• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

“ცადე ინვესტიციები” — Spotlight 2022

ნოემბერი 30, 2022
in სიახლეები
“ცადე ინვესტიციები” — Spotlight 2022
გაზიარება

3-წლიანი პაუზის შემდეგ წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება დაბრუნდა. Spotlight 2022-ის მთელ არსს წარმოადგენდა „ცდა“ და 27 ნოემბერს ყველაფერი სწორედ ამ ერთი პატარა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიტყვის ირგვლივ ტრიალებდა. მთავარ დარბაზში სპიკერების გამოსვლების პარალელურად, სტუმრებს საშუალება მიეცათ გამოეკვლიათ ცდის ოთახები, რომელთაგან ერთ-ერთი Investhub-ს დაეთმო.

„ცადე ინვესტიციების“ სივრცეში გალტ & თაგარტის ასოცირებულმა ბროკერმა — ნიკა მაზანაშვილმა და საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერმა — ლევან თაღიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ინვესტირების შესახებ საბაზისო ინფორმაცია გააცნეს. Spotlight 2022-ზე „ცადე ინვესტიციების“ ორი სესია ჩატარდა, თითოეულის დაწყებამდე სტუმრები ავსებდნენ სარეგისტრაციო ფორმებს, რომლებსაც დოლურაში ყრიდნენ — მიზანი საინვესტიციო $100-ის მოგება იყო. თითოეულ სესიაზე პრიზი ორმა ადამიანმა მოიგო, ანუ სულ 4 გამარჯვებული გამოვლინდა.

„ცადე ინვესტიციების“ ოთახში სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ საინვესტიციო სამყაროს შესახებ წარმოდგენის შექმნაში დაეხმარება. სპიკერებმა ინვესტირების არსის, სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტის, აქციების ტიპების, პოპულარული ამერიკული ბირჟების შესახებ ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს გრძელვადიანი საინვესტიციო მიდგომისა და პორტფელის დივერსიფიკაციის უპირატესობებს. საფონდო ბირჟის ისტორიული მაგალითების საშუალებით, სპიკერები სტუმრებს საკითხის პრაქტიკულ ჭრილში დანახვაში დაეხმარნენ.

პრეზენტაციის დასასრულს ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად გამარტივდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ინვესტირება ინტერნეტის ეპოქაში. სტუმრებისთვის თვალსაჩინო გახდა, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და სასურველი კომპანიის აქციების შეძენა ღილაკზე თითის სულ რამდენიმე დაჭერით, მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი.

პრეზენტაციის მსვლელობისას გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ სპიკერებმა დოლურადან, შემთხვევითობის პრინციპით, გამარჯვებულების სარეგისტრაციო ფორმები ამოიღეს და მათ საინვესტიციო ჯილდოს მოგება მიულოცეს.

ემოციებით დატვირთული დღის შემდეგ გამარჯვებულებს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენად საინტერესო იყო მათთვის აქ მიღებული გამოცდილება, სად აპირებენ მოგებული თანხის დაბანდებას და აქამდე თუ მოუგიათ რამე. მათი პასუხები კი ასე ჟღერს:

თეო გოგობერიშვილი: „არასოდეს არაფერი მომიგია, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა. აქამდე ინვესტიცია არ ჩამიდია, საფონდო ბირჟის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი და ჩემთვის უცხო სფეროზე ზოგადი წარმოდგენა შემექმნა, მოგებულ თანხასაც სწორედ ამ მიმართულებით გამოვიყენებ.“

თეო გოგობერიშვილი

ლევან ლაბარტყავა: „ადრე შეიძლება პატარ-პატარა პრიზები მქონდეს მოგებული, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში მსგავსი არაფერი მახსენდება. როგორც წესი, არ ვიღებ მსგავს გათამაშებებში მონაწილეობას, რადგან არ მგონია, რომ რამეს მოვიგებ. საფონდო ბირჟის შესახებ ინფორმაცია წლებია მაქვს, მიყიდია აქციები, გამიყიდია, ბევრი ტრანზაქცია მაქვს განხორციელებული. ეს ლექცია კი საინტერესო იყო, მართალია ბევრი რამ ვიცოდი, რადგან საქართველოს ბანკის ამ ინსტრუმენტის შესახებ ინფორმაცია აქამდეც მქონდა მოსმენილი და ვიყენებ კიდეც მობილბანკში ინვესტიციების პლატფორმას, მაგრამ აქ ბევრი რამ გავიგე. მაგალითად, ჩემთვის უფრო ახალი თემა ინდექსები და ETF-ები იყო, რამაც ძალიან დამაინტერესა და მოგებული თანხის გამოყენებასაც სწორედ ამ მიმართულებით ვაპირებ.“

ლევან ლაბარტყავა (ფოტოს ავტორი — თაკო მეფარიშვილი)

ანკა უგულავა: „იღბლიანი ვარ, პრიზებს ხშირად ვიგებ. საფონდო ბირჟის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ „ყურმოკრული“ მქონდა, მაგრამ ინვესტიცია არასოდეს ჩამიდია. ლექცია საინტერესო და ინფორმაციული იყო, კომპანია ჯერ არ შემირჩევია, მაგრამ მოგებულ პრიზს სწორედ საქართველოს ბანკის ინვესტიციების პლატფორმის საშუალებით დავაბანდებ.“

ანკა უგულავა

ნინო ზატიკაშვილი: „კი მომიგია, პატარა ვიყავი კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი „გადაფხიკე და მოიგე” იყო. მე და მამაჩემმა საცდელად ერთი ბილეთი შევიძინეთ. არ დამავიწყდება იმედგაცრუების პირველი ემოცია, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ფურცელზე აღნიშნული „სარეცხი მანქანა” ვერ მოვიგეთ. მეორე დღეს ახლობელთან საუბრისას გაირკვა, რომ ინსტრუქცია არასწორად წაგვიკითხავს და საბოლოო ჯამში მომგებიანი ბილეთი სანაგვე ყუთში აღმოჩნდა. დღემდე მგონია, რომ სწორედ იმ სარეცხმა მანქანამ გაიყოლა გარკვეულწილად ჩემი კუთვნილი იღბალი, მაგრამ მგონი დავიბრუნე, არა?

ნინო ზატიკაშვილი

პირველად საფონდო ბირჟის შესახებ ფილმიდან გავიგე და, სიმართლე გითხრათ, დადებითი დამოკიდებულება არასდროს მქონია, თუმცა ასაკთან ერთად ყველაფერი უფრო აშკარა გახდა და საბოლოოდ იქამდე მივედი, რომ ეს სფერო საკმაოდ საინტერესო ყოფილა. კრიპტო სამყაროშიც კი შევდგი ფეხი და არც თუ ისე წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემი ინვესტიცია. რაღაც მხრივ, იმასაც ვფიქრობ, უფრო მეტი მოთმინება რომ გამომეჩინა, დიდი ალბათობით, განვითარებაც სხვანაირი იქნებოდა. ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში ინვესტირება მომავლისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც, რა თქმა უნდა, კონკრეტულ საკითხში გარკვევა და მიმართულების მიცემაა საჭირო. სწორედ ამ ლექციის დამსახურებით მივიღე რჩევები ინვესტირების შესახებ და მოგებული $100-ის დაბანდებასაც ამ მიმართულებით ვაპირებ.“

როგორც ჩანს, ცდა იღბლის მონახევრეა და გამართლებაც მასთან ერთად მოდის.

  ავტორი გიორგი ბელქანია
წინა

დადებითი და უარყოფითი ფაქტორები Fulgent Genetics-ის კვარტალური ანგარიშიდან

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved