რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, გლობალური ჰუმანიტარული და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მაგრამ S&P 500-ის ინვესტორები კვლავ პოულობენ გზებს, რომ ჩაერთონ თავდაცვის კომპანიებში, რომლებიც ქვეყნებს, ომის გამძვინვარების ფონზე, თავის დაცვაში ეხმარება.
ინვესტორებმა უკვე დააფიქსირეს $48.6 მილიარდიანი მოგება 32 მთავარ თავდაცვისა და საჰაერო-კოსმოსური კომპანიების აქციებზე, რომლებიც ამ დარგის უმსხვილეს გაცვლით სავაჭრო ფონდში (ETF) – iShares U.S. Aerospace & Defense ETF-ში ერთიანდება.
თავად ამ ETF-ის ფასი, 24 თებერვლის (დღე როდესაც რუსეთმა პირველად განახორციელა უკრაინაზე შეტევა) ფასს 6%-ით აღემატება. ეს მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება იმავე პერიოდში S&P 500-ის ზრდას.
და მაინც, ტოპ თავდაცვის ETF არ აჩვენებს იმ მიღწევების სიდიდეს, რომელიც რუსეთის თავდასხმის შემდეგ თავდაცვისა და საჰაერო-კოსმოსურ ინდუსტრიაში შეინიშნება. iShares U.S. ETF-ის აქციების ფასი, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საშუალოდ 11%-ით გაიზარდა. თავად S&P 500, რომელიც SPDR S&P 500 ETF Trust (SPY)-ის მიერ იზომება, წელს 10%-ით დაეცა.
Cresset Capital-ის სტრატეგმა – ჯეკ აბლინმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, რომელიც ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე უარეს უსაფრთხოების კრიზისს წარმოადგენს, გლობალური აღშფოთება გამოიწვია. მან ასევე თქვა, რომ საზოგადოებრივი აზრი მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინელ ხალსა და პრეზიდენტ – ვოლოდიმერ ზელენსკის.
მრავალი ETF-სა და თავდაცვის კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა, მაგრამ ანალიტიკოსები კვლავ პროგნოზირებენ ბევრი დანარჩენის წინსვლას.
$3 მილიარდზე მეტი ღირებულის აქტივით, iShares U.S. Aerospace & Defense ETF ორჯერ აღემატება მის მომდევნო უდიდეს კონკურენტ – SPDR S&P Aerospace & Defense ETF-ს.
თუმცა თავდაცვა ETF-ებისთვის მასიური სფერო. ინვესტორებს, რომლებსაც ამ სექტორში ინვესტორება სურთ, შეუძლიათ არჩევანი მხოლოდ 3 მთავარ ETF-ს შორის გააკეთონ. მესამე არის შედარებით მცირე Invesco Aerospace & Defensive $780 მილიონის ტოლი აქტივებით.
iShares U.S. Aerospace & Defense ETF-ს ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 43%-ით გაიზარდა. ეს საკმაოდ ჩამორჩება ამავე პერიოდში S&P 500-ის 78.6%-იან ზრდას. iShares ETF-ის სუსტი აქტივობა განპირობებულია მისი ნომერ პირველი ჰოლდინგით – 23%-იანი პოზიციით Raytheon Technologies-ში. Raytheon-ის აქციების ფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში 12%-ზე მეტით დაეცა. CFRA-ს ორმხრივი ფონდისა და ETF-ის კვლევის ხელმძღვანელმა – ტოდ როზენბლუთმა განაცხადა, რომ iShares U.S. Aerospace & Defense ETF არის უაღრესად კონცენტრირებული ინდუსტრიის ETF. იგი ასევე ამბობს, რომ ეს ორიენტაცია მეგაკაპიტალიზაციაზე ძლიერი ბალანსისა და რეგულარული ფულადი ნაკადების მეშვეობით სტაბილურობას უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე მცირე კაპიტალიზაციასთან შედარებით უფრო შეზღუდულ ზრდას განაპირობებს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ iShares U.S. Aerospace & Defense ETF-ში გაერთიანებული 32 აქციის ფასები, მომდევნო 12 თვის განმავლობაში საშუალოდ 14.2%-ით გაიზრდება.