასწარ განსაზღვრულ გასაყიდ ფასს შორის სხვაობით. მაგალითად, თუ კომპანია ბაზრის დახურვის შემდეგ იმედის გამაცრუებელ კვარტალურ შედეგებს დააფიქსირებს, მაშინ მომდევნო სავაჭრო დღის დასაწყისში მისი აქციების ფასი შეიძლება ინვესტორის stop-loss ფასზე დაბალი იყოს.
  • Stop-loss შეკვეთების კიდევ ერთი პოტენციური პრობლემა არის ის, რომ მათ შეუძლია აქციების გაყიდვა გამოიწვიოს მაშინაც კი, თუ აქციების ფასი სამიზნე ნიშნულზე მხოლოდ ოდნავ დაბლა დაეცემა, სანამ სწრაფად აღდგება. თუ აქციის ფასი ცვალებადია ან ადგილი აქვს რაიმე სხვა მოვლენას, რომელიც სხვა ინვესტორების მიერ ხანმოკლე გაყიდვებს იწვევს, ამან შეიძლება stop-loss ბრძანება აამოქმედოს.
  • და ბოლოს, ბაზრის მკვეთრი ვარდნის დროს, გაწაფული ინვესტორები, როგორებიც არიან ჰეჯ-ფონდების ოპერატორები, ზოგჯერ ცდილობენ stop-loss ბრძანებების არსებობით ისარგებლონ. ტრეიდერები იკავებენ მოკლე პოზიციებს იმ აქციებზე, რომელთა ფასებიც უკვე მცირდება, რათა ფასები კიდევ უფრო დაეცეს და stop-loss ბრძანებების „წყალდიდობას“ ჰქონდეს ადგილი. ეს ინვესტორები შემდგომში იწყებენ იმავე აქციების ყიდვას, იმ მიზნით, რომ მოსალოდნელი აღდგენით ისარგებლონ.

 

რატომ იყენებენ ინვესტორები Stop-loss ბრძანებებს?

ინვესტორები stop-loss ბრძანებებს ძირითადად იმისთვის იყენებენ, რომ აქციების პოზიციებზე ზარალი შეზღუდონ და საინვესტიციო პორტფელის რისკები შეამცირონ. მიუხედავად იმისა, რომ stop-loss ბრძანებები შეიძლება სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისინი ყოველთვის ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი გვქონდა. სწორედ ამიტომ არის უმჯობესი გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირება – ხარისხიანი კომპანიების აქციების შეძენა და დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნება.

წინა

3 საიდუმლო, რომელიც პასიური შემოსავლის მომტანი აქციების შესახებ უნდა იცოდეთ

შემდეგი

რატომ დაეცა გუშინ Shopify-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ დაეცა გუშინ Shopify-ის აქციების ფასი?

რატომ დაეცა გუშინ Shopify-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved