• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

8 ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო შეცდომა

სექტემბერი 6, 2023
in ინვესტიციის ანბანი
8 ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო შეცდომა
გაზიარება

ინვესტირება არის მძლავრი ინსტრუმენტი სიმდიდრის დასაგროვებლად და ფინანსური მიზნების მისაღწევად, თუმცა ამ პროცესს გარკვეული „ხაფანგებიც“ ახლავს თან. საინვესტიციო შეცდომებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური წარუმატებლობა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, გამოცდილი ინვესტორი ხართ თუ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლა დგამთ, ინვესტირების სამყაროში წარმატების მისაღწევად გავრცელებული შეცდომების გააზრება და თავიდან აცილება გადამწყვეტია. დღევანდელ სტატიაში ყველაზე გავრცელებულ საინვესტიციო შეცდომებს განვიხილავთ და გავიგებთ, როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან. სხვების შეცდომებზე სწავლა საშუალებას მოგცემთ, თქვენი ფინანსური ცოდნა გააუმჯობესოთ და უფრო უსაფრთხო მომავალი შექმნათ.

  1. ინვესტირება იმაში, რაც არ გესმით

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი — უორენ ბაფეტი გვაფრთხილებს, რომ ინვესტიცია არ უნდა ჩავდოთ ისეთ კომპანიაში, რომლის ბიზნეს მოდელიც არ გვესმის. ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ETF-ებისა და ურთიერთდახმარების ფონდების საშუალებით დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაა. თუ ინვესტიციას ინდივიდუალურ აქციებში დებთ პირველ რიგში დარწმუნდით, რომ მათი გამომშვები კომპანიის საქმიანობაში სათანადოდ ერკვევით.

  1. კომპანიის შეყვარება

ძალიან ხშირად, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ შეძენილი აქციის ფასი იზრდება, გვავიწყდება, რომ ის ინვესტიციის სახით ვიყიდეთ და მისი გამომშვები კომპანია გვიყვარდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აქციებს ფულის გამოსამუშავებლად ვყიდულობთ. თუ კომპანიის ბიზნეს ფუნდამენტი შეიცვლება და ეს მისი აქციების გაყიდვისკენ გიბიძგებთ, შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება მართლაც სწორი ნაბიჯი იყოს.

  1. მოთმინების ნაკლებობა

საინვესტიციო პორტფელის ზრდისადმი ნელი და სტაბილური მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი პორტფელის მიმართ გადამეტებული მოლოდინების შექმნამ შეიძლება საბოლოოდ კატასტროფამდე მიგიყვანოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პორტფელის ზრდისა და ანაზღაურების ვადებთან დაკავშირებით რეალისტური მოლოდინები უნდა შეინარჩუნოთ.

  1. ზედმეტი საინვესტიციო ტრანზაქციები

აქციების ხშირი ყიდვა-გაყიდვა კიდევ ერთი გავრცელებულია შეცდომაა, რომელმაც შესაძლოა არახელსაყრელ ფინანსურ მდგომარეობამდე მიგიყვანოთ. თუ თქვენ არ ხართ ინსტიტუციური ინვესტორი, რომელიც დაბალი საკომისიო განაკვეთებით სარგებლობს, ტრანზაქციების ხარჯები თქვენს მოგებას გაანადგურებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა გონივრული ინვესტიციების გრძელვადიანი ანაზღაურების ხელიდან გაშვების შესაძლებლობებზე.

  1. ბაზართან სინქრონიზების მცდელობა

ბაზართან სინქრონიზების მცდელობა ასევე დააზარალებს თქვენს მოგებას. პოზიციების გასახსნელად და დასახურად საუკეთესო დროის გამოცნობა ძალიან რთულია. ამაში წარმატებას ხშირად ინსტიტუციური ინვესტორებიც კი ვერ აღწევენ. ცნობილი კვლევა, “Determinants Of Portfolio Performance” (Financial Analysts Journal, 1986), რომელიც გარი პ. ბრინსონმა, ლ. რენდოლფ ჰუდმა და გილბერტ ლ. ბიბოუერმა ჩაატარეს ამერიკული საპენსიო ფონდების ანაზღაურებას ეხებოდა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ, საშუალოდ, დროთა განმავლობაში შემოსავლების ვარიაციის თითქმის 94% საინვესტიციო პოლიტიკის გადაწყვეტილებებით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ პორტფელისგან მიღებული ანაზღაურების უმეტესი ნაწილი შეიძლება აიხსნას აქტივთა განაწილების შესახებ თქვენი გადაწყვეტილებით და არა დროის შერჩევით.

Investor
  1. წონასწორობის აღდგენის ლოდინი

კიდევ ერთი გზა, რომ ხელსაყრელი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ყიდით „დამარცხებულ“ აქციას მანამ, სანამ ის თავდაპირველ ღირებულებას არ დაუბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამომშვები კომპანიის ბიზნეს საფუძველი შეიცვალა და თქვენს გრძელვადიან მიზნებს არ შეესაბამება. შედეგად, შესაძლოა, თქვენ ორი მიმართულებით დაზარალდეთ: 1) შეიძლება აქციის ფასმა ვარდნა განაგრძოს იქამდე, სანამ ის ნულს გაუტოლდება; 2) ამ აქციების გაყიდვისგან მიღებული ფული შეგეძლოთ უფრო ხელსაყრელი ინვესტიციებისთვის გამოგეყენებინათ.

  1. დივერსიფიკაციის საჭიროების უგულებელყოფა

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორი ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ ინვესტირებისას გადადგათ. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებით რისკების დაბალანსება აუცილებელია. შეეცადეთ თქვენი ფული აქტივთა კლასების, სექტორების და სხვა მახასიათებლების მიხედვით გადაანაწილოთ, რათა ერთი კომპანიის ან სექტორის დაზარალებამ თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს.

საინდექსო ფონდში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომელიც ერთი ტრანზაქციის მყისიერი დივერსიფიკაციით უზრუნველგყოფთ. საინდექსო ფონდებში ინვესტირება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ზარალს არ განიცდით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი, როგორც წესი, ინვესტორებს მნიშვნელოვანი შემოსავლის გამომუშავების საშუალებას აძლევს.

  1. ემოციებზე დაყრდნობით მოქმედება

ინვესტირებაში არაფერი უნდა იყოს ემოციური. ინვესტორებმა შიშს ან სიხარბეს მათი გადაწყვეტილებების გაკონტროლების უფლება არ უნდა მისცენ. ამის ნაცვლად, მათ ყურადღება უფრო დიდ სურათზე უნდა გაამახვილონ. მოკლევადიან პერსპექტივაში საფონდო ბირჟის წარმადობა შეიძლება ძალიან მერყევი იყოს, მაგრამ, თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ გრძელვადიან პერიოდში მომთმენ ინვესტორებს მნიშვნელოვანი მოგების მიღება შეუძლიათ. მაგალითად, ბოლო 30 წლის განმავლობაში S&P 500-ის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 10%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოგებისა და ზარალის მიღება მღელვარების ან შიშის გარეშე რთულია, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მათ არ უნდა ეყრდნობოდეს. ამ პროცესიდან ემოციების გამორიცხვა საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ არჩეული კურსი მაშინ, როდესაც ბაზარზე მოკლევადიან დადებით ან უარყოფით მოვლენებს აქვს ადგილი.

როგორ უნდა მოვერიდოთ ამ შეცდომების დაშვებას?

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე სხვა გზა, რომელიც ამ გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებაში და კურსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა

განსაზღვრეთ, საინვესტიციო მოგზაურობის რა ეტაპზე იმყოფებით, რა მიზნები გაქვთ და რა მოცულობის ინვესტიციები გჭირდებათ მათ მისაღწევად. თუ ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად საკუთარ თავს კომპეტენტურად არ მიიჩნევთ, კარგი რეპუტაციის მქონე ფინანსური დამგეგმავი მოიძიეთ.

ამასთან, მუდამ გახსოვდეთ, რატომ დებთ ინვესტიციებს და მეტი მოტივაცია გექნებათ, რომ ფული დაზოგოთ. ასევე იქონიეთ რეალისტური მოლოდინები და ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი ერთ დღეში გაგამდიდრებთ. თანმიმდევრული, გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგია არის ის, რაც დროთა განმავლობაში სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ.

გეგმას მიჰყევით

აკონტროლეთ თქვენი ინვესტიციები. ყოველი წლის ბოლოს გადახედეთ მათ წარმადობას. განსაზღვრეთ, რამდენად სწორად არის თქვენი აქტივები განაწილებული და არსებობს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებების განხორციელების საჭიროება.

დასკვნა

შეცდომები საინვესტიციო პროცესის განუყოფელი ნაწილია. მათ პრევენციისთვის საჭირო გზების ცოდნა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგად გაიაზრეთ ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომები და ეცადეთ, ისინი თავიდან აიცილოთ.

წინა

საინვესტიციო პორტფელის დაგეგმვის პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ

შემდეგი

ამ უნარის დაუფლება სხვებისგან გამოგარჩევთ — უორენ ბაფეტი

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ამ უნარის დაუფლება სხვებისგან გამოგარჩევთ — უორენ ბაფეტი

ამ უნარის დაუფლება სხვებისგან გამოგარჩევთ — უორენ ბაფეტი

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved