• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Fed-მა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა

თებერვალი 1, 2024
in სიახლეები
Fed-მა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შეინარჩუნა
გაზიარება

ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) მზად არ არის საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად და, შესაძლოა, Fed-ის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება მომდევნო შეხვედრაზე, მარტშიც არ მიიღონ.

გუშინ ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 22-წლიან მაქსიმუმზე — 5.25%-5.50%-ის დიაპაზონში დატოვა. Fed-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისთვის, ინფლაციის კლების თვალსაზრისით მეტი პროგრესია საჭირო.

მაღალი ინფლაცია, რომელიც საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანიის მიზეზი გახდა, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა, რის გამოც Fed-ის პოლიტიკის კომიტეტმა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, გარკვეულ მომენტში საპროცენტო განაკვეთების კლება დაწყებულიყო. თუმცა გუშინ ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება ჯერ ძალიან ადრეა.

პრესკონფერენციაზე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა თქვა: „ინფლაცია ჯერ კიდევ ზედმეტად მაღალ ნიშნულზეა, მისი შემცირების მიმდინარე პროგრესი გარანტირებული არ არის და წინსვლის გზა გაურკვეველია. კომიტეტის წევრების აზრით, მიზანშეწონილი არ იქნება სამიზნე დიაპაზონის შემცირება მანამ, სანამ არ გაჩნდება მეტი მტკიცებულებები იმისა, რომ ინფლაცია მდგრადად მოძრაობს სამიზნე 2%-იანი მაჩვენებლისკენ“.

მიუხედავად იმისა, რომ FOMC-ის ოფიციალური განცხადება არ ითვალისწინებდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ან სტაბილურად შენარჩუნებას, მასში ამ მაჩვენებლის ხელახლა გაზრდის იდეა უარყოფილია.

ფინანსური ბაზრების მონაწილეები ელოდებიან Fed-ის შემდეგ ნაბიჯს და ინვესტორები ყურადღებით აანალიზებენ ჯერომ პაუელის განცხადებებს, რათა მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, შეამცირებს თუ არა ცენტრალური ბანკი ფედერალურ საპროცენტო განაკვეთებს მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე.

Fed-მა ასევე განაგრძო თავის ანტიინფლაციურ არსენალში არსებული სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენება: გაყიდა თავისი აქტივები, ძირითადად გირავნობის საბუთით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები, ფინანსური ბაზრებიდან ფულის ამოსაღებად.

ჯერომ პაუელის თქმით, Fed-ის მომავალი გადაწყვეტილება საორიენტაციო განაკვეთთან დაკავშირებით დამოკიდებული იქნება იმაზე, დარჩება თუ არა ინფლაცია ისეთივე დაბალ დონეზე, როგორც ეს ბოლო ანგარიშებში იყო. Fed-ის ინფლაციის საზომმა აჩვენა, რომ ფასები დეკემბერში წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, 2022 წლის ივნისში 7%-მდე მატების შემდეგ. ჯერჯერობით ინფლაცია Fed-ის სამიზნე მაჩვენებელს — 2%-ს უახლოვდება.

წინა

რა ხდებოდა 31 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

Mastercard-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Mastercard-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved