• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

თუ გამდიდრება გსურთ, ეს აქციები შეიძინეთ და 10 წელი დაელოდეთ

აპრილი 6, 2022
in სიახლეები
თუ გამდიდრება გსურთ, ეს აქციები შეიძინეთ და 10 წელი დაელოდეთ
გაზიარება

უძრავ ქონებაში ინვესტირება ადრე მდიდრების სფერო იყო. ისინი ერთადერთები იყვნენ კაპიტალით და წვდომა ჰქონდათ შემოსავლის მომტან კომერციულ უძრავ ქონებაში ინვესტირებაზე. თუმცა, ეს 1960 წელს შეიცვალა, როდესაც კონგრესმა უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT) შექმნა. ეს ორგანიზაციები ნებისმიერ ადამიანს კომერციულ უძრავ ქონებაში ინვესტირების უპირატესობებით სარგებლობის საშუალებას აძლევდა.

არსებობს უამრავი შესანიშნავი REIT, აქციონერებისთვის სიმდიდრის გამომუშავების მყარი ისტორიით. ამ სტატიაში განვიხილავთ სამ REIT-ს, რომელიც, სავარაუდოდ, აქციონერების გამდიდრებას შეძლებს: Stag Industrial, Medical Properties Trust და Mid-America Apartment Communities.

Investing

წინ გრძელი ზრდის გზაა

გასული 10 წლის განმავლობაში, Stag Industrial-მა 415%-ზე მეტი მთლიანი შემოსავალი გამოიმუშავა (წლიური – 17.8%), რაც ამ პერიოდის განმავლობაში S&P 500-ის 14.6%-იან მთლიან წლიურ შემოსავალს აჭარბებს. ეს REIT სამრეწველო უძრავი ქონების დივერსიფიცირებული პორტფელის შეძენით იზრდებოდა. თავისი საწყისი საჯარო შეთავაზებიდან (IPO), რომელიც 10 წელზე მეტი ხნის წინ იყო, მან დაახლოებით 450 საკუთრება შეიძინა და პორტფელი 544 შენობამდე გააფართოვა.

Stag Industrial-ს წინ ზრდის ჯერ კიდევ გრძელი გზა ელის. აშშ-ის სამრეწველო უძრავი ქონების ბაზარი ამჟამად დაახლოებით $1 ტრილიონს შეადგენს. ამ ბაზრის მხოლოდ 0.6%-იანი წილით Stag Industrial-ს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, გააგრძელოს შემოსავლის მომტანი სამრეწველო უძრავი ქონების შეძენა.

Stag ბოლო 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად $785 მილიონის ღირებულების ქონებას ყიდულობდა. ძლიერი ფინანსური პროფილის წყალობით, კომპანია ვარაუდობს, რომ ამ წელს შესყიდვების მოცულობა $1-დან $1.2 მილიარდამდე გაიზრდება. გაქირავების მზარდ ტარიფებთან ერთად, ეს ახალი დამატებები Stag Industrial-ს ნებას მისცემს მომდევნო წლებში აქციონერებისთვის ღირებულება გაზარდოს.

 

ჯანსაღი შესაძლებლობების ნაკრები

Medical Properties Trust-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში 340%-ზე მეტი მთლიანი შემოსავალი (წლიური – 16%) გამოიმუშავა. Stag Industrial-ის მსგავსად, ჯანდაცვის REIT შემოსავლის მომტანი საკუთრებების შეძენით სტაბილურად იზრდებოდა.

კომპანია საავადმყოფოების შესყიდვაში არის სპეციალიზებული. 2019 წლიდან Medical Properties Trust-მა $12.1 მილიარდის ღირებულების ჰოსპიტლები შეიძინა და ამ პროცესში აქციონერებისთვის $5.4 მილიარდის მოცულობის ღირებულება შექმნა. ამჟამად კომპანია მსოფლიოში სიდიდით მეორე საავადმყოფოების არასახელმწიფო მფლობელია, $20 მილიარდზე მეტი აქტივით.

ამ REIT-ს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს. საავადმყოფოების გარდა, Medical Properties Trust ქცევითი ჯანდაცვის ბაზარზე შევიდა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით აშშ-ის ბაზრის შესაძლებლობა $260 მილიარდს უტოლდება. მყარი ბალანსით, Medical Properties Trust-ს გააჩნია ფინანსური მოქნილობა, გააგრძელოს საავადმყოფოების პორტფელის გაფართოება და აქციონერებს მზარდი შემოსავალი მოუტანოს.

 

ფოკუსირებული იმაზე, თუ რა მიმართულებით მოძრაობს ხალხი

Mid-America Apartment Communities-მა ბოლო 10 წლის განმავლობაში 350%-ზე მეტი მთლიანი შემოსავალი (წლიურად – 16.2%) მოიტანა. კომპანიამ სარგებელი მიიღო მოსახლეობის ზრდით მზის სარტყლის რეგიონში (რეგიონი აშშ-ში, რომელიც გადაჭიმულია ქვეყნის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფლორიდიდან კალიფორნიამდე), სადაც ის საცხოვრებლების ფლობაზე არის ორიენტირებული. ამ ლოკაციაზე ფოკუსირებამ კომპანიას საშუალება მისცა ქირის მზარდი ტარიფებით ესარგებლა.

მზის სარტყლის რეგიონში მომავალ წლებში საცხოვრებლებზე მოთხოვნა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რადგან ამ ტერიტორიაზე, ამინდისა და დაბალი გადასახადების გამო, სულ უფრო მეტი ადამიანი და ბიზნესი მიგრირებს. ამ REIT-ს ამჟამად აქვს $700 მილიონზე მეტი ღირებულების აქტიური განვითარების პროექტები ან ახლახან დასრულებული ქონების ერთობა იჯარის ფაზაში, რამაც უახლოეს პერსპექტივაში ზრდა უნდა გამოიწვიოს. ზრდის ამ ფაქტორებმა Mid-America Apartment Communities-ს უნდა მისცეს საშუალება, მომავალი წლების განმავლობაში აქციონერებისთვის დიდი ღირებულება შექმნას.

 

კიდევ ერთი დიდებული ათწლეული

Stag Industrial-მა, Medical Properties Trust-მა და Mid-America Apartment Communities-მა გაამდიდრეს თავიანთი ინვესტორები ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძირითადად შემოსავლის მომტანი უძრავი ქონების შეძენით. მათი შესაძლებლობების ნაკრების გათვალისწინებით, სამივე კომპანიას წინ ზრდის დიდი პერსპექტივები აქვს. ნამდვილად ღირს მათში ინვესტირება და პოზიციების მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შენარჩუნება.

წინა

შეუძლია Amazon-ს 2032 წლისთვის მილიონერად გაქციოთ?

შემდეგი

როგორ გამოვიმუშაოთ პასიური შემოსავალი მეტავერსში?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ გამოვიმუშაოთ პასიური შემოსავალი მეტავერსში?

როგორ გამოვიმუშაოთ პასიური შემოსავალი მეტავერსში?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved