წელი წარმატებული დასაწყისით ვერ მოიწონებს თავს, ომიკრონის შემთხვევების ზრდა, ობლიგაციების შემოსავლის პროცენტული ცვლილება და ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, სწორედ ეს მოიტანა აწ უკვე მიმდინარე წელმა.
ამ მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა მათ შორის გამოცდილ ინვესტორებშიც, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი თავიანთ პორტფელს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ. TipRanks, ფინანსური მონაცემების ვებსაიტი, უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის ინსტრუმენტების მთელ რიგს, რათა მათ მოახერხონ მოკლევადიანი ანალიზის მიღმა მიმოხილვა. აქციებთან ერთად გაგიზიარებთ ანალიტიკოსთა პოზიციებსა და შედეგიანობას, რომელიც TipRanks-იდან არის.
ქვევით გაეცნობით ხუთ აქციას ძლიერი გრძელვადიანი პოტენციალით, რომლებიც უოლ სტრიტის ანალიტიკოსებს მოსწონთ.
Intel
ელექტრონული კომერციის ბუმისა და მაღალტექნოლოგიური აპლიკაციების სწრაფი ზრდის შემდეგ სპეციალიზებულ ნახევარგამტარებზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩიპების წარმოებაში გამოყენებული ნაწილთა დიდი უმრავლესობა აღმოსავლეთ აზიის ქარხნებშია წარმოებული, თუმცა Intel (INTC) ცდილობს შეავსოს მოთხოვნისა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. აღმასრულებელი დირექტორის პეტ გელსინჯერის ხელმძღვანელობით, კომპანიამ გასცა დაპირება 25-დან 28 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის მიმართულებაც ახალი ქარხნები და რამდენიმე ახალი ინიციატივის მიმართულებით დახარჯული თანხა იქნება, ანალიტიკოსებს აღნიშნულიც გათვალისწინებული აქვთ.
ამ ანალიტიკოსთა შორის არის ივან ფეინსეთი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოტენციური ზრდის მიზეზებზე დაიწყო საუბარი. გარდა აგრესიული გაფართოებისა, Intel-მა გამოაცხადა, სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც მოიცავს მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემების შვილობილ კომპანიას და მასთან დაკავშირებულ გეგმებს, რომელიც, მისი აზრით, აღმავალ იმპულსს დააჩქარებს.
Tigress Financial Partners LLC-ის ინვესტიციების დირექტორმა აქციის ღირებულებაზე განაცხადა რომ მისი ზრდა 68 დოლარიდან 72 დოლარამდე მოხდება.
ანალიტიკოსის თქმით: „Mobileye-ს IPO დიდი ცვლილებების ფაქტორი გახდება, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით კაპიტალს მუდმივი ინვესტიციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების პარტნიორობას მიმდინარე AV ტექნოლოგიების განვითარებაში“. ის იმედოვნებს, რომ IPO მოხდება 2022 წლის ზაფხულში.
რაც შეეხება დამატებით ინიციატივებს, Intel მიზნად ისახავს ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მოწინავე ნახევარგამტარების შესაქმნელად. უფრო მეტიც, ახლახან გამოცხადებული Intel Foundry Services (IFS) უზრუნველყოფს ექსპერტიზას სხვა ფირმების წარმოების პროცესისათვის.
ინვესტიციების დირექტორმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, Intel დაიბრუნებს თავის ადრინდელ დომინანტურ პოზიციას მონაცემთა ცენტრისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ბაზრებზე.
აღნიშნული ანალიტიკოსი TipRanks-ზე 7000-ზე მეტი ანალიტიკოსიდან #50 ადგილზეა. მისი აქციების არჩევანი იყო სწორი 74% შემთხვევაში და უკუგებამ საშუალოდ 37.3% მოუტანა.
Coursera
ეს კიდევ ერთი ინდუსტრიაა, რომელიც გაძლიერდა პანდემიის პერიოდში, სახლში დარჩენის ტენდენციებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიამ ახალი დაჩქარება დაიყო. კოპანიის შეფასებამ მიაღწია მაღალ სიმაღლეებს. ეს კი მომხმარებელთა რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული. თუმცა ვაქცინის შექმნა/გავრცელებამ გაააქტიურა ფიზიკური აქტივობის მიმართლება. აღნიშნულ სექტორში ერთ–ერთი აქციაა Coursera (COUR), რომელსაც IPO 2021 წლის დასაწყისში ჰქონდა, ფასი მის შემდეგ 45% –ით არის შემცირებული. ანალიტიკოსები ხედავენ ფასის მისაწვდომლობის ღირებულ შესაძლებლობას.
რაიან მაკდონალდმა Coursera, ერთ–ერთ საუკეთესო არჩევანად დაასახელა ახალი წლისთვის და ასევე გამოაქვეყნა ზრდის ანგარიში აქციების შესახებ. ის ამტკიცებს, რომ მისი საკვანძო მიმართულებები კარგად არის გადანაწილებული მიმდინარე წლისათვის. (იხილეთ Coursera Insider Trading Activity TipRanks-ზე)
მაკდონალდმა აქცია საყიდელ აქციათა შორის ჩაწერა და 45 დოლარის პოტენციური ფასი ივარაუდა.
ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ კომპანიის გაზრდილი ბიუჯეტი ზრდის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. უფრო მეტიც, Coursera-მ დიდი ინვესტიცია განახორციელა თავისი პროდუქციის შეთავაზების მიმართულებაში. ფირმამ დაამატა ისეთი პროგრამები, როგორიცაა LevelSets, SkillSets და Academies, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მაკდონალდსის აღქმით უკეთ განაწყობს მომხმარებელს კომპანიისადმი.
გარდა ამისა, COUR ამატებს მეტ კონტენტს თავის ხარისხის გამცემ პლატფორმაზე..
თავად აქცია „მნიშვნელოვნად შეკუმშულია 2021 წლის მარტის IPO-ს შემდეგ“ და ანალიტიკოსი ხედავს აქციას როგორც მიმზიდველ შესვლის წერტილში არსებულ პოტენციურ აქტივს.
7000-ზე მეტი ანალიტიკოსიდან მაკდონალდი 439-ე ადგილზეა. მისი წარმატების მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს, ხოლო რეიტინგები საშუალოდ 30,6%-ს შეადგენს.
Apple
მსოფლიოს ყველაზე ღირებულმა კომპანიამ (საბაზრო კაპიტალის მიხედვით) გადააჭარბა კიდევ ერთ ეტაპს, 3 ტრილიონი დოლარის შეფასებას. თავისი ახალი პროდუქტის ციკლის შემდეგ, რომელსაც წამყვანად iPhone 13, უდგას. Apple (AAPL)-ზე არსებობს მასობრივი მოთხოვნა და დებს რეკორდულ შედეგებს გაყიდვების მიმართულებით. ეს ყველაფერი ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის ფონზე, რომელიც ძირითადად სმარტფონების მწარმოებლებს ეხება.
თავდაჯერებულ პოზიციას ადასტურებს დენ აივსი Wedbush Securities-დან, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩიპებისა და კომპონენტების დეფიციტის შემსუბუქებასთან ერთად 2022 წლის განმავლობაში, მიწოდების უფრო გამარტივებული ჯაჭვი Apple-ისთვის ახალი კატალიზატორი იქნება. გარდა ამისა, ის მოხიბლულია კომპანიის ახალი სერვისების მიმართლებითაც.
აივსმა აქცია შეაფასა საყიდელ აქციათა შორის და მიანიჭა პოტენციურ ფასი 200$.
ანალიტიკოსმა განმარტა, რომ მომხმარებელთა მოთხოვნა მიწოდებას 12 მილიონი ერთეულით უსწრებს და რომ Apple-მა უკვე გაყიდა 40 მილიონი ერთეული გასულ სადღესასწაულო სავაჭრო სეზონში.
რაც შეეხება მის სერვისების ბიზნესს, ანალიტიკოსი უყურებს მას როგორც მზარდ ბაზარს, რომლის ღირებულება დაახლოებით $1.5 ტრილიონია. დიდი შესაძლებლობები არსებობს მონეტიზაციისთვის და სავარაუდოა რომ 2024 წლისთვის 100 მილიარდ დოლარსაც მიწვდება.
თავისი iPhone-ისა და უფრო ტრადიციული პროდუქტის ციკლების მიღმა, Apple-მა უკვე გამოაცხადა შესაძლო საავტომობილო შეთავაზება, რომელიც გამიზნულია 2025 წლისთვის, რამაც შესაძლოა კომპანიას ახალი შესაძლებლობა გაუჩინოს. აივზმა ასევე დააზუსტა, რომ „ AR ყურსასმენი და Apple სათვალე, იქნება ახალი საფეხური, რომელიც მიებმება მეტავერსს და გარანტირებულ მზარდ შემოსავალს მოიტანს.“
ფინანსური მონაცემების აგრეგატორის მიხედვით აივსს 7000-ზე მეტი პროფესიონალი ანალიტიკოსიდან მე-60 ადგილი უკავია. მის გადაწყვეტილებათაგან 74% წარმატება ხვდა წილად და საშუალო შემოსავალი 51,8% იყო.
GoDaddy
ციფრულად გარდაქმნილ სამყაროში ყველას სჭირდება ვებგვერდი. თუმცა ამ მიმართლებით მომუშავე კომპანია GoDaddy (GDDY) შედარებით სტაგნირებულია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. Starboard Value-მ შეიძინა 6.5% და აღნიშნა, რომ აქციები იყო დისკონტირებული და “წარმოადგენდა მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობას”.
ამ საკითხზე თავისი ჰიპოთეზა გაამჟღავნა ბრენტ თილმა ჯეფრისიდან, რომელმაც გაიზიარა აღმავლობის პოტენციალი და დაწერა, რომ GoDaddy წარმოადგენს „ბაზრის დაწინაურებულ მოთამაშეს ვებსაიტების შემქმნელებს შორის“.
თილმა შეაფასა აქცია შესაძენად და მიანიჭა ფასი 110$.
უფრო მეტიც, GoDaddy-ის ინვესტიციები ინოვაციებში რომელიც 2021 წლის განმავლობაში განხორციელდა, მოსალოდნელია რომ შედეგეს 2022 წლის წინსვლაზე იმოქმედებს.
შედარებით ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ორი წლის განმავლობაში ფოკუსირება მოახდინა კომპანიაზე პროდუქტის ინოვაციების წამოწყებაზე, განსაკუთრებით ჰოსტინგისა და ყოფნის, გადახდისა და „ყოვლისმომცველი კომერციის გადაწყვეტილებებში“.
ტილი შეფასებულია, როგორც #314, 7000-ზე მეტი ექსპერტი ანალიტიკოსიდან. ის წარმატებული იყო შემთხვევების 60%-ში და საშუალო შემოსავალი 28.2% იყო.
Netflix
ბოლო ორი თვე საკმაოდ სუსტი იყო სტრიმინგის სერვისისა და წარმოებისათვის, რადგან ინვესტორები უკმაყოფილოები არიან საერთაშორისო მომგებიანობის გამო. თუმცა, ანალიტიკოსთა უმეტესობა კმაყოფილი დარჩა და იმედიანად უყურებენ.
მათგან ერთ-ერთია სკოტ დევიტი, რომელმაც დაწერა, რომ მიუხედავად ინვესტორების წუხილისა, კომპანიამ კარგი შედეგიანობა აჩვენა და ზრდის პოტენციალს აჩენს. (იხილეთ Netflix Hedge Fund Trading Activity TipRanks-ზე)
დევიტმა შეაფასა აქცია საყიდლად და პოტენციურ ფასად 660$ დაასახელა.
ანალიტიკოსმა დააზუსტა, რომ კომპანიის ტრადიციული ბიზნესის კონტენტის სტრიმინგის მიღმა, Netflix-ი ინოვაციებს ახორციელებს ვიდეო თამაშებისა და ვიზუალური ეფექტების მიმართულებით. კომპანია იმედოვნებს, რომ დივერსიფიკაცია უზრუნველყოფს შემოსავლების ნაკადებს.
იმავდროულად, ის ინარჩუნებს გრძელვადიან პერსპექტივას NFLX-ზე. დევიტის გამოთვლებიდან გამომდინარე, ფირმა 2025 წლისთვის 50%-ით, ხოლო 2030 წლისთვის 100%-ით გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას.
დევიტი ამჟამად ინარჩუნებს #177 რეიტინგს 7000-ზე მეტი ანალიტიკოსიდან, რომლებიც იბრძვიან საუკეთესო ადგილებისთვის. მისმა გარიგებებმა წარმატებას მიაღწია შემთხვევების 62%-ში და საშუალოდ 35,3% მოგება მოიტანა.