• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი პერსონალური ფინანსები

წესები, რომლებიც ფინანსური მომავლის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

იანვარი 15, 2024
in პერსონალური ფინანსები
წესები, რომლებიც ფინანსური მომავლის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
გაზიარება

პერსონალური ფინანსების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, ფინანსური კეთილდღეობისკენ სწრაფვა გახდა უმთავრესი მიზანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სტაბილურობასა და ზრდაზე არიან ფოკუსირებულნი. მიუხედავად იმისა, ახერხებთ თუ არა ბიუჯეტის, ინვესტიციების ან ვალის მართვის სირთულეებში ნავიგაციას, უნდა გახსოვდეთ, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ თქვენს ფინანსურ მომავალს აყალიბებს. ამ უპრეცედენტო შესაძლებლობებისა და გამოწვევების ეპოქაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ცოდნითა და სტრატეგიებით აღჭურვას, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საკუთარი ფინანსური ცხოვრება გააკონტროლოთ. ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ ამ საკითხს შეეხება — შემოგთავაზებთ წესებს, რომლებიც ფინანსური მომავლის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

მიიღეთ მხოლოდ ისეთი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, რომელთა პატარა ბავშვისთვის განმარტვასაც შეძლებთ

(არა, „რადგან ილონ მასკი გასაოცარია!“ არ ითვლება.)

როგორც ლეგენდარული ინვესტორი — უორენ ბაფეტი ამბობს, ბიზნეს სკოლები უპირატესობას რთულ, კომპლექსურ ქცევას ანიჭებენ, თუმცა მარტივი ქცევა უფრო ეფექტიანია.

ეს მართალია მაშინაც, როდესაც საქმე ინვესტიციების ანალიზს ეხება. უნიკალური სავაჭრო შეთავაზების მსგავსად (USP) მსგავსად, თუ საკუთარ საინვესტიციო გადაწყვეტილებას ერთი ან ორი წინადადებით გასაგებად ვერ ხსნით, გამოდის, რომ მასში თავადაც ვერ გაერკვიეთ. ამის მნიშვნელობას ხაზს უსვამს კიდევ ერთი ამერიკელი ინვესტორი, პიტერ ლინჩი — იგი ამბობს: „იცოდეთ, რას ფლობთ და რატომ ფლობთ“.

„საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიციაა“ — უორენ ბაფეტი

საკუთარ თავში ინვესტირება ნიშნავს, რომ არასოდეს შეწყვიტოთ ცოდნის შეძენა — ისეთი ცოდნის, რომელიც გაუმჯობესებთ მთლიანობაში როგორც ადამიანს და არა მხოლოდ — ინვესტორს.

ყოველდღიურად საკუთარ თავში ინვესტირებისთვის დროის გამოყოფა — უნარების გაუმჯობესება, კავშირების დამყარება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ა. შ. — საოცარ გრძელვადიან შედეგებს მოგცემთ. ეს იქნება საუკეთესო ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც ოდესმე შეძლებთ.

თუ ფულს ნივთებზე დახარჯავთ, საბოლოოდ ისინი შეგრჩებათ და არა — ფული

ხშირად, როდესაც რაიმე ნივთს ყიდულობთ, დაუყოვნებლივ გაუფასურებას იწყებს არა მხოლოდ მისი ღირებულება, არამედ შესყიდვით გამოწვეული ემოცია. სწორედ ამიტომ, სანამ რაიმე ნივთს შეიძენთ, განსაკუთრებით არაარსებითს, საკუთარ თავს დასაფიქრებლად გარკვეული დრო მიეცით. ეს დაგეხმარებათ, იმპულსური შესყიდვები თავიდან აიცილოთ.

როდესაც სხვისთვის მუშაობთ, თქვენი შემოსავალი ყოველთვის შეზღუდულია

სხვისთვის მუშაობამ შეიძლება დიდი გამოცდილება და შემოსავალიც კი მოგცეთ, მაგრამ ეს პოტენციალი მაინც შეზღუდული იქნება. შეგიძლიათ სამსახურში გამომუშავებული ფული დაზოგოთ და საკუთარი საქმე წამოიწყოთ, ასევე მიმართოთ სიმდიდრის დასაგროვებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებას — საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას. სწორი ცოდნითა და გააზრებული მიდგომით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატებული საინვესტიციო მოგზაურობის დაწყება.

ვალის აღებას წუთები ჭირდება, მის დაბრუნებას კი — ხშირად ძალიან დიდი დრო

ფულის სესხება არის ინვესტიცია, რომელმაც ყოველთვის „ანაზღაურება“ უნდა მოგიტანოთ. ეს ანაზღაურება კი არა ნივთი, არამედ მისგან მიღებული სარგებელი იქნება. სწორედ ამიტომ, სანამ მომდევნო სესხს აიღებთ, ამაზე კარგად დაფიქრება ღირს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რამდენი დრო დაგჭირდებათ ვალის დასაფარად და რა გავლენას იქონიებს ეს ტვირთი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მთელი ამ დროის განმავლობაში.

ეს თქვენი ცხოვრება დაა თქვენებურად იცხოვრეთ

ზოგჯერ ღირს იმის გათვალისწინება, თუ რას ფიქრობენ სხვები, მაგრამ არა მაშინ, თუ ეს სხვა ადამიანების სურვილების მიხედვით ცხოვრებას გულისხმობს.

ნუ იყიდით კონკრეტულ ავტომობილს ან სახლს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, დაფიქრდით, რა გსურთ რეალურად და არჩევანი სწორედ ამაზე დაყრდნობით გააკეთეთ.

ფულის დახარჯვისას მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის შესაფერისია. ასევე მოიქეცით ინვესტირების დროს. შეარჩიეთ ისეთი პროფესია, რომელშიც საკუთარ თავს ხედავთ.

შედეგად, გარდა იმისა, რომ მიიღებთ უკეთეს გადაწყვეტილებებს პერსონალურ ფინანსებთან დაკავშირებით, ასევე იქნებით ბევრად ბედნიერი, რადგან საკუთარი სურვილისამებრ იმოქმედებთ.

სწორედ ამისთვის არ არის ფულიც?

წინა

რატომ შემცირდა 2023 წელს Alibaba-ს აქციების ფასი 12%-ით?

შემდეგი

SEC-მა ამერიკულ ბირჟებზე ბიტკოინის სპოტ ETF-ებით ვაჭრობა დაუშვა

მსგავსი სტატიები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად
პერსონალური ფინანსები

რჩევები მყარი ფინანსური მომავლის შესაქმნელად

by Giorgi
ნოემბერი 19, 2024
პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების 5 გაკვეთილი ცნობილი მილიარდერებისგან

by Giorgi
ოქტომბერი 18, 2024
რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
პერსონალური ფინანსები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ოქტომბერი 17, 2024
პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები
პერსონალური ფინანსები

პერსონალური ფინანსების ეფექტიანად მართვის უპირატესობები

by Giorgi
ივლისი 1, 2024
3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს
პერსონალური ფინანსები

3 შეცდომა, რომლებიც თქვენს ფინანსურს მდგომარეობას აზიანებს

by Giorgi
ივნისი 3, 2024
მეტი
შემდეგი
SEC-მა ამერიკულ ბირჟებზე ბიტკოინის სპოტ ETF-ებით ვაჭრობა დაუშვა

SEC-მა ამერიკულ ბირჟებზე ბიტკოინის სპოტ ETF-ებით ვაჭრობა დაუშვა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved