გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში რეი დალიოს Bridgewater Associates-ის საინვესტიციო პორტფელს Nvidia-ს 503 მილიონზე მეტი აქცია დაემატა. გარდა ამისა, კომპანიამ გაზარდა წილები სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებში.
დიდი ინვესტიციები AI ლიდერებში
მიმდინარე წლის პირველი კვარტალში რეი დალიოს აქტივების მართვის ფირმამ Nvidia-ში პოზიცია 636.6 მილიონ აქციამდე გაზარდა. შედარებისთვის, 2023 წლის ბოლოს Bridgewater Associates ტექნოლოგიური გიგანტის 133 მილიონ აქციას ფლობდა.
Nvidia არის მთავარი მოთამაშე ხელოვნური ინტელექტის (AI) სივრცეში თავისი პროდუქტების პოპულარობის გამო, ხოლო AI წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ტენდენციაა. აღსანიშნავია, რომ დალიოს ფირმამ წლის დასაწყისში AI-სთან დაკავშირებული სხვა ინვესტიციებიც განახორციელა.
მაგალითად, Bridgewater-მა პირველ კვარტალში Advanced Micro Devices-ის (AMD) 122.6 მილიონი აქცია შეიძინა. კომპანიამ ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი პოზიცია ნახევარგამტარულ და ნანოტექნოლოგიურ ფირმაში — KLA. ამ უკანასკნელში Bridgewater-მა დამატებით 70 მილიონი აქცია შეიძინა. მარტის ბოლოს მდგომარეობით, რეი დალიოს ფირმა KLA-ს 81.7 მილიონ აქციას ფლობს.
ტექნოლოგიურ გიგანტებზე ფოკუსირება
რეი დალიომ დიდი ფსონები გააკეთა სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებზეც, რომლებიც კარგად არიან პოზიციონირებულნი, რათა ისარგებლონ AI ბუმით. მათგან ყველაზე შესამჩნევი ტრანზაქცია იყო Alphabet-ის A კლასის თითქმის 525 მილიონი აქციის შეძენა. შედეგად, ამ კომპანიაში Bridgewater-ის წილი 810.3 მილიონ აქციამდე გაიზარდა.
რეი დალიოს ფირმამ ასევე დამატებით შეიძინა Apple-ის დაახლოებით 316 მილიონი, Meta Platforms-ის 247 მილიონი, Microsoft-ის 170 მილიონი და Amazon-ის 189 მილიონი აქცია.
პოზიციების დახურვა
გარდა ამისა, პირველ კვარტალში რეი დალიომ გარკვეული პოზიციები შეამცირა და დახურა. ყველაზე დიდ ტრანზაქციებს შორის იყო Cisco Systems-ის დაახლოებით 91 მილიონი, Coca-Cola-ს 87 მილიონამდე და PDD Holdings-ის 177 მილიონი აქციის გაყიდვა.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.