• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

თებერვალი 23, 2023
in ინვესტიციის ანბანი
ტოპ 10 რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
გაზიარება

ინვესტირების სამყაროში შებიჯება, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის რთული გადასაწყვეტი იყოს. სწორედ ამიტომ დღეს მოგიმზადეთ სტატია, რომელშიც დამწყები ინვესტორებისთვის განკუთვნილ რჩევებს შემოგთავაზებთ.

  1. შეადგინეთ გეგმა

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი ფულის ინვესტირება გსურთ, მნიშვნელოვანია, ჩამოაყალიბოთ გეგმა, რამდენიმე კითხვის გათვალისწინებით: რა მოცულობის თანხის ინვესტირება შემიძლია? რამდენის დაკარგვის ფუფუნება მაქვს? რა არის ჩემთვის ინვესტირების მიზანი? რამდენ ხანს ვაპირებ ინვესტირებას ამ მიზნის მისაღწევად? ვერკვევი თუ არა ყველა შესაფერისი საინვესტიციო ვარიანტის განმარტებასა და ტერმინოლოგიაში?

  1. გაიაზრეთ რისკი

გაიაზრეთ რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონე და დაფიქრდით, როგორ იგრძნობდით თავს მთელი ინვესტირებული თანხა ან მისი ნაწილი რომ დაგეკარგათ. ახალბედა ინვესტორებს შორის გავრცელებული შეცდომა სწორედ ამ ფაქტორის არასწორად შეფასებაა. რეალურად, როდესაც მათი შედარებით სარისკო ინვესტიციების ღირებულება ეცემა, ისინი პანიკის საფუძველზე გაყიდვას იწყებენ. რისკისა და ანაზღაურებისადმი გააზრებული მიდგომა საშუალებას მოგცემთ, რომ ინვესტიციები რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონის შესაბამისად შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ რისკს შეიცავს — ეს ნაღდი ფულის შენახვასაც ეხება, რადგან, შესაძლოა, მისი მსყიდველობითი უნარი ინფლაციის გამო შემცირდეს.

  1. თავიდანვე გაითვალისწინეთ საგადასახადო ეფექტიანობა

თუ ინვესტირებას მცირე თანხებით დაიწყებთ, შეიძლება იფიქროთ, რომ საგადასახადო ეფექტურობა მთავარი საზრუნავი არაა. გახსოვდეთ, ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა და უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინვესტიციების პოტენციური ღირებულება მომავალში. ჩათვალეთ, რომ ახლა ინვესტიციას დებთ პენსიაზე გასვლისთვის და საპენსიო ასაკის მიღწევისთვის თქვენ მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ამიტომ ეს ფაქტორი წინასწარ, ანგარიშის გახსნამდე უნდა გაითვალისწინოთ.

  1. მიმართეთ დივერსიფიკაციას

როდესაც ბაზრები იზრდება და ეცემა, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებით დაკომპლექტებული დივერსიფიცირებული პორტფელი რისკის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზე, სექტორებში ან კომპანიებში ინვესტირება ერთ სფეროზე ზედმეტად დამოკიდებულს გაგხდით და თქვენი წარმატება პირდაპირ მის წარმადობაზე იქნება მიბმული, რაც ჭკვიანური ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ამის საპირისპიროდ, აქტივთა სხვადასხვა კლასებში, რეგიონებში და სექტორებში ინვესტირება პოტენციური ზარალის შემცირებისა და გრძელვადიანი შემოსავლის მაქსიმიზაციის საშუალებას მოგცემთ.

Portfolio Diversification
  1. საინვესტიციო გადაწყვეტილებებს სხვების რჩევებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ

ინტერნეტსა და მედიაში ინვესტირების შესახებ მრავალ რჩევას შეხვდებით. რა თქმა უნდა, მათ შორის ძალიან ღირებულ ინფორმაციასაც ნახავთ, თუმცა საინვესტიციო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ სხვის რჩევებზე დაყრდნობით, არამედ საკუთარი საფუძვლიანი კვლევის ჩატარების შემდეგ უნდა მიიღოთ.

  1. ორიენტირდით ინვესტირებაზე და არა სპეკულირებაზე

მიუხედავად იმისა, რომ პენი (იაფი) აქციები მაღალი შემოსავლის პოტენციალით შეიძლება ძალიან მიმზიდველი ჩანდეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის გრძელვადიანი მომავალი ღირებულება. ძალიან მცირე კომპანიები, ნაკლები რეგულირების გამო, შეიძლება უფრო სარისკო იყოს ვიდრე უფრო დიდი, საერთაშორისო კორპორაციები. მცდარია მოსაზრება, თითქოს დიდი რისკის გაწევა უფრო მეტი ფულის გარანტია — დიდი ალბათობით, ცხენების დოღში პონიზე ფსონს არ გააკეთებდით.

  1. ჩადეთ ინვესტიცია რეგულარულად

ზოგჯერ მცირე თანხების ხშირად ინვესტირება უკეთესია, ვიდრე დიდი მოცულობის ერთჯერადი ინვესტიციების განხორციელება. რეგულარული ინვესტირება ასევე საშუალებას გაძლევთ, არასტაბილურ გარემოში აქციების იაფად შეძენის შედეგად, ინვესტიციების საშუალო ღირებულება შეამციროთ. ინვესტირების ადრე დაწყება და პროცესის უწყვეტობა რთული პროცენტის ეფექტით მაქსიმალურად სარგებლობის შესაძლებლობითაც უზრუნველგყოფთ.

  1. მიმართეთ რეინვესტირებას

თუ თქვენი ინვესტიციიდან კონკრეტული პერიოდული შემოსავლის მიღებისკენ არ ისწრაფვით, მაშინ შეიძლება მიღებული შემოსავლის რეინვესტირებაზე ორიენტირდეთ. ისტორია გვიჩვენებს, რომ დივიდენდების რეინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდის.

  1. პერიოდულად გადააფასეთ თქვენი ინვესტიციები

გახსოვდეთ, რომ ინვესტირება უწყვეტი პროცესია, ამიტომ თქვენს ინვესტიციებს, პირად გარემოებებს, ვადებს და რისკისადმი თქვენი ტოლერანტობის დონეს პერიოდულად უნდა გადახედოთ, რადგან ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში შეიცვლება. მაგალითად, რაც უფრო უახლოვდებით თქვენს მიზანს, შეიძლება რისკის დონის შემცირება და შედარებით სარისკო ინვესტიციებზე უარის თქმა დაგჭირდეთ, რათა საკუთარი კაპიტალი დაიცვათ. რისკისადმი ტოლერანტობის დონის გადაფასების გარდა, თქვენი საინვესტიციო პორტფელის რისკის პროფილიც შეამოწმეთ. სხვადასხვა ტოპ საინვესტიციო ფონდების ღირებულების შეცვლის შედეგად, თქვენს პორტფელში მათი წილიც იცვლება, ამიტომ ეს ფაქტორიც უნდა გააკონტროლოთ. საინვესტიციო პორტფელის პერიოდული გადაბალანსება კვლავ სასურველ დონეზე დაბრუნების საშუალებას მოგცემთ.

  1. მიჰყევით გეგმას

როგორც კი დაიწყებთ ინვესტირებას, მიხვდებით, რომ ძალიან ძნელია უგულებელყოთ დაუსრულებელი ცნობები ბაზრის მოძრაობებზე, ფართო მოხმარების საგნების ფასებზე, აქციებზე, ინფლაციაზე, საპროცენტო განაკვეთებზე, დივიდენდებზე, ოქროს ფასზე, ნავთობის ფასზე და ა. შ. გახსოვდეთ, რომ ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა, სწორედ ამიტომ ბაზრის მოკლევადიან მოძრაობებზე ფოკუსირების ნაცვლად გრძელვადიანი მიდგომა უნდა შეინარჩუნოთ და თქვენ მიერ შედგენილ გეგმას მიჰყვეთ.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved