• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ აისახება ბაზარზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა, როცა ბაიდენი პუტინს „მძიმე შედეგებზე“ აფრთხილებს.

თებერვალი 14, 2022
in სიახლეები
როგორ აისახება ბაზარზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა, როცა ბაიდენი პუტინს „მძიმე შედეგებზე“ აფრთხილებს.
გაზიარება

პარასკევს ინვესტორებმა გარკვეული დოზით იგრძნეს შოკი, რომელიც შეიძლება, ბაზარს დაატყდეს თავს – თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

მუხტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას. მისი თქმით, რუსეთის არმია მზად არის უკრაინაში შესაჭრელად, თუ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ბრძანებას მიიღებს.

 ამერიკული აქციების გაყიდვა გაგრძელდა მკვეთრ კლებამდე, დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო (DJIA, -1.43%) 500-ზე მეტი ნიშნულით შემცირდა, S&P 500- მა (SPX, -1.90%) 1.9%-ით დაიკლო; ნავთობის ფიუჩერსებმა (CL.1, 1.36%) ბოლო შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია და ბარელზე $100-ის ზღვარზე იმყოფება. ტრადიციულ უსაფრთხო აქტივებზე მყიდველთა ინტერესის ზრდამ გამოიწვია სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირება TMUBMUSD10Y, 1.953%, ამავდროულად გაიზარდა ოქროს ფასი GC00, 0.68%, დოლარის კურსმა დაიკლო DXY, -0.05%, იაპონური იენი კი დოლართან მიმართებით გამყარდა USDJPY, 0.01%.[WU1] [b2] 

შაბათს პუტინსა და ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ კრიზის გავრცელების შემცირების თაობაზე. თეთრი სახლის თქმით, ბაიდენმა მკაფიოდ განუმარტა პუტინს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ფაქტს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი და გაბედული რეაგირება მოჰყვება და ეს რუსეთს ძვირად დაუჯდება.

ანალიტიკოსებმა და ინვესტორებმა აზრი გამოთქვეს, თუ რა გავლენა ექნება შეჭრის ეფექტებს ფინანსურ ბაზრებზე. აი, რა უნდა იცოდეთ:

ენერგო რესურსების ფასები გაიზრდება

 მოსალოდნელია, რომ შეჭრის შემთხვევაში, ენერგორესურსების ფასები მკვეთრად გაიზრდება და ნავთობის ფასი 2014 წლის შემდეგ პირველად გადალახავს ბარელზე $100-იან ნიშნულს.

„ვფიქრობ, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გაჩაღდება, ნავთობის ფასის მომატება ბარელზე $100-მდე თითქმის გარანტირებულია“ – განაცხადა Price Futures Group – ის ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსმა – ფილ ფლინმა, MarketWatch-თან საუბრისას. აშშ-ს ნავთობის ფიუჩერსები პარასკევს, ბოლო შვიდწლიანი მაქსიმუმ მაჩვენებლით დაიხურა – $93.10 (CL00, 1.40% CLH22, 1.40%), როცა გლობალური ნიშნული $94.44 იყო (BRN00, 1.12% BRNJ22, 1.12%,).

 ანალიტიკოსების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთ ევროპის ბაზარზე რუსეთი ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, ამ ენერგომატარებელზეც გაიზრდება ფასები. მთლიანობაში კი რუსეთის საომარი მოქმედებები გლობალური მასშტაბით ფინანსურ ბაზარზე დიდ რყევებს გამოიწვევს.

 ფედერალური რეზერვები

გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პერიოდში სახაზინო ობლიგაციები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უსაფრთო თავშესაფარია ინვესტორებისთვის. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ პარასკევს შუადღისას სახაზინო ობლიგაციების შემოსავლის მრუდი დაეცა. ამის საპირისპიროდ კი ფასები სახაზინო ობლიგაციებზე – იზრდება.

ანალიტიკოსებმა და ინვესტორებმა იმსჯელეს იმის შესახებ, რომ ომმა უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს ფედერალური რეზერვების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემჭიდროება.

აქციები და გეოპოლიტიკა

გაურკვევლობამ და ამის შედეგად გამოწვეულმა რყევებმა ფინანსურ ბაზარზე, შეიძლება, გამოიწვიოს აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა უახლოეს პერსპექტივაში, მაგრამ ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის აქციებს გეოპოლიტიკური შოკის მალევე გადალახვის ტენდენცია ახასიათებს.

LPL Financial-ის მთავარმა საბაზრო სტრატეგმა, რაიან დეტრიკმა განაცხადა, რომ შეუძლებელია იმ შედეგების შემცირება, რომელიც დღევანდელ ახალ ამბებს მოაქვს, მაგრამ ინვესტორული გადმოსახედიდან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიის მანძილზე გეოპოლიტიკური მოვლენები დიდ შედეგებს ვერ ახდენდა აქციებზე. ამის დასტურად კი რაიანს შემდეგი დიაგრამა მოჰყავს მაგალითად:

MarketWatch – ის მიმომხილველის – მარკ ჰულბერტის თქმით, დასკვნა, რომელიც წინა გეოპოლიტიკური კრიზისებიდან უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ არ გავყიდოთ აქციები პანიკის საფუძველზე.

მან ასევე მაგალითად მოიყვანა ნედ დევისის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხებოდა 28 ყველაზე რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ბოლო 6 დეკადის განმავლობაში 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამდე. 19 შემთხვევაში, დოუ ჯონსის ინდექსი კრიზისის დაწყებიდან 6 თვეში გაიზარდა. ამ 28 კრიზისის განმავლობაში საშუალო ექვსთვიანი ზრდა კი 2.3% იყო. 9 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი, როცა რამოდენიმე დღით ბაზარი დაიხურა, დოუ ჯონსის ინდექსი 17.5% ით დაეცა, მაგრამ 10 სექტემბრის მაჩვენებელს 6 კვირის შემდეგ – 26 ოქტომბერს დაუბრუნდა.

წინა

ილონ მასკმა ფულის მოპოვების მარტივი გზა იპოვა

შემდეგი

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ „მიმი“ – ანუ საკულტო აქციები?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
როგორ შეიძლება ამოვიცნოთ „მიმი“ – ანუ საკულტო აქციები?

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ „მიმი“ - ანუ საკულტო აქციები?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved