• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა 11 დეკემბერს საფონდო ბირჟაზე?

დეკემბერი 12, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა 11 დეკემბერს საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Super Micro Computer, Macy’s და Broadcom.

Super Micro Computer

გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, სერვერისა და მონაცემთა შენახვის გადაწყვეტის სპეციალისტის — Super Micro Computer-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა. თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 213%-ით არის გაუმჯობესებული.

Susquehanna-ს ანალიტიკოსმა — მეჰდი ჰოსეინმა Super Micro-ს აქციების ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $240-დან $160-მდე შეამცირა. ეს, პარასკევის დახურვის ფასთან შედარებით, 41%-იან შემცირებას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსს მოსწონს კომპანიის სტრატეგია, რომელიც მყიდველებს თავიანთი სერვერის კონფიგურაციების პერსონალურად მორგების საშუალებას აძლევს, მეჰდი თავისი ნაბიჯის მიზეზად კომპანიის მარჟაზე ზეწოლის ზრდას ასახელებს.

Super Micro Computer

თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ Super Micro კონკურენტებს ბაზრის წილს ართმევს. ამ ბანაკში ერთ-ერთი ადამიანი არის Northland Capital Markets-ის ანალიტიკოსი — ნეჰალ ჩოკში. იგი კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაციას და $395-ის ოდენობით სამიზნე ფასს უნარჩუნებს. ეს მაჩვენებელი პარასკევის დახურვის ფასთან შედარებით 45%-იან ზრდას გულისხმობს.

ნეჰალი ვარაუდობს, რომ Super Micro ბაზრის წილის მოპოვებას განაგრძობს. „ჩვენ ველით, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში Super Micro-ს ბაზრის წილი მარტში ამჟამინდელი 7%-დან გასაოცარ 17%-მდე გაიზრდება“ — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $262.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 8 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $364.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $450.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 39%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 8 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Macy’s

გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, უნივერსალური მაღაზიების ქსელის — Macy’s-ის აქციების ფასი 19%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის გაუმჯობესებული.

გუშინ ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც კომპანიამ ორი კერძო საინვესტიციო ფირმისგან შესყიდვის შეთავაზება მიიღო. უძრავი ქონების ინვესტორის — Arkhouse Management-ის და აქტივების მენეჯერის — Brigade Capital Management-ის წინადადება Macy’s-ს თითო აქციაზე $21-ად, ანუ მთლიანობაში $5.8 მილიარდად აფასებს. შედარებისთვის, გუშინდელ ზრდამდე, მაღაზიების ქსელის აქციების ფასი $17.40-ს შეადგენდა.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ინვესტორთა ჯგუფს მიაჩნია, რომ Macy’s არასაკმარისად არის შეფასებული და მას საინვესტიციო ბანკისგან აქვს მხარდაჭერა გარიგების შესასრულებლად საჭირო კაპიტალის მოზიდვაში.

Macy’s-ის საბჭო განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს შეთავაზებასთან დაკავშირებით, თუმცა არ არის ნათელი, თუ რამდენად არის მენეჯმენტი ამ წინადადებით დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ კვარტალური ანგარიში დაახლოებით 1 თვის წინ წარადგინა. ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Macy’s-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 7%-ით გაიზარდა და $4.86 შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.21-ს მიაღწია. ორივე მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, ასეთი იყო: შემოსავალი — $4.79 მილიარდი; კორექტირებული EPS — -$0.0005.

გარდა ამისა, GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $0.15 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების მოლოდინს $0.13-ით გადააჭარბა.

Macy’s

რომ Macy’s-ის მთლიანი მოგების მარჟა 160 საბაზისო პუნქტით (bps) — 40.3%-მდე გაიზარდა, საქონლის მთლიანმა მარჟამ კი 110 bps-ით მოიმატა Macy’s-ის ბრენდის ფასების მცირე კლებისა და ტვირთების გადაზიდვის ხარჯების შემცირების გამო.

გარდა ამისა, კომპანიამ გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები $48 მილიონით — $2 მილიარდამდე შეამცირა, რაც მიმდინარე ხარჯების დისციპლინაზე მიუთითებს.

ამასთან, Macy’s-მ მარაგები 6%-ით შეამცირა, აღმასრულებელმა დირექტორმა — ტონი სპრინგმა კი აღნიშნა, რომ კომპანია სადღესასწაულო პერიოდს მარაგების ჯანსაღი დონით იწყებს.

რაც შეეხება მომავალს, Macy’s-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები $22.9-$23.2 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $2.88-$3.13-ს. ეს დიაპაზონები აღემატება წინა პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $22.8-$23.2 მილიარდს და $2.70-$3.20-ს შეადგენდა.

Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $21.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.27-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.5%-იან შემცირებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგ, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Broadcom

გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, Broadcom-ის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 86%-ით არის გაუმჯობესებული.

Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელი.

Broadcom-მა კვარტალური ანგარიში გასულ კვირას წარადგინა. გუშინ კი საინვესტიციო ბანკმა Citigroup-მა წამოიწყო კომპანიის შეფასება — აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $1,100-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა. ანალიტიკოსმა — კრისტოფერ დანიელიმ ხაზი გაუსვა Broadcom-ის სიძლიერეს კომპანიის მთავარ ბიზნესში და VMware-ის შესყიდვის ახლახან დახურული გარიგების პოტენციურ პოზიტიურ ეფექტს.

გასულ კვირაში Broadcom-ის აქციების ფასი გაიზარდა, რადგან მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ფისკალურ 2024 წელს (2023-თან შედარებით) AI სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი გაორმაგდება და $8 მილიარდს  მიაღწევს. კრისტოფერ დანიელიმ თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ზრდა გადაჭრის გამოწვევებს ნახევარგამტარების უფრო ფართო ბიზნესში.

Broadcom

ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 29 ოქტომბერს დასრულდა, Broadcom-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4%-ით — $9.3 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ 6%-ით — $4.81 მილიარდამდე მოიმატა. ანუ კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $11.06 იყო. შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზები, შესაბამისად, ასეთი იყო: $9.41 მილიარდი და $10.98.

Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1.029.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,070.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $975.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

პარასკევს Paramount Global-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა

შემდეგი

გუშინ Cigna Group-ის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ Cigna Group-ის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა

გუშინ Cigna Group-ის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved