ამჟამად დაახლოებით 65 დივიდენდ მეფე არსებობს. ამ ჯგუფში ვერ შეხვდებით მაღალტექნოლოგიურ აქციების, რადგან ისინი დივიდენდების გადახდისკენ მიდრეკილი არ არის და მითუმეტეს ამ ტემპით.
დღეს შევეხებით სამ დივიდენდ მეფეს: Hormel Foods, California Water Service Group და Federal Realty Trust. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანის ამჟამინდელი დივიდენდური შემოსავალი არ გაგაოცებთ, ეს არის დივიდენდების გადამხდელი შემოსავლიანი აქციები, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებლის მოტანის უნარი შესწევს. შეამოწმეთ მათი 20-წლიანი ჩანაწერები ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე და შემდეგ, თითოეული აქციის შესახებ გაიგეთ მეტი.
- Hormel Foods
Hormel 1891 წლიდან არსებობს და ჯერ კიდევ ოსტინში, მინესოტაშია დაფუძნებული, მაგრამ მისი პროდუქციის ხაზი ფართოა. ხორცპროდუქტებთან ერთად, კომპანია არაქისის პროდუქტების ბრენდებს (Planters და Skippy) ფლობს და საკვები პროდუქტების მრავალ სახეობას აწარმოებს.
Hormel დივიდენდებს 56 წლის განმავლობაში ზრდის, კვარტალური ანაზღაურება $0.26-ს შეადგენს, სარგებელი დაახლოებით 2.13%-ს, ხოლო აქციის ფასი – $49-ს. გარდა ამისა, კომპანია, ბოლო 5 კვარტლის განმავლობაში, რეკორდულ გაყიდვებს აწარმოებს, რამაც გამოიწვია ის, რომ მოგება ერთ აქციაზე (EPS – earnings per share) ერთი წლის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა.
კომპანია მოელის, რომ 2022 წლისთვის EPS $1.87-დან $2.03-მდე გაიზრდება, რაც მკვეთრად აღემატება 2021 ფისკალურ წელს დაფიქსირებულ EPS-ს – $1.66. ეს და პროგნოზირებული წმინდა გაყიდვები – $11.7-დან $12.5 მილიარდამდე წლის ბოლომდე აქცევს Hormel-ს კარგ საინვესტიციო შესაძლებლობად დივიდენდური აქციებით დაინტერესებულებისთვის.
- California Water Service Group
California Water Service Group (Cal Water) ხუთი შვილობილი კომპანიის მეშვეობით კალიფორნიაში, ჰავაიში, ნიუ მეხიკოში, ვაშინგტონის შტატსა და ტეხასში 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის წლისა და ჩამდინარე წყლების მომსახურებას უზრუნველყოფს.
Cal Waters უკვე ზედიზედ 56 წელია, რაც დივიდენდებს ზრდის, მათ შორის, ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. ახალ კვარტალური ანაზღაურება $0.25-ს შეადგენს, აქციის ფასი – $54-ს, ხოლო სარგებელი – დაახლოებით 1.9%-ს.
მომავლის თვალსაზრისით, Cal Water მოელის, რომ შესყიდვების გზით ზრდას განაგრძობს. კომპანია ყურადღებას ამახვილებს გვალვის პირობებზე და მარეგულირებელ ცვლილებებზე, იმავდროულად, უზრუნველყოფს დივიდენდების გადახდას, რამაც, შესაძლოა, ინვესტორებს, გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებელი მოუტანოს.
- Federal Realty Trust
Federal Realty Trust დივიდენდ მეფეებს შორის ერთადერთი უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტია (REIT – real estate investment trust) და მან ამ ინდუსტრიაში დივიდენდების გაზრდის რეკორდულად ხანგრძლივი პერიოდი დააფიქსირა – 54 წელი.
Federal Realty Trust 1962 წლიდან არსებობს და ამჟამად ფლობს 106 ქონებას დაახლოებით 3,100 საცალო მოიჯარითა და 3,200 საცხოვრებელი ერთეულით.
Federal Realty არენდის ისტორიაში ყველაზე აქტიურ პირველ კვარტალს აგრძელებს და ახლახან პროგნოზი EPS-სთვის $2.36-დან $2.56-მდე გაზარდა, ხოლო FFO-ს (შემოსავლები სატრასტო ოპერაციებიდან) მითითებები – $5.85-დან – $6.05-მდე თითო აქციაზე.
Federal Realty Trust-ის აქციების ფასი ამჟამად $113-ს, დივიდენდური შემოსავლიანობა – 3.9%-ს, ხოლო კვარტალური დივიდენდური ანაზღაურება თითო აქციაზე – $1.07-ს შეადგენს.