18 იანვარს თამაშების ინდუსტრიის ერთ–ერთი გიგანტის, Sony-ის აქციები 7%-ით დაეცა, – იტყობინება VGC. 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს მისი ყველაზე დიდი დანაკარგია. როგორც ინდუსტრიის ექსპერტი ამბობს, Sony-სა და Nintendo-ს სათამაშო ბიზნესში კარგად დამკვიდრებული ადგილები აქვთ, თუმცა მათი სტრატეგია უფრო მაღალ სივრცეებზე გასვლაა, რომლისკენაც მთელი ინდუსტრია მიემართება.
„ეს უფრო მეტად ეხება Microsoft-ის კონკურენციას Google-თან, Amazon-თან, Apple-თან, Facebook-თან და სხვებთან. ეს შენაძენი Microsoft-ს სოლიდურ სტრატეგიულ მდგომარეობაში დააყენებს”, – ამბობს ექსპერტი.
Financial Times-ის თანახმად, ამ ამბებმა Sony-ს 15 მილიარდ ფუნტზე ნაკლები ღირებულების ზარალი ანახა. კომპანიის აქციები 2022 წლის დასაწყისიდან 21 წლის მაქსიმუმზე იყო, მაგრამ ზემოხსენებულმა შესყიდვამ ეს მთლიანად გააუქმა.
Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენა ყველაზე დიდი ნაბიჯი იქნება თამაშების ისტორიაში. ჯერ კიდევ რამდენიმე საკითხი გასარკვევია, მაგალითად, როგორ აისახება ეს ჯვარედინ პლატფორმებზე, როგორიცაა Call of Duty. Xbox-ის ხელმძღვანელი, ფილ სპენსერი ამბობს, რომ ეს თამაშები არ იქნება ექსკლუზიური Xbox-ისთვის. MST Financial-ის ანალიტიკოსმა დევიდ გიბსონმა თქვა, რომ თუ Microsoft საკუთარი პლატფორმისთვის ექსკლუზივებს დააწესებს, ეს ეკონომიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ჯერ არავინ იცის, როგორ შეიცვლება ინდუსტრია გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორ შეიცვლება კომპანიის კულტურა Activision Blizzard-ში.
წყარო: gamebyte