• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 ტოპ ტექნოლოგიური კომპანიის აქცია $20-ზე ნაკლებად

თებერვალი 23, 2022
in სიახლეები
3 ტოპ ტექნოლოგიური კომპანიის აქცია $20-ზე ნაკლებად
გაზიარება

მოდით, ახლოდან შევხედოთ Latch-ს (LTCH -4.86%), Olo-სა (OLO -8.32%) და SEMrush Holdings-ს (SEMR -6.07%) და ვნახოთ, რატომ ღირს ამ სამი ტექნოლოგიური კომპანიის აქცია, რომელთა ფასიც $20-ზე ნაკლებია, დივერსიფიცირებულ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებულ პორტფელში სპეკულაციურ პოზიციებად განვიხილოთ.

$20 Bills
  1. Latch

ბოლო წლის განმავლობაში 60%-ით შემცირებული Latch-ის აქციებმა ვერ შეძლო პირველადი ინვესტორებისთვის მოგების მოტანა.

კომპანიას განზრახული აქვს რევოლუცია მოახდინოს იმაში, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მაცხოვრებლები საკუთარ საცხოვრებელ გარემოსთან. Latch ამჟამად ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის აპარტამენტებთან ახალ სამშენებლო შესაძლებლობებსა და განახლებულ დანამატებზე მუშაობს. ბინებში კარზე დაყენებული თანამედროვე წვდომის მოწყობილობის დამონტაჟების შემდეგ, კომპანია საცხოვრებლის მფლობელებისთვის ან დამქირავებლებისთვის გამოწერაზე დაფუძნებულ LatchOS პროგრამულ უზრუნველყოფას გამოწერს, რისი ღირებულებაც თითო ბინაზე თვეში $7-$12-ს შეადგენს.

ამ „პროგრამული უზრუნველყოფა – როგორც მომსახურება“ (SaaS) ბიზნეს მოდელით კომპანია მოწყობილობებით მიღებულ მოკლევადიან შემოსავალზე უარს ამბობს და იმ გრძელვადიან ფულის ნაკადებზე ორიენტირდება, რომელსაც ამ მოწყობილობისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფით მიიღებს.

სეგმენტი შემოსავალი (2021 წლის 3კვ) შეკვეთა (2021 წლის 3კვ)
მოწყობილობების სეგმენტი $9 მილიონი $39.9 მილიონი
პროგრამული უზრუნველყოფის სეგმენტი $2.2 მილიონი $56.1 მილიონი

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს, Latch თავისი SaaS ბიზნეს მოდელის დანერგვის საწყის ეტაპებზე იმყოფება. კომპანია ცდილობს, რაც შეიძლება მეტ შენობაში დაამონტაჟოს მოწყობილობები, რაც მომავალში მასთან დაკავშირებულ გაყიდვებს მოუტანს. თუ ცხრილში შეკვეთების გრაფას შევხედავთ, ვნახავთ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შეკვეთებმა მოწყობილობებისას უკვე გადაუსწრო.

პროგრამული უზრუნველყოფის შეკვეთების მაჩვენებელი გადამწყვეტია კომპანიისთვის და ინვესტორებისთვის, რადგან მათ წარმოუდგენლად მაღალი – 91%-იანი მთლიანი მოგების მარჟა აქვს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მტკიცე თავისუფალი ფულის ნაკადების (FCF) მომტანია. ამავდროულად, Latch-ის მოწყობილობების გაყიდვის ღირებულება მოწყობილობების სეგმენტიდან მის მთლიან შემოსავალს აღემატება, რაც ხაზს უსვამს კომპანიის ამბიციებს გაზარდოს მომხმარებელთა ბაზა, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში ზარალის ხარჯზე.

ამ მისწრაფების წყალობით, კომპანიამ თავისი მოწყობილობები 2020 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ახლად აშენებული აპარტამენტების მეათედში დაამონტაჟა. ეს კი Latch-ს შეკვეთების 530 000 ერთეულამდე გაზრდაში დაეხმარა.

Latch ანგარიშს 24 თებერვალს წარადგენს და მოწყობილობების სეგემენტში შეკვეთების ეს რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ამას ბევრად მეტი მოგების მოტანა შეუძლია მომავალი დეკადების განმავლობაში.

  1. Olo

ხელმძღვანელობს რა საკუთარი მისიით, საყვარელი რესტორნებისგან მომხმარებლებს უფრო ხარისხიანი, სწრაფი და პერსონალური მომსახურება მიაწოდოს, Olo-მ მიზნად რესტორნების თანამედროვე ციფრულ ეპოქაში შემოყვანა დაისახა. მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციების ფასი ერთ აქციაზე $45-მდე გაიზარდა, მათი ღირებულება 50%-ით დაეცა და კომპანიის საბაზრო ღირებულება ამჟამად $3 მილიარდზე ნაკლებია.

დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის – ნოა გლასის ხელმძღვანელობით, რომელსაც Glassdoor-ზე თანამშრომლებისგან წარმოუდგენელი – 98%-იანი შეფასება აქვს, Olo ამაყობს ვებგვერდზე 4.6/5 ვარსკვლავიანი რეიტინგით, რაც ინფლუენსური კულტურის მაჩვენებელია. ეს მაჩვენებლები ინვესტორებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს.

თავისი Saas პლატფორმის მეშვეობით, კომპანია გვთავაზობს ონლაინ შეკვეთბს, მიწოდების გადაწყვეტილებებსა და ინტერნეტის ძიების საშუალებით პირდაპირ შეკვეთებს. SaaS-ის ოპერაციებზე გამოწერებიდან მიღებული შემოსავლითა და რესტორნების გაყიდვების საკომისიო გადასახადებით, კომპანიამ წლიდან წლამდე მესამე კვარტალში მთლიანი შემოსავალ 36%-მდე გაზარდა.

Olo-ს წმინდა შეკავება დოლარებში (DBNR) სამივე კვარტალში 120%-ზე მაღალია. DBNR არის პროცენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ განსაზღვრულ დროში რამდენად გაიზარდა ან შემცირდა წლიური პერიოდული შემოსავალი. ზოგადად 100%-ზე მაღალი ეს მაჩვენებელი აჩვენებს ზრდას კომპანიის შიგნით, რაც Olo-ს 120%-იან ნიშნულს გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან წამახალისებელს ხდის.

  1. SEMrush Holdings

ისევე, როგორც Olo, ონლაინ ხილვადობის ექსპერტი SEMrush არის 2021 წლის კიდევ ერთი IPO, რომელსაც რთული პერიოდი ჰქონდა. მისი აქციების ფასი 52-კვირიანი მაქსიმუმიდან 50%-ით დაეცა. SEMrush-ს აღმასრულებელი დირექტორი – ოლეგ შჩეგოლევი ხელმძღვანელობს, რომელსაც Glassdoor-ზე შთამბეჭდავი – 96%-იანი რეიტინგი აქვს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში წლიური შემოსავლების 48%-იანი ზრდით, კომპანიამ მარკეტინგული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია დაიკავა, რამაც ბრენდის ცნობადობა ყველა ზომის მომხმარებელში გაზარდა.

SEMrush-ის DBNR ბოლო კვარტლის მონაცემებით 124%-ია, რაც გვიჩვენებს, რომ შემოსავლების ეს ზრდა განპირობებულია როგორც ახალი, ასევე უკვე არსებული მომხმარებლებით.

ინვესტორებისთვის ყურადსაღებია, რომ მთლიანი მოგებისა და FCF მარჟები ბოლო კვარტალში შესაბამისად 77% და 13%-ია.

გლობალური ბაზრის ამჟამინდელი შესაძლებლობებით, რომელიც $13 მილიარდად არის შეფასებული, SEMrush-ის პროგნოზი 2021 წელს გაყიდვებში $183 მილიონს მიაღწიოს, კომპანიას ზრდის უზარმაზარ არეალს უტოვებს.

კომპანიის გამოცდილება, გაზარდოს გაყიდვები 50%-ზე მეტით და აქციების დისკონტირებული ფასი, მას ნებისმიერი ტექნოლოგიური ინვესტორის პორტფელის მცირე ნაწილისთვის საინტერესო პერსპექტივად აქცევს.

უნდა განახორციელოთ თუ არა $1000-ის ინვესტიცია Latch-ში ახლა?

გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს გააცნობიერეთ:

ანალიტიკოსთა ჯგუფმა გამოავლინა იმ 10 კომპანიის სია ინვესტორებისთვის, რომელთა აქციების ყიდვაც, მათი აზრით, მომგებიანია… და Latch ამ სიაში არ არის.

წინა

რომელია უკეთესი მეტავერსული აქცია ? Apple vs Microsoft

შემდეგი

საუკეთესო აქცია, რომელშიც $1000-ის ინვესტირება ახლავე ღირს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საუკეთესო აქცია, რომელშიც $1000-ის ინვესტირება ახლავე ღირს

საუკეთესო აქცია, რომელშიც $1000-ის ინვესტირება ახლავე ღირს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved