• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ მივიღოთ უფრო სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებები?

აპრილი 7, 2022
in ინვესტიციის ანბანი
როგორ მივიღოთ უფრო სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებები?
გაზიარება

სტრატეგიული ინვესტირება ყოველთვის უფრო შორს მიგიყვანთ ვიდრე – ემოციური. მაგრამ თუ ინვესტირება განერვიულებთ, მარტო არ ხართ. ბაზრები განიცდის ზრდას, ვარდნას და არასტაბილურობას წარსულში სერიოზული შედეგები მოჰყვა. საკუთარ თავზე რისკის აღება, რაც ინვესტირების დროს გარდაუვალია, შეიძლება, საშიში იყოს. მაგრამ შიში არის ემოცია, ხოლო ემოციები არის ის, რაც თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე ცუდად იმოქმედებს.

Ally Invest-ის კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრულთა 61%-ის აზრით საფონდო ბირჟაზე ინვესტირება საშიშია. Investopedia-ს კიდევ ერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ შეძლებული მილენიალების (26-41 წლის ასაკი) ნახევარზე ნაკლები დარწმუნებულია ინვესტირებასა და საპენსიო დაგეგმვაში. მხოლოდ 37% გრძნობს, რომ ამის შესახებ ცოდნა გააჩნია.

აი როგორ უნდა იგრძნოთ თავი ინვესტირებით ნაკლებად შეშინებულად და იყოთ თქვენს გადაწყვეტილებებში ბევრად უფრო სტრატეგიულები.

 
  1. ორიენტირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე

ადვილია შეშფოთება მაშინ, როდესაც თქვენი აქტივები დარტყმას განიცდის. შეიძლება სულ უფრო მეტად გქონდეთ მიდრეკილება დაუყოვნებლივ დატოვოთ თქვენი პოზიციები მანამ, სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინვესტირება გრძელვადიანი თამაშია.

განიხილეთ თქვენი ფინანსური მომავალი. როგორია თქვენი საინვესტიციო ვადები? რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით უფრო მეტი დრო ექნება თქვენს ინვესტიციას გასაზრდელად და ბაზრის ვარდნებისგან თავის დასაღწევად.

რაც მაღლა ადის, დაბლა ჩამოვა და პირიქით. ინვესტიციების საშუალო წლიური ანაზღაურება არის 10%, ასე რომ, თუ თქვენს ინვესტიციებს დროს მისცემთ, სარგებლის მიღებას შეძლებთ.

 
  1. ინვესტიცია ჩადეთ სტრატეგიებში და არა აქციებში

შიშის მსგავსად, სიხარბე კიდევ ერთი ემოციაა, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ინვესტიციის გრძელვადიან ანაზღაურებაზე. ინვესტირებიდან ემოციის გამორიცხვის ერთ-ერთი გზა არის ინვესტირება სტრატეგიებში და არა აქციებში. როდესაც ირჩევთ აქციებს, დიდ დროს ხარჯავთ კომპანიის რეალურად შესწავლაში და მასში ინვესტირება თქვენთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ემოციური პროცესიც არის. მაგრამ როდესაც ინვესტიციას სტრატეგიაში დებთ, თქვენ დგამთ ნაბიჯებს ბაზრებზე და არა ცალკეულ აქციებზე დაყრდნობით.

ბევრად უფრო ადვილია წონასწორობის შენარჩუნება, როდესაც დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს ფლობთ. პორტფელის დივერსიფიკაცია გულისხმობს თქვენი ინვესტიციების სხვადასხვა ტიპის აქტივებზე ან ინდუსტრიებზე გადანაწილების პრაქტიკას, რათა ერთი ტიპის აქტივზე ან ცალკეულ ინდუსტრიაზე დამოკიდებულება თავიდან აირიდოთ. კვლევამ აჩვენა, რომ საშუალოდ, 25 ან მეტი წლის განმავლობაში, კარგად დივერსიფიცირებულ პორტფელს უფრო საიმედო შემოსავალი მოაქვს, ვიდრე – არადივერსიფიცირებულს.

 
  1. სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მისაღებად AI გამოიყენეთ

ფინანსები მრავალი ადამიანის ყოველდღიური სტრესის საფუძველია. მრავალი კვლევის მიხედვით, ფულის მართვამ, შეიძლება, ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს. ადამიანი ემოციური არსებაა და ჩვენი ემოციების საინვესტიციო პროცესისგან განცალკევება, შესაძლოა, ადვილად ჟღერდეს, მაგრამ, რეალურად, ამის გაკეთება საკმაოდ რთულია.

ამიტომაც არის AI-ს (ხელოვნური ინტელექტი) გამოყენებით ინვესტირება მნიშვნელოვანი. ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიები ინვესტორებს ბაზარზე უფრო გონივრული ნაბიჯების იდენტიფიცირებაში ეხმარება. ეს იმიტომ ხდება, რომ AI საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო დასაბუთებული, ინფორმირებული და ლოგიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ლოგიკაზე, რომელიც მომდინარეობს ღრმა შესწავლის ალგორითმებიდან, რომლებიც თქვენთვის ციფრებს ამუშავებს.

წინა

გაანადგურებს თუ არა Fed საფონდო ბირჟას?

შემდეგი

ყველა პანიკაში იყო, ჩინურმა “Quant” ფონდებმა კი აქციები დაბალ ფასად შეიძინა

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
ყველა პანიკაში იყო, ჩინურმა “Quant” ფონდებმა კი აქციები დაბალ ფასად შეიძინა

ყველა პანიკაში იყო, ჩინურმა "Quant" ფონდებმა კი აქციები დაბალ ფასად შეიძინა

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved