ბევრმა ინვესტორმა შეიძლება იფიქროს, რომ, რადგან Tesla-ში ინვესტიცია ადრეულ ეტაპზე არ ჩადო, ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აქციების ფასი 1,800%-ზე მეტით გაიზარდა, იანვრის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 25%-ზე მეტით შემცირდა.
მაგრამ ინვესტიციების განხორციელებისას ინვესტორი მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა წარსულზე. ტესლა და ზოგადად ელექტრომობილების (EV) სექტორი ახალ ფაზაში შედის და კომპანია კარგად არის პოზიციონირებული იმისთვის, რომ წინსვლა განაგრძოს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქციების ფასის აღდგენა შეიძლება წინა შედეგებს არ ემთხვეოდეს, ტესლას დიდი პოტენციალი გააჩნია. მოდით განვიხილოთ, არის თუ არა ახლა კარგი დრო ინვესტირებისთვის.
პროდუქციის ხაზის გაფართოება
Tesla-სთვის მეორე კვარტალი რთული იყო. მიწოდების გლობალური ჯაჭვის პრობლემებმა და ნედლეულის მზარდმა ხარჯებმა განსაკუთრებით იმოქმედა მის ორ ახალ ქარხანაზე, რომელიც ტეხასსა და გერმანიაში მდებარეობს. შანხაის ქარხანაში წარმოება, ისევე როგორც მომხმარებელთა მოთხოვნა, შეფერხდა ლოკდაუნით, რადგან ჩინეთის მთავრობა ნულოვანი COVID-ის პოლიტიკის გატარებას განაგრძობდა.
მაგრამ ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, ტესლამ მეორე კვარტალში წლიდან წლამდე გაყიდვები 42%-ით გაზარდა და $621 მილიონის მოცულობით ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი (FCF) გამოიმუშავა. ეს არ არის ცუდი იმის გათვალისწინებით, რომ რთული მეოთხედი იყო. კომპანია თავისი პროდუქციის პორტფელს ზრდის. აღმასრულებელმა დირექტორმა – ილონ მასკმა თქვა, რომ ტესლა Semi სატვირთო მანქანის მიწოდებას მიმდინარე წელს დაიწყებს, ხოლო Cybertruck პიკაპის მოდელი მომავალ წელსაც გამოშვების ეტაპზე უნდა იყოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მისი პროდუქციის პორტფელს დაემატება დაბალფასიანი ელექტრომობილი, რადგან კომპანია ხარჯებს ამცირებს.
Tesla-ს ენერგეტიკული სეგმენტი ასევე ზრდის წარმოებას. მისმა გიგაქარხნებმა არა მხოლოდ გაზარდა ბატარეის გამოშვება, რათა მხარი დაუჭიროს Tesla-ს ავტომობილების წარმოების ზრდას, არამედ კომპანია ზრდის ბატარეის შენახვისა და მზის პანელების გამოშვებას, რომლებსაც ის ცალკე ყიდის. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ენერგეტიკული სეგმენტის შესადარებელ ზრდას 2019 წლიდან, წლების პირველ ექვსთვიან პერიოდებში. მეორე კვარტლის ანგარიშში კომპანიამ განაცხადა, რომ იგი აგრძელებს ენერგიის შენახვის სისტემის – Megapack-ის წარმოების ზრდას, რადგან მომხმარებელთა ინტერესი ”კვლავ ძლიერია და ჩვენს წარმოების მაჩვენებელს ბევრად აღემატება.”
მომავალი
ინვესტორებისთვის ამ კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორი ყოველთვის კომპანიის შეფასება იყო. Tesla-ს P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 16 სექტემბრის მონაცემებით დაახლოებით 110-ს შეადგენს.
მაგრამ კომპანია ხარჯების შემცირების მიმართულებით მუშაობს. ინვესტორთა ბოლო კონფერენციაზე, ტესლას ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა – მარტინ ვიეჩამ თქვა, რომ ტესლას თითო მანქანის თვითღირებულება 2017 წელს $84 000 იყო და ბოლო დროს $36 000-მდე შემცირდა. ამ ტენდენციის გაგრძელება Tesla-ს საშუალებას მისცემს შევიდეს იაფი ელექტრომობილების ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს EV სექტორში მასობრივ შეღწევას.
კომპანიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ ტესლა აფასებს ლითიუმის ჰიდროქსიდის გადამამუშავებელი ნაგებობის აშენების პოტენციალს ტეხასის ყურის სანაპიროზე. ეს იქნება კიდევ ერთი გზა მისი მიწოდების ჯაჭვის გასამარტივებლად და ხარჯების გასაკონტროლებლად. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, კომერციული ოპერაციები შეიძლება დაიწყოს 2024 წლის მეოთხე კვარტალში, თუ პროექტი განვითარდება.
ეს ასევე შეიძლება დაეხმაროს Tesla-ს ისარგებლოს ინფლაციის შემცირების აქტში შეტანილი სტიმულით. ახალმა კანონმა Tesla-ს სტიმული უკვე მისცა, რადგან ის განაახლებს საგადასახადო შეღავათებს, რომლებსაც ვადა გაუვიდა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ახალ ელექტრომობილებს ყიდულობენ. ავტომობილის დაბალფასიანი მოდელები და მისი მიწოდების ჯაჭვის მეტი ნაწილის აშშ-ში განლაგება ასევე დაეხმარება მას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაში.
ტესლასთვის მომავალი, რა თქმა უნდა, ნათელია. მიუხედავად იმისა, რომ 100-ზე მეტი P/E უკიდურესად მაღალი შეფასებაა, თუ კომპანია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 50%-ით ან ამ მაჩვენებელთან მიახლოებულ ზრდას განაგრძობს, ეს შეფასება არც ისე მაღალი აღმოჩნდება. ინვესტორებისთვის, რომლებიც წლების ან ათწლეულების მანძილზე იყვნენ ტესლაში ინვესტირებით დაინტერესებულნი, კომპანიის აქციების ახლავე ყიდვა შეიძლება კარგი აზრი იყოს.