ინვესტორებისთვის ახლა ბევრნაირად რთული მდგომარეობაა: ევროპაში ომია, შეერთებულ შტატებში ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, პორტები რეზერვდება – ეს ყველაფერი კი მიწოდების ჯაჭვებს აფერხებს. ნებისმიერმა ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს არეულობა ბაზარზე. სამივე ერთად არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ბოლო დროს ინვესტიციები კვერცხის ნაჭუჭზე სიარულს ჰგავს, იმის მიუხედავად, რომ მარტში ბაზარი ცოტათი დაბრუნდა.
ამ ფონზე, პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა საფონდო ბაზარი კრახის ხელახლა განცდას, ნათელია – დიახ, ის კვლავ კრიზისშია, მაგრამ რა მოხდება? ან თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს?
ახლა ძალიან რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ძნელი არ იყო იმის პროგნოზირება, რომ 2022 წელი ადვილი არ იქნებოდა ბაზრისთვის. მის სტაბილურ არსებობას აქციების ყიდვა-გაყიდვა განაპირობებს. ახლა კი არაპროგნოზირებადი გარემოა, არავინ იცის, როდის რა მოხდება. ეს კი ყველაზე რთულია ბაზრისთვის.
ეს სიტუაცია ნებისმიერი თქვენგანის საინვესტიციო პორტფელზეც იმოქმედებს. თუკი თქვენ არასწორ სვლას გააკეთებთ, შეიძლება სერიოზული მოგებაც კი გამოტოვოთ. მაშინაც კი, თუ იმის პროგნოზირება, როდის მოხდება ბაზრის ხელახალი კრახი, ძალიან რთული საქმეა, მინიმუმ აღიარება, რომ ის რაღაც მომენტში დაეცემა, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და იძლევა ძალიან ღირებულ საინვესტიციო ჩარჩოს. ღირსეული სტრატეგიით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი თავი, ისარგებლოთ გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით და თავიდან აიცილოთ მოკლევადიანი „ავარიები”.
რა შეიძლება გააკეთოთ?
გამომდინარე იქიდან, რომ გაქვთ ინფორმაცია ბაზრის მოსალოდნელი ჩამოშლის შესახებ, მაგრამ დარწმუნებულნი არ ხართ, როდის მოხდება ეს, თქვენ უნდა მოაწყოთ თქვენი ფინანსები ისე, რომ არ დაგჭირდეთ აქციებზე დაყრდნობა თქვენი უახლოესი ხარჯების დასაფარად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გჭირდებათ სამიდან ექვს თვემდე დანაზოგი შავი დღისთვის, რომელიც დროებით დაფარავს თქვენს ხარჯებს, თუ თქვენი შემოსავლის სხვა წყაროები მოულოდნელად გაქრება. ეს ასევე ნიშნავს, რომ დაგჭირდებათ დაახლოებით ხუთი წლის ხარჯები, რომელიც თქვენმა პორტფელმა უნდა გადაიხადოს, რათა ისინი ჩაიდოს უფრო უსაფრთხო ინვესტიციებში, ვიდრე ეს აქციებია.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პორტფელის 100%-ით გახარჯვას 5 წლის განმავლობაში. თუ თქვენ ელოდებით პენსიას, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელფასს ან ფულადი სახსრების სხვა სანდო წყაროს, რომელიც დაფარავს თქვენს ხარჯებს, არ გჭირდებათ ეს ხუთწლიანი ბუფერი იმ ხარჯებისთვის, რომლებიც ამ ყველაფერს დაფარავს.
კომპრომისი, რომელიც უნდა გაიღოთ, არის ის, რომ ფული უფრო კონსერვატიულ ინვესტიციებში უნდა დააბანდოთ, როგორიცაა ობლიგაციები, CD-ები ან ნაღდი ფული, რადგან, სავარაუდოდ ის მიიღებს უფრო ნაკლებ შემოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე აგრესიული ინვესტიციები, როგორიცაა აქციები. შედეგად, მიიღებთ დამაბალანსებელ მოქმედებას, რომელიც უნდა მართოთ ამ უფრო კონსერვატიული თანხით.
თუკი ღირსეულ სტრატეგიას დაეყრდნობით და ხარჯებს გონივრულად გაანაწილებთ, შეგიძლიათ შანსი მისცეთ საკუთარ აქციებს, რომ გრძელვადიანად იმუშაოს. გააცნობიერეთ, დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი ფინანსები იქამდე მიიყვანოთ, სადაც თქვენ გადალახავთ ტიპური ბაზრის კრახის და გაძლიერდებით. ასე რომ, დაიწყეთ ახლავე და გააუმჯობესეთ თქვენი მზადყოფნის შანსები შემდეგ ჯერზე, როდესაც ბაზარი დაიშლება.
წყარო: fool