• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

პარასკევს S&P 500 ინდექსში Pfizer ყველაზე ცუდი წარმადობით გამოირჩეოდა

დეკემბერი 4, 2023
in სიახლეები
პარასკევს S&P 500 ინდექსში Pfizer ყველაზე ცუდი წარმადობით გამოირჩეოდა
გაზიარება

პარასკევს S&P 500 ინდექსში Pfizer ყველაზე ცუდი შედეგის მქონე აქცია იყო — სავაჭრო დღის განმავლობაში მისი აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა. ასეთი არასახარბიელო წარმადობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, Pfizer დაასრულებს წონაში კლების აბების მესამე ფაზის კვლევას, რადგან უარყოფითი გვერდითი მოვლენები ძალიან ბევრ პაციენტს აღენიშნება.

წლის დასაწყისიდან Pfizer-ის აქციების ფასი თითქმის 43%-ით არის შემცირებული.

კომპანიის მენეჯმენტმა მიუთითა, რომ მედიკამენტის — danuglipron-ის მეორე ფაზის კვლევა ეფექტიანი იყო და სხეულის წონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილების დემონსტრირება შეძლო.

თუმცა Pfizer-ის წარმომადგენლებმა დაამატეს, რომ ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იყო მსუბუქი და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული. შედეგად კვლევაში მონაწილე პაციენტების ნახევარმა გადაწყვიტა, აბების მიღება შეეწყვიტა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მესამე ფაზის კვლევა შეწყდება.

Pfizer Stock

მედიკამენტების მწარმოებლის მენეჯმენტის განმარტებით, ახალა კომპანია danuglipron-ის განსხვავებული დოზირების ეფექტიანობას შეისწავლის. Pfizer-ის Research and Development-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა და პრეზიდენტმა — მიქაელ დოლსტენმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლების აზრით, აბების დღეში ერთხელ (დღეში 2-ის ნაცვლად) მიღებამ შეიძლება წონაში კლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს.

Pfizer და სხვა ფარმაცევტული კომპანიები წონაში კლების ეფექტიანი პრეპარატის შესაქმნელად ერთმანეთს დიდ კონკურენციას უწევენ. ამ ბაზარზე კარგად არის ცნობილი Eli Lilly-ის Mounjaro და Novo Nordisk-ის Ozempic და Wegovy, რომლებიც ინექციების სახით არის ხელმისაწვდომი.

Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $29.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $39.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $34.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pfizer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

პარასკევს Dell Technologies-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა

შემდეგი

პარასკევს Elastic-ის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
პარასკევს Elastic-ის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია

პარასკევს Elastic-ის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved