• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი — Silicon Valley Bank გაკოტრდა

მარტი 13, 2023
in სიახლეები
აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი — Silicon Valley Bank გაკოტრდა
გაზიარება

აშშ-ში Silicon Valley Bank (SVB) გაკოტრდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების ყველაზე დიდი შემთხვევაა.

ქვეყანაში სიდიდით მე-16 ბანკმა მარცხი განიცადა მას შემდეგ, რაც მეანაბრეებმა გასულ კვირაში თავიანთი თანხების საჩქაროდ განაღდება დაიწყეს, რადგან საზოგადოებაში ბანკის მდგომარეობის გამო შფოთვა ფართოდ გავრცელდა.

SVB ვეღარ უმკლავდებოდა კლიენტების მიერ თანხების მასიურ გატანას და ახალი ფულის მოსაზიდად ბანკის ბოლო მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

საპროცენტო განაკვეთების ზრდამ, რეცესიის შიშმა და საწყისი საჯარო შეთავაზებების (IPO) ბაზრის შენელებამ კომპანიებისთვის ადრეულ ეტაპზე მეტი ფულადი სახსრების მოზიდვა გაართულა. როგორც ჩანს, ამან აიძულა ფირმები, გაენაღდებინათ თავიანთი დეპოზიტები ბანკებში, როგორიცაა SVB.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული გეგმის პირობების მიხედვით, SVB ცდილობდა გაეყიდა $1.25 მილიარდის ღირებულების ჩვეულებრივი აქციები და $500 მილიონის კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები. SVB-მ ასევე დააანონსა გარიგება საინვესტიციო ფირმასთან — General Atlantic-თან $500 მილიონის ღირებულების ჩვეულებრივი აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა ოთხშაბათს SVB-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკმა გაყიდა $21 მილიარდის ღირებულების ფასიანი ქაღალდები ფულადი სახსრების მოსაზიდად და ბალანსის აღსადგენად უფრო მოკლე მოქმედების ვადის მქონე აქტივების მიმართ, რომლებიც მზარდ საპროცენტო განაკვეთებს ნაკლებად ექვემდებარება. SVB-ს შეფასებით ამ გაყიდვებმა ბანკს $1.8 მილიარდის მოცულობის ზარალი მოუტანა.

საბოლოოდ აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაისაკუთრა ბანკი და მისი მართვა მიანდო დეპოზიტების გარანტიაზე პასუხისმგებელ სააგენტოს — დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციას (FDIC).

ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი SVB, რომელიც სპეციალიზებულია სტარტაპების დაფინანსებაში, აშშ-ში, აქტივების ზომით, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი გახდა: 2022 წლის ბოლოს ის $209 მილიარდის ღირებულების აქტივებს და დაახლოებით $175.4 მილიარდის დეპოზიტებს ფლობდა.

აშშ-ს ხაზინის მდივანმა — ჯანეტ იელენმა პარასკევს, სიტუაციის განსახილველად, ფინანსური სექტორის რამდენიმე მარეგულირებელი მოიწვია, მათ სრული ნდობა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საბანკო სექტორი კვლავ „მდგრადია“.

უოლ სტრიტის ანალიტიკოსებმა ხუთშაბათსა და პარასკევს განაცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, SVB-ში წამოჭრილი პრობლემები მთელ საბანკო სისტემაში ფართოდ გავრცელდეს. Morgan Stanley-ში აღნიშნეს, რომ SVB-ის სიტუაცია „უაღრესად უნიკალურია“.

წინა

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი GOTCHA

შემდეგი

საინტერესო ფაქტები ჰოვარდ მარკსის შესახებ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
საინტერესო ფაქტები ჰოვარდ მარკსის შესახებ

საინტერესო ფაქტები ჰოვარდ მარკსის შესახებ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved