• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

როგორ გამოვიყენოთ საფონდო ბირჟის კრახი პასიური შემოსავლის გასაზრდელად?

თებერვალი 4, 2022
in სიახლეები
როგორ გამოვიყენოთ საფონდო ბირჟის კრახი პასიური შემოსავლის გასაზრდელად?
გაზიარება

Ზოგიერთ ინვესტორს შორის ახლა შფოთვაა იმის გამო, რომ ტექნოლოგიური ბაზრების აქციებმა ბოლო დროს მკვეთრი ვარდნა განიცადა. ზოგიერთ თავდაცვით სექტორში კი აქციების ფასი საკმაოდ გაიზარდა. ყოველივე ეს იწვევს ეჭვს, რომ საფონდო ბირჟამ შეიძლება კრახი განიცადოს. ეს კრახი, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება, მაგრამ როგორ შეიძლება ამის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება?

რას ნიშნავს საფონდო ბირჟის კრახი დივიდენდებისთვის

აქციების ფასები საფონდო კრახის დროს ეცემა, მაგრამ თუ კომპანია არ შეამცირებს დივიდენდებს, აქციების ფასის დაცემა შეიძლება გაზრდილ დივიდენდებს ნიშნავდეს მათთვის, ვინც მათ დაბალ ფასად ყიდულობს.

წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც იხდის თითო აქციაზე 5 პენსის დივიდენს. თუ მისი აქციები £1-ად იყიდება, ეს ნიშნავს, რომ მისი დივიდენდის სარგებელი 5%-ია. თუ ჩავდებთ 1000 ფუნტს, 50 ფუნტის დივიდენდების მიღების საშუალება გაჩნდება. მაგრამ თუ აქციის ფასი 80 პენსამდე დაეცემა, 5 პენსის დივიდენდი თითო აქციაზე 6.25%-ს გამოიმუშავებს. ასე რომ, თუ აქციებში 1000 ფუნტს ჩადებთ, მომავალ წელს 62, 50 ფუნტის დივიდენდს მიიღებთ. ასე თქვენ გაზრდით პასიური შემოსავლების პერსპექტივებს.

მეორე მხრივ, ყველაფერი ასე მარტივად შეიძლება არ იყოს, რადგან დივიდენდები არასდროს არის გარანტირებული. საფონდო ბირჟის კრახი ზოგჯერ ეკონომიკური პერსპექტივის შემცირებითაა გამოწვეული, ასე რომ, სრულებით შესაძლებელია, როცა კომპანიის აქციების ფასი ეცემა, მისი მოგებაც დაეცეს, რამაც იძულებული გახადოს, შეამციროს დივიდენდები.

მოსაძიებელია აქციები, რომლებსაც მყარი საშემოსავლო ნაკადები აქვს. ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს. საფონდო ბირჟის კრახი, რომელიც ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესებითაა გამოწვეული, ზოგჯერ მოთხოვნას ასუსტებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიების შემოსავალს. ამიტომ, ბიზნესის არჩევისას, საჭიროა, გავიგოთ კრახის მიზეზი.

სავარაუდო კომპანიები, რომლებიც პასიურ შემოსავლად შეიძლება განვიხილოთ

თამბაქოს კომპანიები, როგორიცაა Imperial Brands, როგორც წესი, ვერ ხედავენ მათ პროდუქტზე მოთხოვნის ვარდნას, როცა ეკონომიკას უჭირს. მათთვის რისკს უფრო სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება წარმოადგენს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მოგებას. თუკი საფონდო კრახი მის აქციებზე ფასს დასწევს, ეს საინვესტიციო პორტფელისთვის შეიძლება მიმზიდველიც კი აღმოჩნდეს.

წყარო: finance.yahoo

წინა

3 მზარდი აქცია, რომლის ყიდვაც ღირს, თუ 2022 წელს ბაზრები დაეცემა

შემდეგი

Spotify-ის აქციებმა 2022 წელს ღირებულების 25%-მდე დაკარგა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
სპოტიფაი

Spotify-ის აქციებმა 2022 წელს ღირებულების 25%-მდე დაკარგა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved