ჯგუფურად, წყალმომარაგების კომპანიების აქციებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ოდნავ აჯობა ფართო ბაზარს. თუმცა, ეს, ალბათ, ამ აქციების ინვესტორებისთვის მცირე კომფორტია, რადგან 2022 წლის პირველი ნახევარი S&P 500-სთვის 1970 წლიდან ყველაზე უარესი პირველი ნახევარი იყო.
წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ზოგადად კომუნალურმა საწარმოებმა, სავარაუდოდ, სარგებელი მიიღეს, რადგან მრავალი ინვესტორი უფრო სტაბილურ, დაბალი რისკის მქონე აქციებზე ორიენტირდა. თუმცა, ჯგუფი, ალბათ, გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთების ზრდამ დააზარალა. როდესაც განაკვეთები იზრდება, შემოსავალზე ორიენტირებულ ზოგიერთ ინვესტორს ფული დივიდენდური აქციებიდან ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტიციებში გადააქვს.
წყალმომარაგების კომპანიების 2022 წლის პირველი ნახევრის წარმადობა
ეს ცხრილი მოიცავს წყლისა და ჩამდინარე წლების საწარმოების აქციებს, რომლებიც აშშ-ში ოპერირებს და მინიმუმ $300 მილიონის მოცულობის საბაზრო კაპიტალი გააჩნია. ცხრილში კომპანიები ჩამოთვლილია 2022 წლის პირველი ნახევრის წარმადობის თანმიმდევრობით.
კომპანია | საბაზრო კაპიტალი | დივიდენდური შემოსავალი | უოლ სტრიტის მიერ პროგნოზირებული წლიური EPS-ის ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში | 2022 წლის პირველი ნახევრის ანაზღაურება | 10-წლიანი ანაზღაურება |
Artesian Resources | $476 მილიონი | 2.2% | 4% | 7.4% | 218% |
Essential Utilities | $12.4 მილიარდი | 2.3% | 6.8% | (13.6%) | 202% |
SJW Group | $2.0 მილიარდი | 2.2% | 9.8% | (13.8%) | 238% |
York Water | $585 მილიონი | 1.9% | 4.9% | (18.4%) | 184% |
American States Water | $3.1 მილიარდი | 1.7% | 4.4% | (20.5%) | 422% |
American Water Works | $27.9 მილიონი | 1.7% | 8.3% | (20.6%) | 451% |
California Water Service | $3.1 მილიარდი | 1.8% | 11.7% | (22%) | 286% |
Middlesex Water | $1.6 მილიარდი | 1.3% | 2.7% | (26.7%) | 509% |
S&P 500 | — | 1.62% | — | (20%) | 242% |
საინტერესოა, რომ ოთხი აქცია, რომელმაც 2022 წლის პირველ ნახევარში S&P 500-ს აჯობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინდექსის წარმადობას ჩამორჩებოდა.
პირველ ნახევარში Artesian Resources არ იყო მხოლოდ ჯგუფის საუკეთესო შემსრულებელი, არამედ წყალმომარაგების ზემოხსენებულ ჯგუფში ის იყო ერთადერთი, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში დადებითი ანაზღაურება ჰქონდა. კომპანია უზრუნველყოფს რეგულირებადი წლისა, ჩამდინარე წლების და ზოგიერთ სხვა დაკავშირებულ მომსახურებას დელმარვას ნახევარკუნძულზე, რომელიც დელავერის უმეტეს ნაწილს, ასევე, მერილენდისა და ვირჯინიას ნაწილებს მოიცავს.
Artesian-ის EPS-ის (მოგება თითო აქციაზე) შედეგები 2021 წლის მეოთხე კვარტალში და 2022 წლის პირველ კვარტალში შთამბეჭდავი არ ყოფილა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში EPS წლიურ საფუძველზე 3%-ით შემცირდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა.
შემოსავალზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ Artesian-ის ბოლო ორი დივიდენდური ზრდა მწირი იყო. 2021 და 2022 წლებში კომპანია დივიდენდები, შესაბამისად, 4%-ით და 2%-ით გაზარდა.
შედარებისთვის, ინდუსტრიის გიგანტმა – American Water Works-მა დივიდენდური ანაზღაურება 2021 წელს 9.5%-ით, ხოლო 2022 წელს 8.7%-ით გაზარდა.
პირველი ნახევრის წარმადობისთვის ვერცხლის მედალი Essential Utilities-მა მოიპოვა. ამ კომპანიას Aqua America ერქვა, მაგრამ სახელი შეიცვალა 2020 წლის დასაწყისში, როდესაც დიდი რეგულირებადი ბუნებრივი აირის კომპანიის – Peoples-ის შეძენა დაასრულა. მთლიანობაში კომპანია ოპერაციებს 10 შტატში არეგულირებს – 8-ში წლისა და ჩამდინარე წლების, ხოლო 3-ში ბუნებრივი აირის მიმართულებით.
ზოგადად, წყალმომარაგების კომპანიები უფრო კონსერვატიული ინვესტიციებია, ვიდრე ნავთობმწარმოებლები, რადგან წლისა და გამდინარე წყლების მომსახურებაზე მოთხოვნა, ისევე, როგორც ფასები უფრო სტაბილურია. აქციების შერჩევისას ინვესტორებმა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ.
პირველ სამეულს ამთავრებს SJW Group, რომელიც წლისა და ჩამდინარე წყლების ოპერაციებს კალიფორნიაში, ტეხასში, კონექტიკუტსა და მეინში არეგულირებს. ერთი შეხედვით უცნაური გეოგრაფიული დაჯგუფება განპირობებულია კალიფორნიაში დაფუძნებული SJW-ის მიერ 2019 წელს Connecticut Water-ის შეძენით, რამაც კომპანიის ოპერაციები აღმოსავლეთ სანაპიროს ორ შტატში გააფართოვა.
ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნახევარი წელი შედარებით ხანმოკლე პერიოდია. საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ისეთი სტაბილური ჯგუფისთვის, როგორიც არის წყალმომარაგება, უმჯობესია აქციების გრძელვადიანი გამოცდილება გაითვალისწინოთ.