• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საინვესტიციო პორტფელის დაგეგმვის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ

სექტემბერი 6, 2023
in ინვესტიციის ანბანი
საინვესტიციო პორტფელის დაგეგმვის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ
გაზიარება

ინვესტორისთვის ცოტა რამ თუ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის შექმნა, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ინვესტიციები თავდაჯერებულად და მომავლის მკაფიო ხედვით ჩადოს. საინვესტიციო პორტფელის შექმნა მოითხოვს მიზანმიმართულ და ზუსტ დაგეგმვის პროცესს, დღეს კი სწორად ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს განვიხილავთ.

ნაბიჯი 1: შეაფასეთ არსებული მდგომარეობა

მომავლის დაგეგმვა მოითხოვს ინვესტორის ამჟამინდელი სიტუაციის სიღრმისეულ გააზრებას იმასთან მიმართებით, თუ სად სურს მას მომავალში ყოფნა. ეს საჭიროებს მიმდინარე აქტივების, ვალდებულებების, ფულადი სახსრების ნაკადების და ინვესტიციების საფუძვლიან შეფასებას ინვესტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების გათვალისწინებით. მიზნები მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და რაოდენობრივად გაზომვადი, რათა შეფასების შედეგად მიმდინარე საინვესტიციო სტრატეგიასა და დასახულ მიზნებს შორის ნებისმიერი ხარვეზის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდეს. ეს ნაბიჯი უნდა მოიცავდეს გულწრფელ მსჯელობას ინვესტორის ღირებულებების, შეხედულებებისა და პრიორიტეტების შესახებ, რაც საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავების კურსს განსაზღვრავს.

ნაბიჯი 2: დაადგინეთ საინვესტიციო მიზნები

საინვესტიციო მიზნების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ინვესტორის რისკი-ანაზღაურების (არაფორმალური წესი, რომლის მიხედვითაც რისკის მატებასთან ერთად პოტენციური ანაზღაურება იზრდება) პროფილის იდენტიფიცირებისთვის. იმის დადგენა, თუ რამდენად დიდი რისკის აღების სურვილი და შესაძლებლობა გააჩნია ინვესტორს, რა დონის ცვალებადობაა მისთვის კომფორტული, არის გასაღები პორტფელის ისეთი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საჭირო ანაზღაურება რისკის მისაღები დონით. მას შემდეგ, რაც მისაღები რისკი-ანაზღაურების პროფილი შემუშავდება, შეიძლება ჩამოყალიბდეს ორიენტირები საინვესტიციო პორტფელის წარმადობის მონიტორინგისთვის. საორიენტაციო ნიშნულებთან მიმართებით პორტფელის ეფექტურობის შეფასება საშუალებას იძლევა, დროთა განმავლობაში მასში მცირე კორექტივები განხორციელდეს.

Investor

ნაბიჯი 3: განსაზღვრეთ აქტივთა განაწილება

რისკი-ანაზღაურების პროფილის გამოყენებით, ინვესტორს შეუძლია, აქტივთა განაწილების სტრატეგია განავითაროს. აქტივების სხვადასხვა კლასიდან და ინვესტიციების განსხვავებული ვარიანტებიდან არჩევანის გაკეთებით, ინვესტორი შეძლებს აქტივების ისე განაწილებას, რომ მოსალოდნელ ანაზღაურებაზე ფოკუსირებით დივერსიფიკაციის ოპტიმალურ დონეს მიაღწიოს. ინვესტორს ასევე შეუძლია, აქტივთა სხვადასხვა კლასის, მათ შორის აქციების, ობლიგაციების, ნაღდ ფულის და ალტერნატიული ინვესტიციების სამიზნე განაწილება, პორტფელისთვის არასტაბილურობის მისაღები დიაპაზონის საფუძველზე განსაზღვროს. აქტივთა განაწილების სტრატეგია ეფუძნება ინვესტორის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მიზნებს, ამასთან, როგორ წესი, მორგებულია ცხოვრებისეულ ცვლილებებზე. მაგალითად, პენსიაზე გასვლის თარიღთან მიახლოებასთან ერთად შეიძლება ინვესტორის აქტივთა განაწილება სულ უფრო კონსერვატიული გახდეს.

ნაბიჯი 4: შეარჩიეთ საინვესტიციო ვარიანტები

ინდივიდუალური ინვესტიციები აქტივთა განაწილების სტრატეგიის პარამეტრების მიხედვით შეირჩევა. არჩეული ინვესტიციის კონკრეტული ტიპი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ პორტფელის მართვის რომელ სტილს ანიჭებს ინვესტორი უპირატესობას — აქტიურს, თუ პასიურს. აქტიურად მართული პორტფელი შეიძლება შეიცავდეს ინდივიდუალურ აქციებს და ობლიგაციებს, თუ მასში გაერთიანებულია საკმარისი აქტივები დივერსიფიკაციის ოპტიმალური დონის მისაღწევად. მცირე საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში სათანადო დივერსიფიკაციის მიღწევა შესაძლებელია პროფესიონალურად მართული ფონდების მეშვეობით, როგორებიც არის ურთიერთდახმარების ფონდები ან ETF-ები. ინვესტორს შეუძლია, პასიურად მართული პორტფელი აქტივთა სხვადასხვა კლასისა და ეკონომიკური სექტორის საფუძველზე შერჩეული საინდექსო ფონდების საშუალებით შექმნას.

ნაბიჯი 5: აკონტროლეთ, შეაფასეთ, გადააბალანსეთ

პორტფელის გეგმის განხორციელების შემდეგ მისი მართვის პროცესი იწყება. ეს მოიცავს ინვესტიციების მონიტორინგს და საინვესტიციო პორტფელის წარმადობის გაზომვას საორიენტაციო ნიშნულებთან შედარებით. აუცილებელია ინვესტიციების წარმადობის რეგულარულად, როგორც წესი, კვარტალურად მონიტორინგი და პორტფელის გეგმის ყოველწლიურად გადახედვა. წელიწადში ერთხელ უნდა განიხილოთ თქვენი მდგომარეობა და მიზნები, რათა დაადგინოთ, განხორციელდა თუ არა ამ დროის მანძილზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. შემდეგ პორტფელის მიმოხილვა თქვენთვის თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენად შეესაბამება აქტივთა მიმდინარე განაწილება თქვენს რისკი-ანაზღაურების პროფილს. თუ მათ შორის შესაბამისობა დარღვეულია, შეგიძლიათ საინვესტიციო პორტფელის ხელახლა დაბალანსებაზე კონცენტრირდეთ — გაყიდოთ ინვესტიციები, რომლებმაც უკვე მიაღწია თავის მიზნებს და გახსნათ ისეთი პოზიციები, რომლებიც უფრო მეტ პოტენციალს გთავაზობთ.

უწყვეტი მიზნებისთვის ინვესტირებისას, პორტფელის დაგეგმვის პროცესი არასოდეს ჩერდება. ცხოვრების განსხვავებულ ეტაპზე გადასვლასთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს მიზნების, რისკი-ანაზღაურების პროფილის ან აქტივთა განაწილების კორექტირება. ცხოვრებისეული ცვლილებების ან ბაზრის ეკონომიკური პირობების კარნახით პორტფელის დაგეგმვის პროცესი თავიდან იწყება ზემოთ ჩამოთვლილი 5 ნაბიჯის გავლით, რათა საბოლოოდ სწორი საინვესტიციო სტრატეგია იქნას შერჩეული.

წინა

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

8 ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო შეცდომა

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
8 ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო შეცდომა

8 ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო შეცდომა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved