მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტის წარმატების მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის, მისი პორტფელის კონცენტრაცია და ძლიერი კომპანიების აქციების დიდი ხნის განმავლობაში ფლობის სურვილი, ლეგენდარული ინვესტორის დივიდენდური აქციებისადმი სიყვარული, შეიძლება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყოს. მომდევნო 12 თვის განმავლობაში Berkshire Hathaway $6 მილიარდზე მეტ დივიდენდურ შემოსავალს მიიღებს, მათ შორის პრივილეგირებული აქციების დივიდენდებს. ამ სტატიაში უორენ ბაფეტის 10 საუკეთესო დივიდენდურ აქციას განვიხილავთ.
- Chevron: $904,131,705-ის ტოლი პასიური შემოსავალი მომდევნო 12 თვის განმავლობაში
ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში პასიური შემოსავლის მთავარი ღერძი არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინტეგრირებული აქცია – Chevron. პირველ კვარტალში Berkshire-მა ენერგეტიკული გიგანტის თითქმის 121 მილიონი აქცია შეიძინა.
გარდა 3.4%-იანი დივიდენდური სარგებლისა, ბაფეტის მიერ კომპანიის ამდენი აქციის შეძენა მიანიშნებს მის რწმენაზე, რომ ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები უახლოეს მომავალში ამაღლებული დარჩება. ვინაიდან ენერგეტიკულ კომპანიებს პანდემიის ვარდნის დროს დიდი ინვესტიციების განხორციელება არ შეეძლოთ, შიდა წარმოების გაზრდა ნელი პროცესი იქნება. ეს Chevron-ის უფრო მაღალი მარჟის მქონე აქტივებს შეუწყობს ხელს.
- Occidental Petroleum: $874,444,444 (მოიცავს პრივილეგირებული აქციების დივიდენდებს)
საინტერესოა, რომ ბაფეტის ორი საუკეთესო დივიდენდური აქცია ნავთობის ინდუსტრიის კომპანიებისაა. Occidental Petroleum, სავარაუდოდ, მომავალ წელს Berkshire Hathaway-ის $874 მილიონზე მეტს გადასცემს.
ამ პასიური შემოსავლის დიდი ნაწილი ($800 მილიონი ყოველწლიურად) $10 მილიარდი დოლარის ღირებულების პრივილეგირებული აქციებიდან გამომდინარეობს. ეს $10 მილიარდი Occidental-ს 2019 წელს Anadarko-ს გამოსყიდვაში დასახმარებლად გადაეცა.
Chevron-ის მსგავსად, Occidental Petroleum-იც კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული იმისთვის, რომ ნავთობის გაზრდილი ფასებით ისარგებლოს.
- Bank Of America: $867,595,685
უორენ ბაფეტს ბანკის აქციები უყვარს, ამიტომ გასაგები არ არის, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო დივიდენდური აქცია არის სწორედ Bank of America (BofA). ბაფეტი BofA-ს ერთ მილიარდზე მეტ აქციას ფლობს და ამან მას თითქმის $868 მილიონის ტოლი წლიური შემოსავალი უნდა მოუტანოს.
ბაფეტს ბანკები მოსწონს, რადგან ისინი ციკლურია. მიუხედავად იმისა, რომ რეცესია გარდაუვალია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შედარებისთვის, ეკონომიკური ექსპანსიები ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება.
არცერთი დიდი ბანკი არ არის Bank of America-ზე უფრო მგრძნობიარე საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიმართ. BofA-ს თანახმად, საპროცენტო განაკვეთების მრუდში 100-პუნქტიანმა პარალელურმა ცვლილებამ 12 თვის განმავლობაში $5.4 მილიარდის მოცულობის დამატებითი წმინდა საპროცენტო შემოსავალი უნდა გამოიწვიოს.
- Apple: $838,439,808
Apple არის Berkshire Hathaway-ის უმსხვილესი ჰოლდინგი და კომპანიის ინვესტირებული აქტივების 38%-ზე მეტს იკავებს. დაახლოების 911 მილიონი აქციის ფლობის სანაცვლოდ, ბაფეტის კომპანია მომავალი წლის განმავლობაში $838 მილიონზე მეტი დივიდენდური შემოსავლის მიღებას მოელის.
Apple არის განსაკუთრებულ ლოიალურ მომხმარებელთა ბაზის მქონე ცნობილი ბრენდი, რომელიც მოგების რეკორდული მაჩვენებლების დასაფიქსირებლად თავის ინოვაციებს იყენებს. კომპანია აშშ-ის სმარტფონების წილის ნახევარს აკონტროლებს.
გარდა ამისა, Apple-მა 2013 წლიდან თითქმის $499 მილიარდის ღირებულების საკუთარი აქციები გამოისყიდა. ბაფეტი ყოველთვის იყო Apple-ის კაპიტალის დაბრუნების პროგრამის დიდი გულშემატკივარი.
- Coca-Cola: $704,000,000
Coca-Cola ლეგენდარული ინვესტორის ყველაზე ხანგრძლივი მოქმედი მფლობელობაა. კომპანია, რომელიც Berkshire Hathaway-ის პორტფელში 1988 წლიდან არის, საბაზისო წლიურ ანაზღაურებას ზედიზედ 60 წლის განმავლობაში ზრდის.
კოკა-კოლას წარმატების საიდუმლო კვლავ მისი გეოგრაფიული მრავალფეროვნება და მარკეტინგია. ჩრდილოეთ კორეის, კუბისა და რუსეთის (ეს უკანასკნელი უკრაინაში შეჭრის გამო) გარდა კომპანია ყველა ქვეყანაში ოპერირებს.
Apple-ის მსგავსად, Coca-Cola ასევე ძალიან ცნობილი ბრენდია. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის, რომლებსაც თაობათა ცვლის გადალახვა და მომხმარებელთან მტკიცე კავშირის დამყარება შეუძლია.
- Kraft Heinz: $521,015,709
შეფუთული საკვების კომპანია – Kraft Heinz არის Berkshire-ის პასიური შემოსავლის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავია 4.1%-იანი სარგებლით.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ კომპანიების უმეტესობაზე უარყოფითად იმოქმედა, Kraft Heinz-მა დადებითი სტიმული მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი სახლში ჭამას ანიჭებდა უპირატესობას, სწრაფად მოსამზადებელი კერძები და შეფუთული საკვები სუპერმარკეტებში პოპულარობით სარგებლობდა. კომპანიის პირველი კვარტლის შედეგების შემდეგ, უოლ სტრიტის პროგნოზი მოგებასთან დაკავშირებით გაიზარდა.
მეორეს მხრივ, Kraft Heinz-ის ბალანსი არასასიამოვნოა. კომპანიას დიდი მოცულობის დავალიანება აქვს. დიდი ფინანსური მოქნილობის გარეშე, რთულია ვინმე Kraft Heinz-ით აღფრთოვანდეს.
- American Express: $315,350,256
რომ არა კოკა-კოლა, American Express (AmEx) ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში არსებული აქცია იქნებოდა. Berkshire Hathaway 1993 წლიდან ამ კომპანიის აქციებს უწყვეტად ფლობს.
ფინანსური აქციების უმეტესობის მსგავსად, American Express ციკლურია, რაც მას ხანგრძლივი გაფართოებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, AmEx კეთილგანწყობილი კლიენტების მოზიდვაში მუდამ წარმატებული იყო. უფრო მაღალი შემოსავლის მქონე პირები ეკონომიკურ ვარდნას ნაკლებად ექვემდებარებიან და, შესაბამისად, ნაკლებად იცვლიან ხარჯვის ჩვევებს.
- U.S. Bancorp: $265,045,247
რეგიონალური ბანკი – U.S. Bancorp (USB) არის კიდევ ერთი ფავორიტი, რომელიც წლიურად დაახლოებით $265 მილიონის მოცულობის დივიდენდურ შემოსავალს მოიტანს.
U.S. Bancorp-ის ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტი მისი შედარებით კონსერვატიული მმართველი გუნდია. უფრო სარისკო დერივაციული ინვესტიციების დევნის ნაცვლად, ის საბანკო საქმეზეა ორიენტირებული: სესხები და დეპოზიტები. ამიტომაც U.S. Bancorp-ს აშშ-ის დიდ ბანკებს შორის აქტივებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს.
U.S. Bancorp-მა ციფრული ბანკინგის პოპულარიზაციისთვის შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. 2020 წლის დასაწყისიდან ონლაინ ან მობილური აპლიკაციის საშუალებით შესრულებული სესხების რაოდენობა 45%-დან 65%-მდე გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული ტრანზაქციები კომპანიისთვის მნიშვნელოვნად იაფია, ეს შესანიშნავი სიახლეა.
- Citigroup: $112,699,386
კიდევ ერთი ბანკი, რომელიც უორენ ბაფეტს პასიურ შემოსავალს მოუტანს, არის Citigroup. Berskhire-მა Citigroup-ის 55 მილიონზე მეტი აქცია შეიძინა, რამაც კომპანიას $112 მილიონზე მეტი წლიური დივიდენდური შემოსავალი უნდა მოუტანოს.
Citigroup, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად პოპულარული დიდი ამერიკული ბანკია. კომპანიის საერთაშორისო ექსპოზიციამ წარსულში მისი საოპერაციო საქმიანობა შეაფერხა. Citigroup აშშ-ის რეგულატორებისთვის ნამდვილი მაგნიტი იყო, რამაც შემაძრწუნებელი შეთანხმებების დადება გამოიწვია.
თუმცა, Citi, ასევე, მომგებიანი და წარმოუდგენლად იაფია. კომპანიამ ოპერაციებიდან $5.3 მილიარდის ტოლი შემოსავალი გამოიმუშავა (საშემოსავლო გადასახადის გადახდამდე) და მისი აქციები საბალანსო ღირებულების მხოლოდ 54%-ით არის შეფასებული.
- Bank Of New York Mellon: $101,111,735
და ბოლოს, უორენ ბაფეტის 10 საუკეთესო დივიდენდური აქციის ჩამონათვალი ამერიკის უმსხვილესი სამეურვეო ბანკით – Bank of New York Mellon-ით სრულდება.
შესაძლოა, Bank of NY Mellon-ისთვის ყველაზე დიდი კატალიზატორი ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მონეტარული პოლიტიკისკენ უხეში ცვლა იყოს. უფრო მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ბანკს წმინდა საპროცენტო შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალება უნდა მისცეს.
გარდა ამისა, ეს არის კომპანია, რომელიც საკმაოდ რეგულარულად მიმართავს აქციების გამოსყიდვის პროგრამას. მაგალითისთვის, 2021 წელს Bank of NY Mellon-მა $4.55 მილიარდის ღირებულების აქციები გამოისყიდა.