• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

4 ნავთობკომპანია ყველაზე უსაფრთხო დივიდენდური აქციებით

ივნისი 16, 2022
in სიახლეები
4 ნავთობკომპანია ყველაზე უსაფრთხო დივიდენდური აქციებით
გაზიარება

მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის გამო, რომელიც პანდემიით და გეოპოლიტიკური დაძაბულობით არის გამოწვეული, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები მაღალ დონეს აღწევს. ენერგეტიკული კომპანიების აქციების ფასები, იმ პროდუქტებთან ერთად გაიზარდა, რომელსაც ისინი აწარმოებს.

თუ ენერგეტიკული მწარმოებლების დივიდენდურ აქციებს ეძებთ, დროა ამ უაღრესად ციკლური სექტორის რისკებზეც დაფიქრდეთ. რაც შეეხება დივიდენდების უსაფრთხოებას, ExxonMobil, Chevron, TotalEnergies და Shell საუკეთესო ვარიანტებია. აი რატომ.

  1. საფუძველს დიდი მნიშვნელობა აქვს

ინტეგრირებული ენერგეტიკის ძირითად სექტორში Exxon-სა და Chevron-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბალანსი აქვს. Chevron-ის ვალის თანაფარდობა კაპიტალთან 0.20-უტოლდება, Exxon-ის – 0.28-ს, ხოლო Shell-ის – 0.48-ს. სათანადოდ დააფასეთ ვალის ტვირთის ღირებულება, რადგან რთულ პერიოდებში ფინანსური მოქნილობა ყველაზე მნიშვნელოვანია. პანდემიის პერიოდში, ენერგეტიკული ვარდნის დროს, Chevron-სა და Exxon-ს ჰქონდა საშუალება, რომ დაჰყრდნობოდა ბალანსს, რათა დაეცვა დივიდენდები და კაპიტალური ხარჯვის გეგმები.

Exxon დივიდენდებს ყოველწლიურად ზედიზედ 40 წლის განმავლობაში ზრდიდა, ხოლო Chevron – 35 წლის მანძილზე. შესაბამისად, ორივე კომპანია დივიდენდ არისტოკრატთა რიგებშია. თუმცა, მთავარია იმის აღიარება, რომ ინდუსტრია, რომელშიც ეს ორი კომპანია მოღვაწეობს, ძალიან ციკლურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა შეძლო აქციონერები ბაზრის კარგ და ცუდ პერიოდებში დივიდენდებით დაეჯილდოებინა – ეს კი სწორედ ის არის, რაზეც დივიდენდებზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა უნდა იფიქრონ, სანამ ენერგიის ფასები ჯერ კიდევ მაღალია.

Exxon-ის დივიდენდური სარგებელი დაახლოებით 3.3%-ს შეადგენს, ხოლო Chevron-ის – 3.1%-ს.

  1. მომავალზე ფიქრი

ვერც TotalEnergies და ვერც Shell ვერ დაიკვეხნის დივიდენდური ანაზღაურების გადახდის ისეთი ისტორიით, როგორიც Exxon-ს ან Chevron-ს აქვს. სინამდვილეში, Shell-მა თავისი დივიდენდური სარგებელი 2020 წელს შეამცირა, მაგრამ მიზეზი, თუ რატომ გააკეთა ეს – მნიშვნელოვანია. დივიდენდების შემცირებასთან ერთად, ენერგეტიკული გიგანტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია სუფთა ენერგიის აქტივებზე ექსპოზიციის გაზრდას აპირებს. TotalEnergies-მა იგივე ვალდებულება აიღო, თუმცა დივიდენდების შემცირების გარეშე. ამ უკანასკნელის დივიდენდური სარგებელი ახლა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო Shell-ის – 3.1%-ს.

ამრიგად, TotalEnergies უფრო მიზანშეწონილია ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ უფრო მაღალ შემოსავალს და, იმავდროულად, თავიანთი ინვესტიციის სუფთა ენერგიით დაზღვევა სურთ. თუმცა, არ იფიქროთ, რომ მაღალი სარგებელი დივიდენდების ზრდას ნიშნავს – TotalEnergies-მა დივიდენდური ანაზღაურება მხოლოდ 5%-ით გაზარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კომპანია აგრძელებს თავისი ნახშირბადის საწვავის ბიზნესიდან მიღებული ფულის დახარჯვას სუფთა ენერგიის სივრცეში სამუშაოდ.

რაც შეეხება Shell-ს და მისი დივიდენდების შემცირებას, შემცირების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ცდილობენ სწრაფად დაუბრუნდნენ დივიდენდების ზრდას და, იმავდროულად, განაგრძონ სუფთა ენერგიაში ინვესტირება. შემცირების შედეგად კვარტალური დივიდენდი ერთ აქციაზე $0.16-მდე ჩამოვიდა და სულ რაღაც ორ წელიწადში მან ახლა $0.25-მდე აიწია, რაც 56%-ით ზრდაა. მენეჯმენტი დანაპირებს აშკარად ასრულებს და ასეთი დაბალი დივიდენდების პირობებში, სავარაუდოდ, ისეთ კოლეგებთან შედარებით, როგორიც არის TotalEnergies, Shell-ს ზრდისთვის მეტი სივრცე ექნება.

დასკვნა

ფინანსურად მძლავრ Chevron-სა და Exxon-ს აქვს ბალანსი, რათა რთულ პერიოდში დივიდენდებს მხარი დაუჭიროს. იმავდროულად, TotalEnergies და Shell თავიანთ ნავთობის ფსონებს სუფთა ენერგიაში ინვესტირებით აზღვევს, რაც, შესაძლოა, უკეთესი იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც სუფთა ენერგიის მიმდინარე განვითარებით შეშფოთებულნი არიან.

წინა

როდის აღდგება საფონდო ბირჟა? 3 რამ, რაც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს

შემდეგი

რომელია უკეთესი ტექნოლოგიური დივიდენდური აქცია ? Oracle vs. HP

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რომელია უკეთესი ტექნოლოგიური დივიდენდური აქცია ? Oracle vs. HP

რომელია უკეთესი ტექნოლოგიური დივიდენდური აქცია ? Oracle vs. HP

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved