• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

Nvidia-ს 2022 წლიდან დიდი წარმატებები ელის

თებერვალი 28, 2022
in სიახლეები
Nvidia-ს 2022 წლიდან დიდი წარმატებები ელის
გაზიარება

Nvidia გეგმავდა SoftBank-ისგან ჩიპების მწარმოებლის – Arm Semiconductor-ის $80 მილიარდად შეძენას, მაგრამ შეთავაზება ჩაიშალა მარეგულირებელი გამოწვევების გამო. თუმცა Nvidia-ს მეოთხე კვარტლისა და 2022 ფისკალური წლის შედეგები, რომელიც 16 თებერვალს გამოქვეყნდა, შთამბეჭდავი იყო და აჩვენა, რომ კომპანიას ამ გარიგების გარეშეც ნათელი მომავალი აქვს.

Nvidia

„ომნივერსი“ ძალიან ახლოსაა

Arm-ის გარიგება მიზნად ისახავდა დახმარებოდა Nvidia-ს მისი გრაფიკული დამუშავების ერთეულის (GPU) ბიზნესის მიღმა მაღალი წარმადობის გამოთვლებითა და ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ფოკუსირებით გასულიყო.

Nvidia-ს სურს დაჩქარებულ გამოთვლებში ლიდერი გახდეს და Arm-ის გარიგების ძირითადი თეზისი გრაფიკული დამუშავების, მონაცემთა დამუშავების და ცენტრალური დამუშავების კუთხით მისი სამ ჩიპიანი სტრატეგიის რელიზება იყო. დაჩქარებული გამოთვლა არის ტერმინი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა სამუშაო პროცესს მოიცავს, მათ შორის დაკავშირებულ პროდუქტებს, სამრეწველო ავტომატიზაციასა და რობოტიზაციას. Nvidia-მ ეს კონცეფცია განსაზღვრა, როგორც „ომნივერსი“, ინტერაქტიული გზა სივრცითი მოდელების ან რენდერების რეალურ დროში გადასაღებად.

ეს შესაძლებლობები წარმოუდგენლად ღირებული იქნება ისეთი ტექნიკური და სამრეწველო ბიზნესისებისთვის, როგორიც არის ავტომწარმოებლები, რომლებიც ქარხნებსა და რობოტექნიკას აპროექტებენ. ომნივერსში მუშებს შეუძლიათ ერთ ინტერაქციულ გარემოში ჰქონდეთ კავშირი, რათა უფრო ეფექტურად ითანამშრომლონ. მიუხედავად იმისა, რომ „ომნივერსის“ საწყის ეტაპზე იმყოფება, Nvidia მას არქიტექტურაში, წარმოებაში, მედიაში, გართობასა და თამაშების განვითარებაში იყენებს. პირველი მომხმარებლები არიან Cisco, Adobe და Pixar Studios, რომელსაც Disney ფლობს.

ამ თავდაპირველმა წარმატებებმა, ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად, Nvidia-ს აქციების ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში 60%-ზე მეტით გაზარდა. მაგრამ უკანასკნელი შემოსავლების ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე აქციონერებმა გაიგეს, რომ კომპანიამ, მარეგულირებელი ორგანოს ანტიმონოპოლიური პოლიტიკით გამოწვეული მოთხოვნის საფუძველზე გააუქმა Arm Semiconductor-ის შეძენის წინადადება. ამ ფაქტმა აქციების ფასის 3%-ით კლება გამოიწვია, მაგრამ ძველი ფასი დღის ბოლოსვე აღდგა.

გეიმინგი დიდი ძალა ხდება

Nvidia-ს ბიზნესი ორი ძირითადი სეგმენტით არის დაკავებული: გრაფიკა და კომპიუტერული ქსელი. ეს სეგმენტები ბაზრის 5 პლატფორმად იყოფა: თამაშები, მონაცემთა ცენტრები, პროფესიონალური ვირტუალიზაცია, ავტოწარმოება და რობოტიზაცია და ორიგინალურ აღჭურვილობის წარმოება.

2022 ფისკალური წლისთვის, რომელიც 2022 წლის 31 იანვარს დასრულდა, Nvidia-მ $26.9 მილიარდის მთლიანი შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წლიდან წლამდე 61%-იანი ზრდაა. სათამაშო ერთეულმა კომპანიას $12.5 მილიარდის მთლიანი შემოსავალი მოუტანა, რაც ასევე 61%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით და კომპანიის მთლიანი შემოსავლის 46%-ს შეადგენს.

მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო, Nvidia-მ მარაგების დონის შემცირება განიცადა და 2022 ფისკალური წელი $2.6 მილიარდის ინვენტარით დაასრულა, წინა წლის $1.8 მილიარდთან შედარებით.

მიუხედავად ამისა, სათამაშო განყოფილების შთამბეჭდავი ზრდა მის არქიტექტურულ პროდუქტებზე და GPU-ებზე მომხმარებელთა ძლიერი მოთხოვნით იყო განპირობებული. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ შეიძება მოკლევადიანი არეულობა გამოიწვიოს, მაგრამ Nvidia-ს პროდუქტებზე მოთხოვნა კვლავ დიდია.

სათანადოდ დააფასეთ დიდი მონაცემთა ცენტრებით შემქნილი პოტენციალი

Nvidia-ს ზრდის კიდევ ერთი საინტერესო სფეროა ჰიპერმასშტაბიანი მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ტრადიციულ მონაცემთა ცენტრებს ბევრად აღემატება. ასეთ მონაცემთა ცენტრებს ბევრად დიდი ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების უნარი გააჩნია.

კომპანიები, როგორებიც არის Amazon, Google, Microsoft, Snowflake და Palantir, ხელს უწყობს კორპორატიული მოთხოვნის ზრდას ბიზნესის შედეგების მისაღწევად ქლაუდზე მონაცემების შენახვასა და მათ სინთეზირებაზე. Nvidia-ს GPU-ები ეხმარება კომპლექსურ სისტემებს, როგორიც არის სასაუბრო ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც iPhone-ის Siri იყენებს და ასევე ჭკვიან მოწყობილობებს – მაგალითად Alexa. 2022 ფისკალური წლისთვის, Nvidia-მ მონაცემთა ცენტრების მიმართულებით $10.6 მილიარდის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 58%-ით მეტია.

წინ ნათელი გზაა

2022 ფისკალურ წელს, რომელიც იანვარში დასრულდა, კომპანიამ შემოსავალი ხუთივე ხსენებულ სეგმენტში გაზარდა და მთლიანი მარჟა წლიდან წლამდე 62.3%-დან 64.9%-მდე გააფართოვა. კომპანიის წმინდა მოგება 2021 წლიდან 2022 წლამდე ორზე მეტჯერ გაიზარდა $4.3 მილიარდიდან $9.8 მილიარდამდე. გაუმჯობესებული მოგებიანობის პროფილი Nvidia-ს დაეხმარა ფულადი სახსრების ბალანსი გაეძლიერებინა, რომელიც $21.2 მილიარდს შეადგენს, წინა წელს კი ეს მაჩვენებელი $11.7 მილიარდი იყო.

2022 წელი Nvidia-ს მენეჯმენტისთვის საინტერესო იქნება, რადგან მიწოდების ჯაჭვის პრობლემები ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა მისი კაპიტალიზაციისა და ყველა საანგარიშო სეგმენტში მისი ფეთქებადი ზრდის გათვალისწინებით, Nvidia, თუნდაც Arm-ის, როგორც მისი ბიზნესის ნაწილის გარეშე, ბაზარზე მომავალი ზრდისთვის კარგად არის პოზიციონირებული.

წინა

შესაძლოა, Netflix კარგი ინვესტიცია იყოს – მიუხედავად სუსტი მაჩვენებლისა

შემდეგი

4 გზა საფონდო ბირჟაზე გასამარჯვებლად

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
4 გზა საფონდო ბირჟაზე გასამარჯვებლად

4 გზა საფონდო ბირჟაზე გასამარჯვებლად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved