გუშინ მოსკოვში და ოფშორულ ვაჭრობაში რუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში გაიზარდა, თუმცა ვაჭრობის მოცულობა კვლავ დაბალი იყო და სხვა რუსული აქტივები კვლავ ვაჭრობის გარეშე დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ, მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კომპრომისებზე საუბრობენ, უკრაინის ქალაქებში კვლავ ბომბები ცვივა.
ამავდროულად, ბაზრის მონაწილეების ყურადღება მიმართულია იმაზე, გადაიხდის თუ არა რუსეთი კუპონებს სუვერენულ ვალზე, თუ დაიწყებს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდის ათვლას, რომლის შემდეგაც, შეიძლება, პირველად, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სუვერენული ვალის დეფოლტი გამოაცხადოს.
გუშინ მოსკოვში სავაჭრო დღის დახურვისას, რუბლის კურსი 1.9%-ით იყო გაზრდილი დოლართან მიმართებით და USD/RUB თანაფარდობამ 108 შეადგინა. ევროსთან მიმართებით კი 0.7%-ით მოიმატა და EUR/RUB თანაფარდობა 117.7-ზე ნაკლები იყო.
ცოტა ხნის წინ უცხოურ ბირჟებზე ერთი დოლარის საფასური 91 რუბლი იყო, წელს კი რუბლის კურსი დოლართან მიმართებით 23%-ით შემცირდა.
Ziemba Insights-ის დამფუძნებელმა – რეიჩელ ზიემბამ თქვა, რომ რუბლს არ ჰქონდა ლიკვიდურობა, ამიტომ ძალიან მცირე მოძრაობებმა, ვაჭრობის მცირე მოცულობებმა და ვალუტაზე მოთხოვნამ, შეიძლება, ძალიან დიდი აღმავალი სვლები და არა რაიმე კონკრეტული გამოიწვიოს. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის შეზღუდვების გამო, რუბლი ჯერ კიდევ შედარებით არაკონვერტირებადია და ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმის შესახებ, თუ უცხოელებს მისი რაში გამოყენება შეუძლიათ. ზიემბას ვარაუდით, რუბლის მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესება მდგრადი არ იქნება.
Fitch Ratings-მა განაცხადა, რომ თუ სუვერენული ვალის გადახდები რუბლში განხორციელდება და 30-დღიან საშეღავათო კორექცია არ მოხდება, ეს იქნება სუვერენული დეფოლტი.
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
მოსკოვის საფონდო ბირჟა, ცენტრალური ბანკის ბრძანებით, ძირითადად დახურული დარჩა და კვირის ბოლომდეც ეს მდგომარეობა შენარჩუნდება. აქციებით ვაჭრობა მოსკოვში ბოლოს 25 თებერვალს შედგა, რის შემდეგაც ცენტრალურმა ბანკმა შეზღუდვები დააწესა.
ევროკავშირმა, სამშაბათს, 15 მარტს, სანქციების ახალი ეტაპი წამოიწყო, მათ შორის რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების აკრძალვა, ფუფუნების საგნების ექსპორტი მოსკოვში და რუსეთიდან ფოლადის პროდუქტების ექსპორტი.