• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი შეხვედრას გამართავს

მარტი 18, 2024
in სიახლეები
ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი შეხვედრას გამართავს
გაზიარება

შემცირდება აშშ-ში ზაფხულში საპროცენტო განაკვეთები? ოთხშაბათს ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) შეხვედრამ შეიძლება ამ კითხვაზე გარკვეულწილად პასუხი გასცეს.

ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი წარმოადგენს ფედერალური სარეზერვო სისტემის ფილიალს, რომელიც შეერთებულ შტატებში მონეტარული პოლიტიკის მიმართულებას განსაზღვრავს.

ინფლაცია იმაზე ჯიუტი აღმოჩნდა, ვიდრე ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ. შეხვედრა კი, რომელიც ოთხშაბათს ჩატარდება გვიჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა ცენტრალური ბანკის გეგმები, წელს საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ეს განაკვეთები ზემოქმედებს საკრედიტო ბარათების, იპოთეკური, ავტო და სხვა სახის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე, რომლებიც უკვე რამდენიმე ათწლეულის მაქსიმალურ ნიშნულთან არის ახლოს.

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად Fed-ს ოთხშაბათს საპროცენტო განაკვეთების შემცირება შეუძლია, მეტად სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი უცვლელად შენარჩუნდება. Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ეკონომიკურმა მონაცემებმა უნდა აჩვენოს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება. ეკონომისტების თქმით კი საეჭვოა, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) და მწარმოებელთა ფასის ინდექსის (PPI) მონაცემებმა Fed-ს საორიენტაციო განაკვეთების შემცირებისკენ უბიძგოს.

უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, მოელიან თუ არა Fed-ის წარმომადგენლები განაკვეთების შემცირებას იმავე ტემპით, რომელსაც ბოლო დროს პროგნოზირებდნენ.

ჯერ კიდევ დეკემბერში, Fed-ის წარმომადგენლები, წახალისებულნი ინფლაციის დონის შემცირებით, ვარაუდობდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთებს, ამჟამინდელი დიაპაზონიდან (5.25%-5.50%), მიმდინარე წელს 0.75 პროცენტული პუნქტით დაწევდნენ. მაგრამ ეს პერსპექტივა ეჭვქვეშ დადგა იანვრისა და თებერვლის ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მონაცემების გამო.

ოთხშაბათის შეხვედრა კი მოგვცემს პირველ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა Fed-ის წარმომადგენლების მიდგომა და როგორ აღიქვამენ ისინი გასული ორი თვის მონაცემებს.

„წერტილოვანი დიაგრამა“

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, Fed განაგრძობს ამ წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთების სამ ცალკეულ შემთხვევაში 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების პროგნოზირებას. ამის უკან კი დგას ის მოსაზრება, რომ გასული წლის განმავლობაში ქირის ფასების ნელი ზრდა უახლოეს თვეებში ინფლაციის დონეს შეამცირებს. თუმცა ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, Fed-ის წარმომადგენლებმა ძველი პროგნოზი საპროცენტო განაკვეთების ორ ცალკეულ შემთხვევაში შემცირებით შეცვალოს.

ოთხშაბათს, შეხვედრის შემდეგ, Fed გამოაქვეყნებს „წერტილოვან დიაგრამას“1, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აღიქვამენ FOMC-ის წევრები ეკონომიკურ პერსპექტივას და მათი აზრით, რამდენად მაღალი იქნება Fed-ის საპროცენტო განაკვეთები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს პროგნოზები ყოველკვარტალურად ქვეყნდება.


[1] „წერტილოვანი დიაგრამა“ გვიჩვენებს Fed-ის კოლექტიურ მოლოდინებს დროთა განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შესახებ.

წინა

როგორ მოვიძიოთ და გამოვიყენოთ საჯარო მონაცემები ინვესტირებისთვის?

შემდეგი

ხუთშაბათს FedEx კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ხუთშაბათს FedEx კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

ხუთშაბათს FedEx კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved