• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს 50/30/20-ის წესი?

აპრილი 5, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რას ნიშნავს 50/30/20-ის წესი?
გაზიარება

ინვესტიციის კონცეფციამ, შესაძლოა, გონებაში ჩამოგიყალიბოთ სურათი უოლ სტრიტზე მოღვაწე საქმიან სამოსში გამოწყობილი მამაკაცისა, რომელსაც მოულოდნელი ფინანსური უბედურების დასაფარად საკმარისი ფინანსური რესურსები გააჩნია. თუმცა, პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ინვესტირების დასაწყებად ექვსნიშნა ხელფასი არ გჭირდებათ.

იმან, თუ რამდენი (უფრო სწორად რამდენად ცოტა) ფული გაქვთ ინვესტირების დასაწყებად, არ უნდა შეგაჩეროთ. მაშინაც კი, თუ მხოლოდ ცოტაოდენი თავისუფალი ფულადი სახსრები გაგაჩნიათ, თქვენ მხოლოდ საინვესტიციო გეგმა და ამ საქმისადმი თავის მიძღვნა გჭირდებათ. ყოველივე ამის შემდეგ, სიმდიდრის დაგროვება მხოლოდ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ინვესტიციისთვის ფულის დაზოგვის დასაწყებად ერთ-ერთი უტყუარი გზა არის 50/30/20-ის წესის დაცვა. ამ სტატიაში გაიგებთ ყველაფერს, რაც ამ წესის შესახებ უნდა იცოდეთ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ინვესტირებისთვის.

 

რა არის 50/30/20-ის წესი?

50/30/20-ის წესი თქვენს შემოსავალს (გადასახადების გადახდის შემდეგ) სამ კატეგორიად ყოფს:

  • 50% აუცილებელი საჭიროებებისთვის (მაგ. სასურსათო პროდუქტები, ქირავნობის ან იპოთეკის გადახდა, მანქანის დაზღვევა, ჯანდაცვა, სტუდენტური სესხის გადახდა, კომუნალური მომსახურება და ა. შ.)
  • 30% თქვენი სურვილებისთვის (მაგ. ფინჯანი ყავა ყოველ დილით, Netflix-ის ანგარიში, Spotify Premium, განტვირთვა შაბათ-კვირას და ა. შ.)
  • 20% დანაზოგისა და ინვესტირებისთვის (ბანკის შემნახველი ანგარიში, IRA (ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში) შენატანები, ინვესტირება საფონდო ბირჟაზე და ა.შ.)

დასაწყებად, უნდა განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი, რომელიც გადასახადებისა და დაზღვევის საფასურის გადახდის შემდეგ რჩება. ზუსტი თანხის განსაზღვრის შემდეგ, შეგიძლიათ ის 50/30/20-ის წესის მიხედვით გაანაწილოთ.

 

როგორ შეძლებთ 50/30/20-ის წესის დაცვას?

თქვენი შემოსავლის 50%-ის აუცილებელი საჭიროებებისთვის, 20%-ის – სურვილებისთვის, ხოლო 20%-ის – დანაზოგებისა და ინვესტირებისთვის გადანაწილება, შეიძლება, შეუძლებელი ჩანდეს. მაგრამ, ისევ და ისევ, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება და ძველი სახიფათო გზების დარღვევა მთავარია.

 
  1. შეზღუდეთ თქვენი საჭიროებები

რა თქმა უნდა, თქვენ აუცილებლად უნდა გასწიოთ ხარჯებზე აუცილებელ საჭიროებებზე და ამას ვერ გაექცევით, მაგრამ არსებობს გზები, რომლითაც ზოგიერთი მათგანის შემცირებას შეძლებთ.

მაგალითად, სასურსათო პროდუქტებს ყოველ კვირა ყიდულობთ და სხვაგვარად შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ უფრო იაფი პროდუქტები შეარჩიოთ ან იმ მაღაზიაში წახვიდეთ, რომელშიც უფრო დაბალი ფასებია. შესაძლოა, დროა შეიძინოთ უფრო ხელმისაწვდომი დაზღვევის პაკეტი და კარგი იქნება თუ თქვენს საკრედიტო ბარათზე გადახდების ზედა ზღვარს დააწესებთ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: აუცილებელია ეს გადახდები მომდევნო თვესაც ასეთი მაღალი იყოს?

 
  1. პრიორიტეტულად დაახარისხეთ თქვენი სურვილები

რა თანხის დაზოგვას შეძლებდით, თუ ყავას, კაფეში ყიდვის ნაცვლად, ყოველ დილით სახლში მოამზადებდით? ანალოგიურად, სმარტფონის რამდენი ისეთი აპლიკაციისთვის იხდით გადასახადს, რომელსაც თითქმის არ იყენებთ? ნამდვილად გჭირდებათ ამ თვეში ახალი ფეხსაცმელი თუ მომავალ თვემდე მოცდა შეგიძლიათ?

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილები გვერდზე უნდა გადადოთ, უბრალოდ განსაზღვრეთ რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის, დაუსვით საკუთარ თავს კითხვები და გაიაზრეთ, რა არის ის რასაც ყიდულობთ, მაგრამ რეალურად არ გჭირდებათ.

 
  1. დარჩენილი თანხა დააბანდეთ

მას შემდეგ, რაც დაფარავთ ყველა საჭირო ხარჯს და სურვილებსაც დაიკმაყოფილებთ, შეგიძლიათ, დარჩენილი თანხით (რომელიც თქვენი შემოსავლის 20%-ს უნდა შეადგენდეს) ინვესტიცია ჩადოთ. შესაძლოა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ მცირე თანხა იყოს, მაგრამ არა უშავს. მცირედით დაწყება ბევრად უკეთესია ვიდრე ამ საქმის გადადება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ფასიან ქაღალდში, ფონდში თუ სხვა საინვესტიციო შესაძლებლობებში ფულის დაბანდებისთვის დაწესებულია თანხის მინიმალური ზღვარი (მინიმალური თანხა ან აქციების მინიმალური რაოდენობა), თქვენ მაინც გაქვთ შესაძლებლობა ინვესტირება მცირედი თანხით დაიწყოთ. დამწყები ინვესტორებისთვის, შეიძლება, რთული იყოს ამ მინიმალური ზღვრის წესის შესრულება, რადგან თუნდაც ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს მხოლოდ ერთ ფონდში ინვესტირებას. მაგრამ არსებობს რამდენიმე ვარიანტი დაბალი მინიმალური ზღვრით ან საერთოდ ზღვრის გარეშე, რაც ინვესტიციას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. მაგალითად, ზოგიერთი ურთიერთდახმარების ფონდი უფლებას მოგცემთ შესყიდვა სულ რაღაც $5-ით განახორციელოთ.

ყოველივე ამის შემდეგ, შეიძლება დაგჭირდეთ სარეზერვო ფონდის შექმნა. ეს იმისთვის, რომ თქვენს ინვესტიციებს ზრდის საშუალება მისცეთ და იმავდროულად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ხელმისაწვდომი ფულადი სახსრები გაგაჩნდეთ.

როგორც კი დანაზოგი გექნებათ, შეგიძლიათ გრძელვადიან ფინანსურ უსაფრთხოებაზე ფოკუსირდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიცია უფრო სარისკოა, ვიდრე დანაზოგი, პირველი მათგანის საშუალებით თქვენი ფულის გაზრდის უფრო მეტი პოტენციალი არსებობს.

 

50/30/20-ის წესის მაგალითი

დავუშვათ, გადასახადების გადახდის შემდეგ, თქვენი ყოველთვიური შემოსავალი არის 5,000 ლარი. 50/30/20-ის წესის თანახმად, თქვენი შემოსავალი ასე ნაწილდება:

  • 50% = ₾2,500 აუცილებელი საჭიროებებისთვის
  • 30% = ₾1,500 სურვილებისთვის
  • 20% = ₾1,000 დანაზოგებისა და ინვესტირებისთვის

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 50/30/20-ის წესს, შესაძლოა, სერიოზული კორექცია დასჭირდეს, რაც ხშირად მსხვერპლს ან კომპრომისს ნიშნავს. თქვენზეა დამოკიდებული გადადგამთ თუ არა ნაბიჯებს საჭიროებებისა და სურვილების შემცირების კუთხით.

საბოლოო ჯამში 50/30/20-ის წესი არის მხოლოდ კონცეფცია, რომელიც უნდა გვახსოვდეს, რათა საინვესტიციო გეგმის ერთგულნი დავრჩეთ. შესაძლოა თქვენთვის 70/20/10 უკეთ მუშაობდეს ან სრულიად სხვა პროპორციები აირჩიოთ. მთავარი აზრი ის არის, რომ შეადგინოთ გეგმა და მას მიჰყვეთ.

წინა

3 აქცია, რომელსაც აპრილში თქვენი შემოსავლების გაზრდა შეუძლია

შემდეგი

მოსალოდნელია ამ 3 აქციის მინიმუმ 44%-ით ზრდა – უოლ სტრიტის ანალიტიკოსები

მსგავსი სტატიები

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით
ინვესტიციის ანბანი

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

by Giorgi
სექტემბერი 29, 2022
უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?
ინვესტიციის ანბანი

უნდა ყიდულობდეთ თუ არა ახლა აქციებს?

by Giorgi
სექტემბერი 27, 2022
რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?
ინვესტიციის ანბანი

რას ნიშნავს “უფრო დიდი სულელის თეორია”?

by Giorgi
დეკემბერი 14, 2022
მეტი
შემდეგი
მოსალოდნელია ამ 3 აქციის მინიმუმ 44%-ით ზრდა – უოლ სტრიტის ანალიტიკოსები

მოსალოდნელია ამ 3 აქციის მინიმუმ 44%-ით ზრდა - უოლ სტრიტის ანალიტიკოსები

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved