• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს ლიკვიდობა?

ნოემბერი 18, 2024
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს ლიკვიდობა?
გაზიარება

ლიკვიდობა ნიშნავს იმას, თუ რამდენად შეგიძლიათ აქტივი ნაღდ ფულად, მის ღირებულებაზე გავლენის გარეშე, აქციოთ. აქტივები, რომლებიც მათი სრული ღირებულებით სწრაფად იყიდება, უაღრესად ლიკვიდურად ითვლება. აქტივებს, რომელთა გაყიდვას დიდი დრო სჭირდება ან მათი სწრაფად გაყიდვა მხოლოდ ფასდაკლებით შეიძლება, ნაკლებად ლიკვიდური ან არალიკვიდური ეწოდება.

სხვადასხვა ტიპის აქტივებს ხშირად ლიკვიდობის განსხვავებული დონე ახასიათებს. მაგალითად, ნაღდი ფული უფრო ლიკვიდურია, ვიდრე ფასიანი ქაღალდები (მაგალითად, აქციები), ხოლო ამ უკანასკნელს, მატერიალურ აქტივებთან შედარებით (მაგალითად, უძრავი ქონება) უფრო მეტი ლიკვიდობა ახასიათებს.

თუმცა, ლიკვიდობა, შეიძლება, იმავე ტიპის აქტივებს შორისაც განსხვავებული იყოს. განვიხილოთ საფონდო ბირჟა, სადაც, როგორც წესი, მსხვილი კაპიტალის მქონე აქციები ძალიან ლიკვიდურია მათი შემდეგი ფაქტორების მიხედვით:

  • მაღალი სავაჭრო მოცულობა
  • უფრო მჭიდრო bid სპრედები (მოთხოვნილ და გასაყიდ ფასებს შორის სხვაობა)
  • ვაჭრობის სწრაფი შესრულება

ამის საპირისპიროდ, პენი და არასაბირჟო (OTC – over the counter – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მთავარი ბირჟის ლისტინგში არ არის და საბროკერო-დილერების ქსელის მეშვეობით იყიდება) აქციები შედარებით არალიკვიდურია, რადგან მათით ნაკლებად ხშირად ვაჭრობენ და მათ უფრო ფართო bid სპრედი აქვს.

ლიკვიდობის 2 ტიპი

შეგვიძლია ლიკვიდობა 2 ძირითადად კონტექსტში განვიხილოთ: ბუღალტრული აღრიცხვა და საბაზრო ლიკვიდობა.

საბუღალტრო ლივკიდობა კომპანიის მოკლევადიანი ვალების ლიკვიდური აქტივებით გადახდის შესაძლებლობას ზომავს. მაგალითად, თუ კომპანიას დიდი ფულადი სახსრები ან საფონდო ინვესტიციები გააჩნია, უფრო ლიკვიდურია, ვიდრე უძრავი ქონების ფლობის შემთხვევაში იქნებოდა.

ამის საპირისპიროდ, საბაზრო ლიკვიდობა ზომავს, თუ რამდენად ადვილად იყიდება აქტივი ბაზარზე სტაბილურ, გამჭვირვალე ფასებში.

როგორ უნდა გავზომოთ ლიკვიდობა?

ლიკვიდობის შეფასება აქტივთა კლასების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, საბუღალტრო ლიკვიდობა შეგიძლიათ ისეთი მათემატიკური კოეფიციენტების გამოყენებით გაზომოთ, როგორებიც არის:

  • მიმდინარე კოეფიციენტი – მიუთითებს კომპანიის უნარზე, გადაიხადოს დავალიანება ერთი წლის განმავლობაში
  • სწრაფი ლიკვიდობის კოეფიციენტი – კომპანიის მიერ დავალიანების გადასახდელად ნაღდი ფულის, გაყიდვადი ფასიანი ქაღალდების და დებიტორული ანგარიშების გამოყენების უნარს ავლენს
  • ნაღდი ფულის კოეფიციენტი – გვიჩვენებს, თუ რა მოცულობის ფულად სახსრებს (და მის ეკვივალენტებს) ფლობს კომპანია ვალებთან შედარებით

მაგრამ ბაზრის ლიკვიდობის იმავე კოეფიციენტებით გაზომვა არ შეგიძლიათ. ამის ნაცვლად, მოცემული აქტივისთვის შესაბამისი მეტრიკა უნდა გაითვალისწინოთ.

მაგალითად, თუ აქციებითა და ობლიგაციებით ვაჭრობთ, ლიკვიდობის გასაზომად შეგიძლიათ bid-ask სპრედები და ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა გამოიყენოთ. ხოლო უძრავი ქონებისთვის, შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენად სწრაფად იყიდება ქონება კონკრეტულ ადგილას, ასევე, როგორ შეეფარდება გასაყიდი ფასი ზოგად საბაზრო ღირებულებას.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ზოგადად, ინვესტორები უფრო მეტად ბაზრის ლიკვიდობით ინტერესდებიან, რადგან აქტივებით სწრაფად ვაჭრობის შესაძლებლობა, შეიძლება, გადამწყვეტი იყოს. გარდა ამისა, როდესაც კონკრეტული მიზნებისთვის ფულს ზოგავთ, გონივრული იქნება იმის ცოდნა, თუ რამდენად სწრაფად გექნებათ თქვენი დანაზოგების ფულად ღირებულებაზე წვდომა მათი ღირებულების შემცირების გარეშე.

ამისა საპირისპიროდ, საბუღალტრო ლიკვიდობამ, შესაძლოა, კომპანიის მოქნილობის უკეთესი განცდა მოგცეთ. როგორც წესი, მაღალი ლიკვიდობა კომპანიის მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს, ხოლო დაბალი ლიკვიდობა შეიძლება გვიჩვენებდეს, რომ ეკონომიკური ვარდნის დროს კომპანია კრიზისს განიცდის. ლიკვიდობის კოეფიციენტები შეგიძლიათ კომპანიების შესადარებლად გამოიყენოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ერთსა და იმავე სექტორში მოღვაწე კომპანიები უნდა შეადაროთ, რადგან ინდუსტრიებს შორის საშუალო კოეფიციენტები განსხვავებულია.

თქვენი აქტივების ლიკვიდობის გააზრება რისკის მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ აქტივების ნაღდ ფულად გარდაქმნა სწრაფად შეგიძლიათ, მაშინ საგანგებო სიტუაციებისთვის კარგად ხართ პოზიციონირებული. მაგრამ თუ ძირითადად არალიკვიდურ აქტივებს ფლობთ, ბაზრის ვარდნის დროს თქვენთვის საჭირო კაპიტალის მიღება, შეიძლება, გაგიჭირდეთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ლიკვიდობა აღიქვათ, როგორც თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის კიდევ ერთი გზა. განსხვავებული ლიკვიდობის მქონე აქტივებში ინვესტირება დაგეხმარებათ, რომ გადაანაწილოთ რისკი, გაზარდოთ თქვენი მოგება და დროთა განმავლობაში სტაბილური საინვესტიციო პორტფელი შექმნათ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

რას ნიშნავს აქციის ბეტა?

შემდეგი

განსხვავებები ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს შორის

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
განსხვავებები ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს შორის

განსხვავებები ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს შორის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved