არის პერიოდები როდესაც ინვესტორებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ასეთი პერიოდი არის კორონავირუსის პერიოდიც, თუმცა ინვესტორთა გასახარად S&P 500-მ შეარყია კოროვირუსული პანდემიის ეფექტი და 26 % ნაზრდი გვაჩვენა 2021 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით. იქნება თუ არა მსგავსი ეფექტი 2022 წელსაც ეს საეჭვოა. ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ 2022 წელი უფრო „საფონდო ამომრჩევლის ბაზარი“ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო მაჩვენებლები შეიძლება იყოს არცთუ საიმედო, მაგრამ მაინც იქნება შესაძლებლობების ნაპერწკლები. ქვევით მოყვანილია 10 პოტენციურად საინტერესო კომპანიის აქციები, გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას, რათა ნახოთ, შეესაბამება თუ არა რომელიმე თქვენს საინვესტიციო მიზნებსა და რისკის ტოლერანტობას.
აქ მოცემულია აქციების ფართო სპექტრი, რომლებზეც შესაძლოა 2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდეს, აღნიშნული დასკვნა კი გამოტანილია სხვადასხვა ფაქტორების საფუძველზე, დაწყებული შეფასებიდან დასრულებული გაყიდვების მოლოდინებითა და მისი შესაძლო შედეგით.
Tesla (TSLA) Tesla აგრძელებს მოლოდინების გადაჭარბებას 2020 წელს მისი მატება 700%-იანი იყო, 2021 წელს (16 დეკემბრის მდგომარებით) YTD 31%-იანი. 2022 წელსაც მნიშვნელოვანი მოგებაა ნავარაუდები, მიზეზი კი რამოდენიმეა. წლების განმავლობაში ფულის დაკარგვის შემდეგ ის მოგების ძრავად ჩამოყალიბდა, ანალიტიკოსები ელიან რომ 2022 წელს თითო აქციაზე გამომუშავება 8.17 აშშ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა კომპანია 2022 წელს გახსნის ორ ახალ გიგაქარხანას, ტეხასსა და გერმანიაში, ამან კი მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს წარმოების მოცულობა, მისი კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება, კომპანია კი ერთი შეხედვით შეუჩერებელ გზაზეა.
Atlassian (TEAM) Atlassian არის ავსტრალიაში ბაზირებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ქმნის ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Jira, Confluence, Bitbucket, Trello და OpsGenie. კომპანიის პროდუქტები ძირითადად განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის და IT განყოფილებებისთვის, მაგრამ ის ასევე ეხმარება მცირე ბიზნესებს კოლაბორაციასა და ეფექტურობის ზრდაში. Atlassian-ის ზრდის ბუმი კოროვირუსული პანდემიის მწვერვალზე დაიწყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ის დარჩება იგივე ტრენდის მატარებლად, რადგან კიდევ უფრო მეტი კომპანია ხვდება თუ რამდენად პროდუქტიულს ხდის Atalassian-ის პროგრამული უზრუნველყოფა მათ. ის ეფექტურია კორპორატიული გუნდების მუშაობისას, როგორც დისტანციურ ასევე ოფისში მუშაობის პირობებში. ანალიტიკოსების შეფასებით მისი შესყიდვა მნიშვნელოვანია რადგან 12 თვიანი საშუალო ფასი $500-თან ახლოს უნდა იყოს, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება მიმდინარე დონეს (16 დეკემბრის მდგომარეობით).
Disney (DIS) Disney უოლ სტრიტის მნიშვნელოვანი აქციაა, თუმცა 2021 წელს ინვესტორთათვის ერთ-ერთ იმედის გამცრუებელ აქციად იქცა, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დისნეის აქციები შემცირდა დაახლოებით 17% YTD. მსგავსი ნეგატიური შედეგი არაა დამახასიათებელი დისნეისათვის, რომელიც ზოგადად მდგრად და საიმედო გრძელვადიან უკუგებას გვაჩვენებს. 2020 წლის მარტის შოკური ეფექტისა და მკვეთრად დაცემის შემდეგ, დისნეიმ მაქსიმალური ფასი 203.02 აშშ დოლარი დააფიქსირა ეს 2021 წლის მარტში მოხდა, მის შემდეგ კი კვლავ მკვეთრი ვარდნა, 16 დეკემბერს ფასმა 146.78 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა გამოცოცხლების მრავალი ნიშანი არსებობს 2022 წლის წარმატებული ზრდისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კოროვირუსული პანდემიის გავლენა შემცირდება. კომპანიის მთავარი ბიზნეს მიმართულებებია – ფილმოგრაფია, საკრუიზო გემები და თემატური პარკები – სავარაუდოა რომ ვირუსის შემცირების შემთხვევაში ყველა ზემოთ აღნიშნული დაუბრუნდება თავის ნორმალურ გეგმებს. Disney-ის ასევე აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა და უნდა გააგრძელოს ზრდა მის სტრიმინგ სერვისში Disney+.
Norwegian Cruise Line (NCLH) თუ აზარტული ინვესტორი ხართ, ნორვეგიის საკრუიზო ხაზი შესაძლოა 2022 წლისათვის საინტერესო ინვესტიციად გეჩვენოთ. აღნიშნული მიმართულების აქციები 2020 წელს მნიშვნელოვნად დაეცა – ნავარაუდები იყო აღნიშნული ბიზნეს მიმართულების საერთოდ გაჩერება, რადგან პანდემია გაჩერების ნაცვლად მწვერვალს აღწევდა, თუმცა ისინი კვლავაც ფუნქციონირებენ, გარდა ამისა დღესაც არიან ექსპერტები რომლებიც ვარაუდობენ რომ აღნიშნული ბიზნესი აღარასოდეს იქნება ისეთ წერტილში როგორშიც იგი წარსულში იყო. თუმცა თუ ფიქრობთ რომ პანდემიის დასასრულამდე უფრო ცოტაა დარჩენილი ვიდრე მისი დაწყებიდან დღემდე, მიუხედავად ბევრი ფინანსური არეულობისა მეტად სავარაუდოა რომ აღნიშნული მიმართულების არც თუ დაბალი ფასები და მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი აღმდგენი და ითამაშოს ე.წ. ზამბარის ეფექტის როლი. დღეს ნორვეგიის საკრუიზო ხაზი ვაჭრობს 70%-ით დაბალ ფასად მისი ყველა დროის მაქსიმუმისაგან, რაც 63,76 აშშ დოლარს შეადგენდა, აღნიშნული მაჩვენებელი კი 2015 წელს დაფიქსირდა.
PayPal (PYPL) PayPal-მა თითქმის ერთპიროვნულად შეცვალა გადახდების დამუშავების მიმართულება, მაგრამ მას არცთუ წარმატებული 2021 წელი ჰქონდა. 16 დეკემბრის მდგომარეობით, აქციები შემცირდა დაახლოებით 19%-ით YTD. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ზრდა ოდნავ შენელდა, ის მაინც გამოიმუშავეს მნიშვნელოვან მოგებას, დღეს მისი აქციები ყველა დროის მაქსიმუმისაგან 40%-ით დაბალ ფასად ივაჭრება, თუმცა ეკონომიკის სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ სავარაუდოა რომ გაიზრდება ფინანსური ტრანზაქციების რაოდენობა, რაც სამომავლოდ კომპანიისა და მისი ღირებულებისათვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება.
DocuSign (DOCU) DocuSign ფასი უმაღლეს მწვერვალამდე გაიზარდა პანდემიის პირველი დღეების განმავლობაში, მიზეზი კი მოლოდინები იყო, რომლის მიხედვითაც თითქოს მთელი სამყარო დისტანციურ მოდელზე გადაწყობისათვის იყო განწირული. როდესაც დაიწყო გახხსნების პერიოდი და ბიზნესები ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, კომპანიის მიერ ნდობამ და მოლოდინებმა კლება დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ კომპანიამ 2021 წლის მესამე კვარტლის შედეგები მოსალოდნელზე უკეთეს საფეხურზე დააფიქსირა, შემცირდა მოლოდინება მეოთხე კვარტლის შედეგებზე, რამაც 3 დეკემბერს აქციების ფასი 1 დღეში 40%-ით შეამცირა. 2021 წლის ბოლო კომპანიას საგადასახადო ზარალის გამო მნიშვნელოვანი დარტყმის გაძლება მოუწევს, თუმცა ამის გათვალისწინებითაც კი 2022 წლისთვის შესაძლებელია მისი დიდი აღდგენის მოწმენი გავხდეთ.
JPMorgan Chase (JPM) JPMorgan Chase სავარაუდოა რომ დადებითად გააგრძელებს პოზიციონირებას 2022 წლისათვის, ბანკების შედეგიანობა ტრადიციულად უკეთესია მაშინ, როდესაც გრძელვადიანი განაკვეთები მზარდია, რადგან მათ შეუძლიათ სესხის გაცემა უფრო მაღალი განაკვეთებით, ხოლო სადეპოზიტო საშუალებით კი უფრო დაბალ ფასიანი რესურსის მოძიება. JPMorgan Chase შედარებით იაფად რჩება, დაახლოებით 10-ჯერ მეტი მოგებით და ასევე დივიდენდის სახით იხდის 2.49%-იან დივიდენდს (16 დეკემბრის მდგომარეობით). აქციების ზრდა კი 27% YTD რომლისგანაც ზრდის დიდი წილი იანვარში დაფიქსირდა და მას შემდეგ აქცია მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებს, სავარაუდოა რომ აღნიშნული სტაბილურობა შემდეგ დიდ ზრდას მოასწავებდეს.
Ford Motor (F) Ford Motor–ს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არასახარბიელო შედეგიანობა ჰქონდა, 2001 წელს აქციის ფასი 27 აშშ დოლართან ახლოს მერყეობდა, 2007 წელს კი ფასი 8 აშშ დოლართან ახლოს მერყეობდა, 2020 წლის 1 მაისს ფასი 4.92 აშშ დოლარი იყო, ამის შემდეგ დაიწყო დიდი აღდგენა და დღემდე გრძელდება, დღეს ფასი 19.38 აშშ დოლარს შეადგენს, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი ფასის ზრდამ 138% შეადგინა. კომპანიას აქვს ახალი სიცოცხლე, რომელიც დაფუძნებულია თვითმართვად და ელექტრო ავტომობილებზე. კომპანიის ახალი F-150 Lightning არის “ახალი ფორდი”-ის სიმბოლო, რომელზეც უკვე ფიქსირდება თითქმის 200,000 ჯავშანი. შემდეგი განაწილებით 15,000, 55,000 და 80,000 სატვირთო მანქანის რაოდენობა შემდეგი წლებისათვის 2022, 2023 და 2024. კომპანია იხდის დივიდენდს 2%-ით და კვლავ ვაჭრობს 52%-ით დაბალ ფასად მისი ყველა დროის მაქსიმუმისგან (42,45 აშშ დოლარი), რომელიც 1999 წელს იყო დაფიქსირებული, ეს კი მისი ზრდის პოტენციალს აჩენს.
Adobe (ADBE) Adobe Inc. არის კიდევ ერთი მაღალი მერყეობის აქცია, რომელზეც 3 დეკემბერის ვაჭრობამ და თანაგრძნობამ DocuSign-ისადმი 8%-იანი კლება დააფიქსირა. ინვესტორებმა განავრცეს DocuSign-ის უარყოფითი შედეგიანობა Adobe-ზეც, მათი აზრით პანდემიის ბუმი დასასრულს უახლოვდება და Adobe ზემოთ ხსენებული კომპანიის მსგავსად ასევე ფინანსურად დაზარალდება. მაგრამ Adobe წლების განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობს პროდუქტთა განვითარებასა და სერვისთა დახვეწაზე, რაც ქმნის უწყვეტი შემოსავლის ნაკადს მეტად სავარაუდოა, რომ აღნიშნული სურათი როგორც ღრუბლოვან ასევე სააბონენტო ბიზნესების შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება. დეკემბრის წარუმატებლობის შემდეგაც კი, Adobe გვაჩვენებს 13%-იან ზრდას YTD (16 დეკემბრის მდგომარეობით).
Pfizer (PFE) Pfizer ყოველთვის იყო მაღალი სტაბილურობის მქონე აქცია, ნაკლებად რისკიანი ინვესტორებისათვის კი კარგი საინვესტიო შესაძლებლობა. მაგრამ Pfizer გაცილებით მეტია, ვიდრე უსაფრთხო აქცია, მას ზრდის შესანიშნავი პოტენციალიც აქვს. კორონავირუსის ახალი ვარიანტების, ომიკრონისა და დელტას გავრცელების გამო კომპანია რჩება აქტიურ მწარმოებლად, რომელიც ანვითარებს ახალ ვაქცინებს, როგორც ჩანს COVID-19 ვაქცინას უფრო მეტი ვერსია ექნება ვიდრე ნავარაუდები იყო. კომპანია ელოდება, რომ 2021 და 2022 წლებში ვაქცინიდან შემოსავალი $65 მილიარდს მიაღწევს. ვაქცინის წარმოების გარდა, Pfizer-ს ჯერ კიდევ აქვს ალტერნატიული შემოსავლის გენერირების არხი, საკმაოდ თავისუფალი ფულადი ნაკადი და 2.6% შემოსავალი დივიდენდიდან 16 დეკემბრის მდგომარეობით.
ps. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი.