• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი ინდუსტრიები

რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?

იანვარი 15, 2024
in ინდუსტრიები
რას მოიცავს ძირითადი სამომხმარებლო სექტორი?
გაზიარება

ტერმინი „ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტები“ გულისხმობს იმ პირველად საქონელს, რომელსაც მომხმარებლები იყენებენ. ამ კატეგორიაში შედის ისეთი პროდუქცია, როგორიც არის საკვები და სასმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი და ჰიგიენური საშუალებები, ასევე ალკოჰოლი და თამბაქო. ეს არის პროდუქტები, რომელთა ბიუჯეტიდან ამოღებაც არ სურთ ან არ შეუძლიათ ადამიანებს მიუხედავად საკუთარი ფინანსური მდგომარეობისა.

ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტები ითვლება არაციკლურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის მოთხოვნადია, მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ეკონომიკა.

ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების საფუძვლები

აშშ-ში სამომხმარებლო ხარჯები მთლიანი ეროვნული პროდუქტის (GNP) თითქმის 70%-ს მოიცავს და ისინი ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. ეკონომიკურ ზრდას და კლებას, როგორც წესი, განაპირობებს სამომხმარებლო ხარჯები, რომლებიც ციკლურია.

თუმცა ძირითადი სამომხმარებლო სექტორის მიერ წარმოებულ და გაყიდულ საქონელზე დანახარჯები ნაკლებად ციკლურია შემცირებული ფასის ელასტიურობის გამო. ფასის ელასტიურობა არის ეკონომიკური კონცეფცია, რომელიც ფასების ცვლილებისას სამომხმარებლო მოთხოვნის ცვლილებას აღწერს. მოთხოვნა ძირითად საქონელზე სამომხმარებლო რჩება შედარებით მუდმივი, მიუხედავად ეკონომიკის მდგომარეობისა და პროდუქტის ღირებულებისა.

რისგან შედგება ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორი?

 S&P 500 ინდექსის ფარგლებში ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორი იყოფა ექვს ინდუსტრიად:

  • სასმელი
  • სურსათისა და ძირითადი პროდუქტების საცალო ვაჭრობა
  • საკვები პროდუქტები
  • საყოფაცხოვრებო პროდუქტები
  • პერსონალური პროდუქტები
  • თამბაქო.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სამომხმარებლო საქონლის შემცვლელი არ არსებობს, როდესაც საქმე ყველაზე იაფი პროდუქციის შეძენაზე მიდგება, მომხმარებელს უამრავი არჩევანი აქვს. საქონლის ფასების ზრდის პირობებში კი მიმწოდებლებს შორის კონკურენცია განსაკუთრებით მძაფრდება. კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებლებმა უნდა შეამცირონ ფასები ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებით ან ბაზარზე საკუთარი შეთავაზებები გახადონ გამორჩეული ინოვაციური პროდუქტების დანერგვით.

ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორის ფინანსური წარმადობა

S&P Dow Jones Indices-ის მონაცემების მიხედვით, 10-წლიანი პერიოდის (მთავრდება 2021 წლის 26 აპრილს) უმეტესი ნაწილის განმავლობაში ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორის ყოველწლიურმა ანაზღაურებამ 8.20% შეადგინა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-ის წარმადობა 11.86% იყო. თუმცა ეს ორი, როგორც წესი, ერთმანეთთან შესაბამისობაში მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორმა აჯობა S&P 500-ს ბოლო სამი რეცესიული პერიოდის განმავლობაში, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უარყოფითი ზრდის პერიოდებში. დაბალი ცვალებადობის გამო, ამ სექტორის კომპანიების აქციები თავდაცვით საინვესტიციო სტრატეგიებში მთავარ როლს ასრულებს.

ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების სექტორში ინვესტირება

მათ პროდუქციაზე მუდმივი მოთხოვნილების გამო, ამ სექტორის კომპანიები გამოიმუშავებენ თანმიმდევრულ შემოსავალს, თუნდაც რეცესიულ პერიოდებში. შედეგად, ძირითადი სამომხმარებლო სექტორის აქციების ფასები bear market-ის პერიოდში გაცილებით ნაკლებად მცირდება, ვიდრე, მაგალითად, ტექნოლოგიური აქციების ფასები. ზოგიერთ პროდუქტზე, როგორიცაა საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო, ეკონომიკური ვარდნის დროს მოთხოვნა ზოგჯერ იზრდება კიდეც.

ეს სექტორი ასევე ხშირად იზიდავს ინვესტორებს სტაბილური და მაღალი დივიდენდური შემოსავლების გამო. არაციკლურობიდან გამომდინარე, ძირითად სამომხმარებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებს შეუძლიათ, რეცესიულ პერიოდებში არა მხოლოდ გააგრძელონ დივიდენდების გადახდა, არამედ გაზარდონ კიდეც ეს მაჩვენებელი.

გარდა ამისა, ძირითადი სამომხმარებლო სექტორის აქციები მნიშვნელოვანია პორტფელის დივერსიფიკაციისთვის. ამ სექტორის კომპანიებში ინვესტირება შეიძლება ინვესტორებს ბალანსის დამყარებაში და ფინანსურად რთული პერიოდების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვაში დაეხმაროს.

ძირითადი სამომხმარებლო სექტორის აქციების უპირატესობები:

  • სტაბილური დივიდენდები
  • მცირე ცვალებადობა
  • დაბალი რისკი
  • უსაფრთხო თავშესაფარი რეცესიულ პერიოდებში

ნაკლოვანებები:

  • მცირე ზრდა
  • შეზღუდული მაქსიმალური ნიშნულები
  • ცუდი წარმადობა საპროცენტო განაკვეთების ზრდის პირობებში.

ძირითადი სამომხმარებლო სექტორის აქციებში ინვესტირება შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სტაბილურ ზრდაზე, სოლიდურ დივიდენდებზე და დაბალ ცვალებადობაზე.

ინდუსტრიის ლიდერები არიან: Procter & Gamble, B&G Foods, Kimberly-Clark და ა. შ. ინვესტორებს ასევე შეუძლიათ ფული დააბანდონ ამ სექტორში სპეციალიზებულ ურთიერთდახმარების ფონდებში ან ETF-ებში.

წინა

Amazon-მა ახალი ჩიპები დააანონსა და საკუთარი ჩეთბოტი — Amazon Q გამოუშვა

შემდეგი

რას ნიშნავს სინანულის თეორია?

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?
ინდუსტრიები

რას მოიცავს სამრეწველო საქონლის სექტორი?

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?
ინდუსტრიები

რას ნიშნავს მზარდი ინდუსტრია?

by Giorgi
დეკემბერი 25, 2024
რა არის ARPU?
ინდუსტრიები

რა არის ARPU?

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Apple ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 15, 2024
როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?
ინდუსტრიები

როგორ გამოიმუშავებს Netflix ფულს?

by Giorgi
ნოემბერი 13, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს სინანულის თეორია?

რას ნიშნავს სინანულის თეორია?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved