• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ შეიძლება საფონდო ბირჟაზე თვეში $200-ის ინვესტირებით მილიონერად იქცეთ?

საფონდო ბირჟაზე $1 მილიონის გამომუშავება შეიძლება იმაზე მარტივი აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ

თებერვალი 16, 2022
in სიახლეები
როგორ შეიძლება საფონდო ბირჟაზე თვეში $200-ის ინვესტირებით მილიონერად იქცეთ?
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საფონდო ბირჟა საფრთხის შემცველი ჩანს, მასში ინვესტირება ერთი-ერთი საუკეთესო გზაა თანხის დასაგროვებლად. სინამდვილეში, თუ თქვენ შეგიძლიათ საფონდო ბირჟაზე თვიურად $200-ის ინვესტირების უფლება მისცეთ საკუთარ თავს, შესაძლოა, ასობით ათასი დოლარი ან მეტი გამოიმუშაოთ.

საფონდო ბირჟაზე მილიონის გამომუშავება, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი, მაგრამ ეს არც ისეთი რთულია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სწორი სტრატეგიით შეგიძლიათ $1 მილიონი დააგროვოთ თვეში $200-ის ინვესტირებით. აი როგორ:

Investing

სწორი ინვესტიციების შერჩევა

როდესაც საქმე ინვესტირებას ეხება, არ არსებობს რაიმე უნივერსალური მიდგომა, რადგან თითოეულ ადამიანს გააჩნია პრიორიტეტებისა და რისკისადმი ტოლერანტობის უნიკალური ხარისხი. თუმცა არსებობს ინვესტირების ერთი ტიპი, რომელიც შეიძლება ბევრი ინვესტორისთვის შესაბამისი იყო. ეს არის S&P 500 გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF).

S&P 500 ETF არის ფონდი, რომელიც  მიჰყვება S&P 500-ის ინდექსს. ამიტომ, ის შეიცავს იმავე აქციებს, რომელსაც ეს ინდექსი. ამ ფონდში გაერთიანებული ყველა 500 კომპანია აშშ-ში ყველაზე დიდი და ძლიერი კორპორაციაა, ისეთი კომპანიების ჩათვლით, როგორიც არის: Apple, Amazon და Microsoft.

რადგანაც ფონდში მხოლოდ გიგანტი კორპორაციებია გაერთიანებული, მეტად  სავარაუდოა, რომ ის საფონდო ბირჟის რყევებს გაუძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება მცირედი ვარდნები განიცადოს, S&P 500 ETF-ის ყველაზე საშინელი დაცემებისგან აღდგენის ისტორია დეკადებს ითვლის. მაშინ, როცა ინვესტირებაში არაფერია გარანტირებული, დიდია შესაძლებლობა, რომ S&P 500 ETF მომავალ ვარდნებსაც გაუძლებს.

მილიონ დოლარიანი პორტფელის შექმნა

ისტორიულად S&P 500-ს ყოველწლიურად საშუალოდ 10% ამონაგები მოჰქონდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ყოველწლიურად 10%-იან შემოსავალს ვერ მიიღებთ, დეკადების განმავლობაში თქვენ მიერ მიღებული შემოსავლების საშუალო მაჩვენებელი 10% იქნება.

ინვესტირებით $1 მილიონის დააგროვებაში დრო თქვენი ყველაზე ძვირფასი რესურსია. რაც უფრო მეტი ხნით შეგიძლიათ თქვენი შემოსავლების მისაღებად მოცდა, მით ნაკლების ინვესტირება მოგიწევთ ყოველთვიურად.

დავუშვათ,  ყოველთვიურად $200-ს აბანდებთ და საშუალო წლიური შემოსავალი 10%-ია. ასეთ შემთხვევაში $1 მილიონს დაახლოებით 40 წელში დააგროვებთ.

არ გაქვთ 40 წელი ინვესტირებისთვის? არაუშავს. ყოველთვიურად ცოტათი მეტის ინვესტირებით, უფრო ნაკლებ დროში შეძლებთ $1 მილიონის დაგროვებას. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნახავთ, თუ 10%-იანი საშუალო წლიური შემოსავლის პირობებში რამდენის ინვესტირება დაგჭირდებათ ყოველთვიურად იმისათვის, რომ საფონდო ბირჟაზე მილიონერად იქცეთ.

წლების რაოდენობა ყოველთვიური ინვესტიცია მთლიანი დანაზოგი
35 $325 $1.057 მილიონი
30 $525 $1.036 მილიონი
25 $875 $1.033 მილიონი
10 $1500 $1.031 მილიონი
       

რაც მეტი დრო გაქვთ, მით უფრო მარტივია მილიონდოლარიანი პორტფელის შექმნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვიან დაწყების შემთხვევაში ეს მიზანი მიუღწეველია.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენის ინვესტირების საშუალება გაქვთ ამჟამად, სჯობს ეს ახლა დაიწყოთ, ვიდრე სამომავლოდ გადადოთ. ახლა ცოტაოდენი ინვესტირების შემთხვევაშიც კი, გარკვეული დროის შემდეგ საბოლოო ჯამში შეიძლება დიდი დანაზოგი მიიღოთ. ამ სწორი სტრატეგიით, შეიძლება საფონდო ბირჟაზე მილიონერად ქცევის გზაზე იდგეთ.

წინა

Airbnb-იმ მე-4 კვარტალის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა

შემდეგი

რამდენად მომგებიანია ახლა Twitter-ის აქციების შეძენა?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რამდენად მომგებიანია ახლა Twitter-ის აქციების შეძენა?

რამდენად მომგებიანია ახლა Twitter-ის აქციების შეძენა?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved