ბიზნესის დიდ და გლობალურ სამყაროში ერთგვარი რბოლაა გამოცხადებული ოპერაციების მაქსიმალურად ავტომატიზაციისთვის, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ორგანიზაციები ცდილობენ, დააჩქარონ რუტინული პროცესები და გაზარდონ პროდუქტიულობა. ამის ფონზე, საქართველოს ბანკმა ციფრული ტრანსფორმაციის ეს ტრენდული კონცეფცია სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. მომხმარებლებთან ურთიერთობისა და გამოცდილების მართვის წამყვანმა პლატფორმებმა, Salesforce-მა და Medallia-მ, მისცა ბანკს საშუალება, ჩაერთოს ღრმა სწავლებაში და მომხმარებელთა უკუკავშირი სასარგებლო იდეებად აქციოს.
მომხმარებელთა გამოცდილების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუცა გოგილაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად გარდაუვალი პროცესისა, რასაც ციფრულ ტრანსფორმაციას ვუწოდებთ, საქართველოში მან ახალი დატვირთვა მიიღო, რადგან აქ საერთო წესი იშვიათად ერგება ყველას და ყველაფერს:
“საქართველოს ბანკში გვჯერა ციფრული ტექნოლოგიების ძალის, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს შეთავაზებებს და საზოგადოების წევრებთან უწყვეტ კავშირს გვიყალიბებს”, – აცხადებს ის.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Net Promoter Score (NPS), რომელიც ბანკის კლიენტთა კლმაყოფილებას ზომავს, თითქმის ორჯერ გაიზარდა წინა წლებთან შედარებით.
ციფრულ ტექნოლოგიაზე ფართო გადასვლამ აქტიური, ინდივიდუალური მომხმარებლების შთამბეჭდავი ზრდა გამოიწვია როგორც მობილურ, ისე ინტერნეტ ბანკინგის პლატფორმებზე, რაც მთლიანობაში, მომხმარებელთა ბაზის თითქმის 60%-ს შეადგენდა 2021 წლის მესამე კვარტლის ბოლოს. ეს კი მნიშვნელოვანი ნახტომია 38%-დან, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ ფიქსირდებოდა. მათგან დაახლოებით 41% აქტიურია ყოველდღიურად.
ინკლუზიის გაციფრულებით დაჩქარება
მობილ ბანკის განახლებით, საქართველოს ბანკმა ფინანსური სერვისები დააახლოვა მათთან, ვისაც აქამდე შეზღუდული წვდომა ჰქონდა ინტერნეტსა და მობილურ მონაცემებზე.
მყისიერი ბიზნეს ტრანზაქციები, საბანკო გადარიცხვები, ჩაშენებული ვირტუალური ბიზნესის ფინანსური მენეჯერი, ხელმოწერის მოსახერხებელი ფუნქციონალი და სხვა ფუნქციები ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას და ეფექტურია კომპანიის ფინანსების ვირტუალურად მართვისთვის ნებისმიერი ადგილიდან.
ვირტუალური პერსონალური ფინანსური მენეჯერი, ასევე დაინერგა საცალო ვაჭრობის მობილ ბანკში, რომელიც ეხმარება კლიენტებს ბიუჯეტის დაზოგვის ჩვევის გამომუშავებაში, პირადი ფინანსების ორგანიზებაში, ხარჯების ზედმიწევნით მართვაში.
500 Georgia
როდესაც ბანკის გუნდი გრძელვადიანი მიზნების გადახედვას შეუდგა, მიხვდა, რომ სტარტაპ ეკოსისტემის გლობალურ რუკაზე საქართველოს აღნიშვნა მათი ერთ-ერთი მისია იყო. მიზანი ნათელი იყო – მომავალი მეწარმეების დახმარება მასშტაბირებასა და კაპიტალის მოზიდვაში.
მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან VC და სტარტაპ აქსელერატორ, 500 Global-თან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით, ჯგუფმა გზა გაუხსნა მსოფლიო დონის მეწარმეებს რეგიონში 11 სხვადასხვა ბიზნეს ვერტიკალში — ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული ელექტრო ბიზნესიდან – კომერციული გადაწყვეტილებები და დაკრედიტების ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ფერმერული ტექნოლოგიების, ლოჯისტიკისა და უძრავ ქონებამდე.
ინვესტიციები
ამ მიმართულებითაც საქართველოს ბანკი მოწინავეა. მისი სრულიად ახალი ინიციატივა, რომელიც მობილურ ბანკში აქვს ჩაინტეგრირებული, ესაა ნებისმიერი მოქალაქისთვის ინვესტირების შესაძლებლობის მიცემა.
ამასთან, საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ახალი საგანმანათლებლო პლატფორმაც შესთავაზა, რომელიც ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე გვაწვდის ცნობებს.
ადამიანების მომზადება მომავლისთვის გულისხმობს მათი იმ ინსტრუმენტებით გაძლიერებას, რომლებზე წვდომაც სხვაგვარად ვერ ექნებოდათ – ეს საქართველოს ბანკის ყველა იმ ინიციატივის ხედვაა, რომლებიც ზემოთ ჩამოგითვალეთ. როგორც Techchurch წერს და აფასებს, საქართველოს ბანკი სრული სისწრაფით გარდაქმნის სასრულ სერვისს უსასრულო შესაძლებლობების მქონე პლატფორმად და ამასთან ერთად, ქვეყანას წარმოადგენს, როგორც ინოვაციების ცხელ წერტილს.