• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

წესები Bear Market-ის პირობებში სწორად ინვესტირებისთვის

თებერვალი 15, 2023
in ინვესტიციის ანბანი
წესები Bear Market-ის პირობებში სწორად ინვესტირებისთვის
გაზიარება

Bear market, ჩვეულებრივ, განისაზღვრება, როგორც 20%-იანი ვარდნა ბოლო მაქსიმალური მაჩვენებლებიდან. ტერმინის ყველაზე გავრცელებული გამოყენებაა S&P 500-ის წარმადობაზე მითითება, რომელიც, ზოგადად, მთელი საფონდო ბირჟის საორიენტაციო ინდიკატორად განიხილება.

თუმცა, ტერმინი bear market შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ საფონდო ინდექსთან, ან ცალკეულ აქციასთან მიმართებით, რომელიც ბოლო მაქსიმალური მაჩვენებლებიდან 20%-ით ან მეტით დაეცა.

ტერმინები bear market და საფონდო ბირჟის კორექცია ხშირად გამოიყენება ურთიერთშენაცვლებით, მაგრამ ისინი უარყოფითი წარმადობის ორ განსხვავებულ სიდიდეზე მიგვანიშნებს. კორექტირება ხდება მაშინ, როდესაც აქციების ფასი, ბოლო მაქსიმუმებიდან, 10%-ით ან მეტით (20%-მდე) ეცემა და ის შეიძლება გადაიზარდოს bear market-ში თუ ვარდნა 20%-ს მიაღწევს.

Bear Market-ის გამომწვევი მიზეზები

Bear market-ის ჩვეული მიზეზი არის ინვესტორების შიში ან გაურკვევლობა, მაგრამ მრავალი სხვა შესაძლო გამომწვევი ფაქტორი არსებობს. 2020 წლის bear market გლობალურმა COVID-19 პანდემიამ გამოიწვია, სხვა ისტორიული მიზეზები მოიცავდა ინვესტორთა ფართოდ გავრცელებულ სპეკულაციას, უპასუხისმგებლო დაკრედიტებას, ნავთობის ფასის ცვლილებებს და ა. შ.

როგორ უნდა ჩადოთ ინვესტიცია Bear Market-ის პირობებში?

Bear market, რა თქმა უნდა, შეიძლება საშინელი დრო იყოს ინვესტორებისთვის (განსაკუთრებით დამწყებთათვის) — საინვესტიციო პორტფელის ღირებულების კლება არავის სიამოვნებს. მეორეს მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის, bear market შესანიშნავი შესაძლებლობაა ხარისხიანი აქციების ფასდაკლებით შესაძენად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემულია წესები, რომლებიც bear market-ის პირობებში ინვესტირებაში დაგეხმარებათ.

იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც bear market-ის პერიოდში შეგიძლიათ, ბაზრის მოძრაობების გამო პანიკაში ჩავარდნაა. გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალო დონის ინვესტორის საინვესტიციო პორტფელის წარმადობა ფართო ბაზარს ჩამორჩება, რისი მთავარი მიზეზიც ინვესტიციების ხშირი ყიდვა-გაყიდვაა. აქციების ფასის კლებისას ჩვენი ინსტინქტი გაყიდვაა მანამ, სანამ „ყველაფერი გაუარესდება“. შემდეგ, როდესაც bull market დგება, ჩვენ ვყიდულობთ აქციებს, რათა მოგება არ გამოვტოვოთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინვესტირების მთავარი მიზანია იაფად ყიდვა და ძვირად გაყიდვა, ბაზრის რყევებზე ემოციური რეაგირებით კი საპირისპიროს ვაკეთებთ.

Bull Market vs Bear Market

ფოკუსირდით ხარისხზე

მოვიშველიოთ ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ცნობილი ციტატა: „როდესაც ტალღა ქრება, სწორედ მაშინ ვიგებთ, თუ ვინ ცურავდა შიშველი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ეკონომიკა უარესდება, სუსტი კომპანიები, რომლებსაც რეალური კონკურენტული უპირატესობები არ გააჩნია, ყველაზე მეტად დაზარალდება, ხოლო მაღალი ხარისხის ფირმები, როგორც წესი, რთულ პერიოდს გადალახავს. გაურკვევლობის პერიოდში მნიშვნელოვანია ფოკუსირება კომპანიებზე, რომლებსაც მყარი ბალანსი და მკაფიო, შენარჩუნებადი კონკურენტული უპირატესობები გააჩნია.

ნუ ეცდებით „ფსკერის გამოჭერას“

ბაზრის მოკლევადიანი მოძრაობების გამოცნობის მცდელობა, როგორც წესი, წაგებული ბრძოლაა. ხარისხიანი კომპანიის აქციების შეძენისას ნუ დაიცდით, სანამ ფასი ფსკერს მიაღწევს, უბრალოდ ჩადეთ ინვესტიცია და თუ ამის შემდეგ ფასი კიდევ უფრო შემცირდება, პანიკაში ნუ ჩავარდებით.

შექმენით პოზიციები დროთა განმავლობაში

იმის ნაცვლად, რომ ფსკერს დაელოდოთ, უმჯობესია, საინვესტიციო პოზიციები თანდათანობით შექმნათ. ამ გზით, თუ ხარისხიანი კომპანიის აქციების ფასი ვარდნას განაგრძობს, შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი დაბალი ღირებულებით ისარგებლოთ და პოზიციები კიდევ უფრო გაზარდოთ.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ CrowdStrike-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ SoFi Technologies-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ SoFi Technologies-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ SoFi Technologies-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved