• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

S&P 500-ის დიაგრამები მნიშვნელოვან დაღმასვლის რისკზე მიუთითებს

თებერვალი 15, 2022
in სიახლეები
Sony-ს აქციები
გაზიარება

S&P 500-ის ინდექსმა (SPX) 2022 წლის 24 იანვარს თავისი მინიმუმი დააფიქსირა – 4,222.62 – რაც მის წლიურ მაჩვენებელზე (4,383) დაბალია. 11 თებერვლის მონაცემები უფრო მაღალი იყო – 4,418.64, ხოლო მისი ნახევარწლიური მაჩვენებელი კი 4,125-ს შეადგენს. SPX თავის 50 და 200 დღიან მარტივ მოძრავ საშუალო მაჩვენებლებზე (SMA) დაბალი პოზიციით დაიხურა – 4,608.75-სა და 4,452.06-ს ნიშნულებზე. SPX ასევე კვარტალურ ღერძზე დაბლა იმყოფება 4,528-ზე.

S&P 500 წლის დასაწყისიდან 7.3%-ით დაეცა და 8.3%-ით დაბალია 4 იანვრის მაქსიმუმზე (4,818.82). 2020 წლის 23 მარტს S&P 2,191.86 ნიშნულამდე დაეცა და მას შემდეგ 101.6%-იანი ზრდის ეტაპზე იმყოფება.

The Daily Chart For SPX

S&P 500-ის დღიური დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ინდექსი 21 იანვრამდე 200 დღიან SMA-ზე (მწვანე მრუდი) მაღლა გამუდმებით იზრდება. ინდექსი მიჰყვებოდა 50 დღიან SMA-ს (ლურჯი მრუდი), სანამ 13 იანვარს მასზე დაბალ მაჩვენებელზე დაიხურებოდა.

ზედა ორი ჰოზირონტალური ხაზი, 4,794 და 4,528 მაჩვენებლებით, რისკის თვიურ დონეებს ასახავს. მესამე ჰორიზონტალური ხაზი, 4,383 ნიშნულით, არის წლიური ღერძი. მის ქვემოთ არსებული სივრცე მიუთითებს რისკზე ყველაზე დაბლა გავლებულ ჰორიზონტალურ ხაზამდე – 4,125 ნიშნულზე, რომელიც ნახევარწლიური ღირებულების მაჩვენებელია.

გახსოვდეთ, რომ  50 დღიანი SMA-ს 200 დღიან SMA-ზე დაბლა ჩამოსვლა მსხვილი გაყიდვების პოტენციალზე მიუთითებს.

The Weekly Chart For SPX S&P 500-ის კვირეული გრაფიკი 14 იანვრის კვირის შემდეგ უარყოფითია. ინდექსი, 4,531.04 მაჩვენებლით არის ხუთკვირიან მოდიფიცირებულ მოძრავ საშუალოზე (MMA) დაბლა. მწვერვალზე ასვლა დაიწყო 200 დღიანი მარტივი მოძრავი საშუალო მაჩვენებლიდან, 2020 წლის 10 აპრილის მიმდინარე კვირაში, როდესაც ის 2,648.91-ს შეადგენდა.

12,3,3 კვირეული ნელი სტოქასტიკი, გრაფიკის ყველაზე დაბალ ნაწილში შეადგენს 42.34-ს, 14 იანვრის მიმდინარე კვირაში 80.00-იანი ნიშნულიდან დაცემის შემდეგ. კვირეული ნელი სტოქასტიკი 00.00 დან 100.00-მდე მაჩვენებლების შუალედში მერყეობს, სადაც 80.00-ზე მაღალი მაჩვენებლები გადაჭარბებულ შესყიდვას, ხოლო 20.00-ზე დაბალი მაჩვენებლები გადაჭარბებულ გაყიდვაზე მიგვითითებს.

The Monthly Chart For SPX

თვიური გრაფიკი 1987 წლის კრახს უბრუნდება. ის რთულად იკითხება და შკალაზე 80.00-ზე მაღლაა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადაჭარბებულ შესყიდვაზე მიუთითებს. 12,3,3 თვიურმა ნელმა სტოქასტიკმა, 2020 წლის ივლისში პიკს – 96.60-ს მიაღწია.

მწვანე მრუდი 120 თვიანი მარტივი მოძრავი საშუალო მაჩვენებელია. ის მიუყვება აღმავალ ტრენდს 2009 და 2020 წლის მარტის კვირების მინიმუმ მაჩვენებლებს შორის, რომლებიც შესაბამისად 666.79 და 2,191.86-ია.

“Bear Market” მოსალოდნელია, თუ ღირებულების ნახევარწლიანი მაჩვენებელი 4,125 მაჩვენებელზე ვერ შენარჩუნდება. სტაბილურობის გასაღები კი წლიურ მაჩვენებელზე (4,383) მაღლა დარჩენაა.

წინა

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ „მიმი“ – ანუ საკულტო აქციები?

შემდეგი

რა ახალ გზებს პოულობს Visa ზრდისთვის?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რა ახალ გზებს პოულობს Visa ზრდისთვის?

რა ახალ გზებს პოულობს Visa ზრდისთვის?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved