• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

როგორ დავზოგოთ ფული საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის?

ნოემბერი 8, 2024
in ინვესტიციის ანბანი
როგორ დავზოგოთ ფული საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის?
გაზიარება

საფონდო ბირჟაზე ინვესტირება სიმდიდრის დასაგროვებლად და გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მისაღწევად შესანიშნავი საშუალებაა. თუმცა, ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ინვესტირებისთვის საჭირო თანხის გამოყოფა წარმოადგენს. დაზოგვის ეფექტური სტრატეგიების დანერგვით კი შეძლებთ, საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის მყარი საფუძველი შექმნათ. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ინვესტირების დასაწყებად ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ ბიუჯეტი

შეიმუშავეთ ყოვლისმომცველი ბიუჯეტი, რომელიც თქვენს შემოსავალსა და ხარჯებს ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი კარგად გააანალიზეთ, საკითხს კრიტიკულად მიუდექით, რათა დაადგინოთ, რა მიმართულებით შეგიძლიათ ხარჯების შემცირება. თქვენი შემოსავლის ნაწილი კი სპეციალურად საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის გამოყავით.

შექმენით სარეზერვო ფონდი

სარეზერვო ფონდის შექმნა ინვესტირების დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გჭირდებათ 3 თვის საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი თანხა — ეს მხოლოდ მინიმუმია. უკეთეს შემთხვევაში, სჯობს ორიენტირად 6 თვე ან უფრო დიდი ვადა აიღოთ. ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა, ამიტომ საფონდო ბირჟაზე უნდა დააბანდოთ ის ფული, რომელიც დაახლოებით 5 წლის განმავლობაში არ დაგჭირდებათ, სარეზერვო ფონდი კი შექმნის „უსაფრთხოების ბადეს“ ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, როგორიც არის, მაგალითად, სამუშაოს დაკარგვა. შედეგად, ასეთი რეალობის დადგომის შემთხვევაში, ინვესტიციების გაყიდვა არ მოგიწევთ და სარეზერვო ფონდში არსებულ ფულს გამოიყენებთ.

დაისახეთ მკაფიო ფინანსური მიზნები

ინვესტირების დაწყებამდე ჩამოაყალიბეთ მკაფიო ფინანსური მიზნები, რომლებიც დაზოგვისთვის საჭირო მოტივაციას მოგცემთ. იქნება ეს პენსიაზე გასვლა, სახლის ყიდვა თუ შვილების განათლების დაფინანსება, კონკრეტული მიზნების გათვალისწინება მოგცემთ მიმართულებას, რაც ეფექტური დაზოგვისთვის აუცილებელია.

დაზოგვა ჩვევად აქციეთ

თქვენ მიერ შედგენილი ბიუჯეტიდან კონკრეტული ოდენობის თანხა ინვესტირებისთვის გამოყავით და ის ყოველთვიურად დააბანდეთ. საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დროს თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასახული ფინანსური მიზნების მიღწევა შეძლოთ.

ვალები მინიმუმამდე შეამცირეთ

თუ მაღალპროცენტიანი ვალების გადახდის საშუალება გაქვთ, ეს აუცილებლად გააკეთეთ. მათ რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად ასევე შეგიძლიათ „ზვავის“ მეთოდი გამოიყენოთ. „ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.

ფოკუსირდით შემოსავლის გაზრდაზე

მოძებნეთ დამატებითი ფულის გამომუშავების გზები ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ფრილანსერობის ან თქვენი სხვადასხვა უნარების მონეტიზაციის საშუალებით. დამატებითი შემოსავალი შეიძლება პირდაპირ ინვესტირებისკენ მიმართოთ, რაც საფონდო ბირჟაზე თქვენს პროგრესს დააჩქარებს.

ორიენტირდით განათლებაზე

დაუთმეთ დრო ფინანსურ განათლებას. გაიგეთ მეტი პერსონალური ფინანსების მართვის და საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესახებ. რაც უფრო მეტი ცოდნა გექნებათ, მით უფრო მომგებიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ. ცოდნის გასაღრმავებლად დაესწარით სემინარებს, იკითხეთ ფინანსური ლიტერატურა და გაეცანით სანდო რესურსებს ამ სფეროს შესახებ.


ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
წინა

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

შემდეგი

წესები Bear Market-ის პირობებში სწორად ინვესტირებისთვის

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
წესები Bear Market-ის პირობებში სწორად ინვესტირებისთვის

წესები Bear Market-ის პირობებში სწორად ინვესტირებისთვის

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved