• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Tesla-მ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში Model Y-ის ფასი შეამცირა

იანვარი 18, 2024
in სიახლეები
Tesla-მ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში Model Y-ის ფასი შეამცირა
გაზიარება

გუშინ აშშ-ის ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასმა 2%-ით დაიკლო მას შემდეგ, რაც კომპანიამ თავისი Model Y ავტომობილების ფასი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეამცირა. იგივე მოხდა ჩინეთში ერთი კვირის წინ.

გასული წლის განმავლობაში ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 102%-ით გაუმჯობესდა.

ცნობილი გახდა, რომ Tesla-მ Model Y ავტომობილების ფასი გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიასა და ნიდერლანდებში შეამცირა.

უკანა წამყვანი თვლების Model Y ვარიანტი გერმანიაში ახლა 42,990 ევროდ ($46,714) არის ხელმისაწვდომი, რაც ძველ ფასს დაახლოებით 4.2%-ით ჩამოუვარდება. Model Y Long Range-ის ღირებულება კი 8.1%-ით შემცირდა 49,990 ევრომდე (54,321 $).

Tesla-მ Model Y-ისთვის ფასი საფრანგეთში 6.7%-ით შეამცირა, ნიდერლანდებში — 7.7%-ით, ხოლო ნორვეგიაში — 7.1%-ით.

ევროპაში ფასების შემცირება მოჰყვა ელექტრომობილების მწარმოებლის მიერ წარმოების უმეტესი ნაწილის გაჩერებას ბერლინის ქარხანაში 29 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით, რადგან წითელ ზღვაში ჰუსიტების დაჯგუფების მიერ გემებზე თავდასხმები ნაწილების დეფიციტს იწვევს.

Tesla Stock

Tesla-მ გასულ წელს რამდენჯერმე შეამცირა ფასები, როგორც ჩინეთში, ასევე შეერთებულ შტატებში. ეს ნაბიჯები გადადგმულ იქნა შენელებულ მოთხოვნასთან და მზარდ კონკურენციასთან გამკლავების მიზნით. უორენ ბაფეტის მიერ მხარდაჭერილი ჩინური ფირმა BYD, 2023 წლის ბოლო კვარტალში გლობალური გაყიდვებით უსწრებს Tesla-ს.

გასულ წელს Tesla-ს გუნდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ინდუსტრიაში ფასების ომი გამოიწვია და Tesla-ს მარჟებზე იმოქმედა, რის გამოც ბევრმა ეჭვქვეშ დააყენა აღმასრულებელი დირექტორის — ილონ მასკის გადაწყვეტილება. თუმცა მასკი მზად იყო, მოკლევადიან პერსპექტივაში უარი ეთქვა მარჟების ზრდაზე მიწოდების უფრო მაღალი მოცულობის მისაღწევად და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ Tesla მზად იყო გრძელვადიან პერსპექტივაში მიწოდების გასაზრდელად. ეს იყო გათვლილი ნაბიჯი, რადგან Tesla-მ წელი დაასრულა მიწოდების მკვეთრი ზრდით, მიუხედავად ყველა შეფერხებისა. Cybertruck-ის დიდი ხნის ნანატრმა გამოშვებამ კი ხელი შეუწყო ინვესტორების განწყობის ამაღლებას.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $214.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $247.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 17 იანვარს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Alphabet-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved